მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ბაბუცა კუპრეიშვილს და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გოგონა კიკალიშვილს იუბილე მიულოცა. იუბილარებს 100 წელი შეუსრულდათ. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
ბაბუცა კუპრეიშვილს 7 შვილი, 8 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ჰყავს. გოგონა კიკალიშვილს კი 3 შვილი, 5 შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში ბაბუცა კუპრეიშვილს და გოგონა კიკალიშვილს 2000-2000 ლარი ჩაერიცხებათ.


