STV
ამბები სამეგრელოდან არჩევნები ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

ექიმი ცოტნე შონია წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ექიმი ცოტნე შონია იქნება. ის 2021 წლამდე წალენჯხიის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ნდობა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ, ჩემი მთავარი ძალაა – ეს კი მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა არაა. თქვენთან ვარ არა როგორც სიის პირველი ნომერი, არამედ როგორც მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო და თითოეული კეთილისმსურველი.

ჯერ კიდევ 2006 წლიდან, იმ პერიოდში, როცა უმრავლესობას ჩუმად საუბრისაც კი ეშინოდა, მე და ჩვენი ოჯახი არაერთგზის გავხდით სამიზნე, გარიყულები და დამცირებულები სრულიად უსამართლოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენს გულში სიძულვილი, ბოღმა და ზიზღი არ გაღვივებულა.

სწორედ ამ გამოცდილებამ მოგვცა ენერგია, რომ 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და საზოგადოების უმრავლესობასთან ერთად, შეგვეცვალა არსებული რეჟიმი და დაგვეწყო რეალური ცვლილებების გზა – არა რევანშით , არამედ მშვიდობიანად ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპისთვის.

მადლობა „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის პრივილეგია კი არა, ვალდებულებაა – ვემსახურო საზოგადოებას გახსნილად, პატიოსნად და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით.

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ყოველგვარი ვალდებულებისა და ინტერესის გარეშე, მხოლოდ გულით და რწმენით დამიდგნენ გვერდით. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალაა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

ჩემს გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოსა და ადამიანებს, ვისთანაც წლების წინ მქონდა ერთად მუშაობის პატივი როგორც პარტიულ, ასევე აღმასრულებელ პოზიციებზე. იქ მიღებული გამოცდილება და ურთიერთობები დღესაც ფასეული საყრდენია ჩემთვის.

სწორედ ეს ურთიერთობები და კიდევ მრავალი სხვა ქმნის ნდობის საფუძველს, რომელიც დღეს ჩემს გვერდით დგას და ამ საზოგადოებას პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

2021 წლის არჩევნები იყო გაკვეთილი – არც ჩვენ „დავმარცხდით“ და ვერც თქვენ „გაიმარჯვეთ“ ისე როგორც წარმოგედგინათ. ნამდვილი გამარჯვება მოდის მაშინ, როცა გუნდში არის ერთიანობა, პატივისცემა და შრომა – და არა სხვისი წარმატების გამო წუხილი, დაპირისპირება და მანიპულაცია. ხალხი ყველაფერს ხედავს.

კონსტრუქციული, ჯანსაღი ხედვის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და მათი განსხვავებული აზრი არის ის რესურსი, რომელიც დემოკრატიულ პროცესს ავსებს და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების უფრო დაბალანსებულად მიღებას.

ევროპული გზის ქართული ხაზი იწყება არა გეოგრაფიულად , არამედ ჩვენს ურთიერთობებში – როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვატარებთ პასუხისმგებლობას და როგორ ვმუშაობთ ჩვენი მომავლისთვის.

“ლიდერობა არ არის ძალაუფლება ან პოპულარობა – ეს არის საზოგადოების ტვირთის ტარება ჩუმი ღირსებით.”(დევიდ.ბ.გ)

წარმატებებს ვუსურვებ მერობის კანდიდატს – ბატონ გუბა საჯაიას, ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებს და თითოეულ თანამებრძოლს. ერთად დავამტკიცოთ, რომ სიყვარული, ერთიანობა და ღირსება არის გამარჯვების გზა. გომორძგუა საქორთუოს ! აწორნაფილ გომორძგუა წენდიხას“ – წერს ცოტნე შონია.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა

რედაქტორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა – სუს-ში უახლოეს წუთებში მორიგი ბრიფინგი იგეგმება

რედაქტორი

სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

რედაქტორი