STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

სამეგრელოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს

სამეგრელოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

საუბარი შეეხო რეგიონში სადრენაჟე სისტემების არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორთან ერთად ადგილზე სამუშაო პროცესში გავიარეთ არსებული საჭიროებები. ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურის გამართულად მუშაობა. ამიტომაც კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით მოხდება ადგილზე არსებული საკითხების დროული მოგვარება“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი