ახალი ამბები

Survation-ის კვლევით რეიტინგებში “ქართული ოცნება” 52%-ით ლიდერობს

  • “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” 52%
“ენმ” 19%
“ევროპული საქართველო” 8%
“პატრიოტთა ალიანსი” 5%
“ლელო” 5%
“ახალი საქართველო” 4%
 სხვა 7 %

კომპანია “Survation-ი” ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

Related posts

“ფარული ჩანაწერების” საქმე – რატომ დააკავეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი?

რედაქტორი

ზუგდიდის საკრებულომ ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნო

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი