ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალის ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში სოფო ნიჟარაძის, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტები გაიმართა.
,,ჰარიდა” ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.
ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილია” – ნათქვამია ხობის მეიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.







