სენაკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები აქტიურად იმართება.
საერთო კრებებას სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და სენაკის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, მოსახლეობასთან კონსულტაციით განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საერთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.