ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, სოფო ხალვაშის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.
კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ საზეიმო დახურვა – კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი 29 აპრილს გაიმართება.
ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია.
