მსოფლიო

abcNews: რომის პაპი გაციების გამო, მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს

რომის პაპი ფრანცისკე მეორე დღეა ოფიციალურ აუდიენციებში არ მონაწილეობს. ამ ინფორმაციას abcNews აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სანტა მარტას სამლოცველოში პაპი მესას გაუძღვა, ყველა ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა.

მათი თქმით, შეხვედრების გაუქმების მიზეზი პაპის გაციება და სურდო გახდა. ოფიციალურ ვატიკანს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

Related posts

Apple-ის მაღაზიაში iPad აფეთქდა

რედაქტორი

კორონავირუსით დაავადებული 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა

რედაქტორი

ანკარაში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა მოხდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი