STV
რეგიონი

ანაკლიაში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტიავლი გაიმართება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით ანაკლიიის ისტორიული ციხის სივრცეში 16 ივლისს, 20:00 საათზე, ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტიავლი ,,კოლხი და…“ გაიმართება.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალზე მონაწილეობენ ანსამბლები ,,მასპინძელი“ ქალაქ ლონდონიდან და ,,ზურმუხტი“ – დუბლინიდან. უცხოელი მომღერლები მეგრულ სიმღერებს შეასრულებენ.

მეგრული ფოლკლორის პატრიარქად წოდებული პოლიკარპე ხუბულავა იყო წმ. გიორგის ორდენისა და უმაღლესი ჯილდოს, ხელოვნების ქურუმის მფლობელი. სწორედ პოლიკარპე ხუბულავამ შემოგვინახა უძველესი მეგრული სიმღერების სხვადასხვა ვერსია, რასაც უცხოელი ფოლკროლური ანსამბლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევენ პოპულარიზაციას.

Related posts

რესტორანმა “ბერმუხამ” ზუგდიდში შშმ პირებს უმასპინძლა

რედაქტორი

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს

რედაქტორი

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებს ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ სტუდენტობა მიულოცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი