STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სენაკში დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას, სენაკის სამედიცინო ცენტრ “დიომედში”, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.

პროცესის მიმდინარეობას სენაკის სამედიცინო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია გაეცნენ.

თბილისის წამყვანი კლინიკების სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია გაეწია 100-ზე მეტ ბენეფიციარს, ასევე ჩატარდა უფასო დიაგნოსტიკური კვლევები. მოქალაქეებს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი