ზუგდიდის კლასიკური მუსიკის IV ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ნადარაია, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლები – ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, იანო ალიბეგაშვილი, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე წარსდგნენ. საღამო მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.
ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა, პირველი კონცერტი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.


















