პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და მზადება დაწყებული აქვს:
“შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის… ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში… [ჟურნალისტი: ვთქვათ ერთად არ დაინიშნა?] …რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას.
[თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულად უარს] რა თქმა უნდა, არ ვამბობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ ვერ მათქმევინებს იმიტომ, რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ეხლა სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც ზიან ეხლა და რაღაცაზე ოცნებობენ, მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე…
მე ეხლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლებიც თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის ეს…
…დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით…” თქვა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.
