პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში, ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, წერეთლის ქუჩის ორივე მხარეს, ფეხით მოსიარულეთა სამგანზომილებიანი ,,ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ლევან უჩანეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.