ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, სადაც ცენტრალური ბაზრის ღობის დემონტაჟის საკითხს განიხილავდნენ. მოვაჭრეების განცხადებით, ბაზრის ღობე ბაზრის საკუთრებაა, რომელიც მერიამ უკანონოდ გაასხვისა, ხოლო ღობის ადგილას კონსტრუქციის მშენებლობის ექსკლუზიური უფლება მისცა დემნა სორდიას, რომელიც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მამაა.
მოვაჭრეებმა მშენებლობის შეჩერების მოთზოვნით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას მიმართეს. როგორც წოწერიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს ზუგდიდის რაიონული სასამართლო იხილავს და საკრებულო ი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. თავად, სორდია, მოვაჭრეების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს რომ საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია და მამამისმა უძრავი ქონება კანონერად შეიძინა.
