STV
რეგიონი

26 ივნისს ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 26 ივნისს, 17:00 საათზე, ველომარათონი გაიმართება, რომელიც სტარტს ბარამიას ქუჩიდან აიღებს და ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდება.

მარათონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 26 ივნისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ მონაცემები შემდეგ ელ-ფოსტაზე: zugdidismeria@gmail.com.

ველომარათონში მონაწილე პირი ვალდებულია მარათონზე გამოცხადდეს საკუთარი ველოსიპედით. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი-1000 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

II ადგილი-700 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

III ადგილი 300 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო

რედაქტორი

ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

რედაქტორი

რას წერდა მაია კალანდია ერთი წლის წინ დემურ ფიფიაზე, რომელმაც დღეს ენმ დატოვა და მელიას შეუერთდა – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი