STV
რეგიონი

ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. “ევექსის” რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტი გუშინ კლინიკაში გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა შეიყვანა.

„ქალი შემოიყვანეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ორმხრივი ტოტალური პნევმონიით და ფილტვების შეშუპებით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღებულია ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციისთვის“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით შეიყვანეს.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისათვის, დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ფოთში მარინისტული ფესტივალი მიმდინარეობს

რედაქტორი

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი