ფოთში, გამოჩენილი ინგლისელი მოგზაურის, მეცნიერის, მწერლის ტიმ სევერინისა და “ახალი არგონავტების” საქართველოში მოგზაურობიდან 35-ე წლისთავის აღსანიშნავად, გემი მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით ფოთიდან, მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, საზეიმო ვითარებაში ჩაეშვა.
ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, მისი მიზანი “არგონავტების” გზის ნაწილის გავლა და ამ თემის პოპულარიზაციაა.მან თავის სტუდენტებთან ერთად ხომალდის აგება, როგორც ის ამბობს, ძველ ფაზისში დაიწყო.
“2 ივნისს ჭყვიშში შევცურდებით და იქაც დაგვხვდებიან “არგონავტების” გმირები. ამით გავაცოცხლებთ ამ ისტორიას და პოპულარიზაცია გავუწევთ ამ თემას,”-განაცხადა მან.
გემზე სულ 20 ადამიანი იქნება, მათ შორის ის სტუდენტებიც, რომლებიც გემის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.