stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

სესმა სენაკში თევზის რეალიზაციის უვნებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1769

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4408

დღის ამბები

2777

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

193

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ამბები სამეგრელოდან

ამბები სამეგრელოდან

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ზუგდიდის ტექნოპარკის და სამეგრელოს DMO-ს თანამშრომლობით პროექტი Tech4Tourism განხორციელდა.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მუშაობდნენ და ინოვაციურ იდეებს ავითარებდნენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), ციფრული ტურისტული სერვისები, QR და AR ტექნოლოგიები, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლოთ, გაეზიარებინათ იდეები, ემუშავათ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე და შეექმნათ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სვანეთის DMO-ს ხელმძღვანელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ენგური ატრაქციის“ ხელმძღვანელი, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

გამარჯვებულ გუნდს სამეგრელოს DMO-სგან იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10 000 ლარი გადაეცა, ხოლო პროექტის პარტნიორებმა რჩეულ გუნდებს სიმბოლური პრიზები გადასცეს.

9 ნოემბერი 2026
სრულად
შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომანქანის ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად კი დაახლოებით 70 წლის მამაკაცი დაიღუპა.

მდინარე ენგურზე  არსებულ ხიდზე მსუბუქ ავტომანქნას ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა კი ავტომანქანიდან გამოდვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები, მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.


9 ნოემბერი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ლუკა გადელიასა და გვანცა ქარჩავას შეხვდა და მიღწეული შედეგები მიულოცა.

ლუკა გადელია 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ლუკა პირველი ფოთელი ძიუდოისტია, რომელმაც ამ დონის საერთაშორისო შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება შეძლო.

გვანცა ქარჩავამ სენეგალში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე უშუ-ტაოლოს ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა. მას ბრინჯაოს მედლამდე სულ 0,339 ქულა დააკლდა. გვანცა პირველი ფოთელი სპორტსმენია, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

„ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით.

ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ძიუდოსა და უშუში ფოთის ისტორიაში პირველად მიაღწიეს ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შედეგებს. ეს წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება. ვულოცავ ლუკასა და გვანცას ამ ღირსეულ შედეგებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ მწვრთნელებს გაწეული შრომის და მონდომებისთვის.

მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება ელოდებათ.

ფოთელი ახალგაზრდების წარმატება მთელი ქალაქისთვის საამაყოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევაა“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

9 ნოემბერი 2026
სრულად
სესმა სენაკში თევზის რეალიზაციის უვნებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

სესმა სენაკში თევზის რეალიზაციის უვნებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით, ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა.

ინდივიდუალური მეწარმე  გ. შ. ( მისამართი: სენაკი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა: ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

,,სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით” - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

5 ნოემბერი 2026
სრულად
პირველ ხორგაში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პირველ ხორგაში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხი, მოეწყობა მილხიდები და რკინა-ბეტონის არხი.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112 544 ლარს შეადგენს.

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგად, არხების გამტარობა გაუმჯობესდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის რისკი შემცირდება.

4 ნოემბერი 2026
სრულად
კურზუს სკოლის დაარსებიდან 145 წელი გავიდა

კურზუს სკოლის დაარსებიდან 145 წელი გავიდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს საჯარო სკოლამ 145 წლის იუბილე შემოდგომის ფესტივალით აღნიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

საიუბილეო ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილეები ერეკლე ზარანდია და ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ კურზუს საჯარო სკოლას დამეგობრებული სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი და შემოდგომის კუთხეები, ასევე გაიმართა მეგრული კერძების მასტერკლასი. მოსწავლეებმა წარმოდგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

მარტვილის მერმა სკოლის მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს 145 წლის იუბილე მიულოცა, სკოლის წარსული დამსახურებები შეაფასა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

4 ნოემბერი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძე: „ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით - ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა“

ბექა ვაჭარაძე: „ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით - ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს, ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვალმა (63 კგ) 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ „ლიდერს“, მის პირად მწვრთნელს, თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას!

ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!“ - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

2 ნოემბერი 2026
სრულად
გაწეული საქმიანობის ანგარიში მერმა და საკრებულოს მაჟორიტარებმა სოფელ ოქტომბერში წარადგინეს

გაწეული საქმიანობის ანგარიში მერმა და საკრებულოს მაჟორიტარებმა სოფელ ოქტომბერში წარადგინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თეა გაბელაიასთან და გაბრიელ ხარებავასთან ერთად, გაწეული საქმიანობის ანგარიში ოქტომბრის, დავითიანისა და ახლკახათის მოსახლეობას წარუდგინა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია დაესწრო.

მერი ადგილობრივებს განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა, მათი საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ოქტომბერში მოეწყო სკვერი და სავარჯიშო მოედანი, მიმდინარეობს მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩაზე მოეწყო საავტომობილო გზა. აგრეთვე, დავით გურამიშვილის ქუჩაზე,დევნილთა ჩასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მერის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის მიცემული პირობა იყო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 454 728 ლარია.

ახალკახათში რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო გარე განათება, განხორციელდა საჯარო სკოლის სპორტდარბაზის, საკლასო ოთახების სარეაბილიტაციო და გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაზიანებულ გზის საფარს. რუსთაველის ქუჩაზე მოეწყო სავარჯიშო სივრცე.

30 ოქტომბერი 2026
სრულად
ხობში სახალხო დღესასწაულზე ქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

ხობში სახალხო დღესასწაულზე ქალაქის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს

ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს

ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები: ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები - ხობის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ბავშვთა ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი ,,ალილო“ და ჯგუფი ,,რეგიონი“ მონაწილეობდნენ. საზეიმო ღონისძიება სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.

29 ოქტომბერი 2026
სრულად
რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებითი დაფინანსების მიზნით წარსადგენი 6 მუნიციპალიტეტის 45 პროექტი განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე საკითხები განიხილა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

განხილული პროექტების ჩამონათვალი, იხილეთ ვრცლად:

 

აბაშის მინიციპალიტეტი:                                                     

სოფელ სამიქაოში №6 ქუჩაზე რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის (ორი)მოწყობის სამუშაოები

 თავისუფლების და კაჭარავას  ქუჩის შემაერთებელი და ბზიავას ქუჩაზე რკინა- ბეტონის  წყალსაწრეტი არხების მოწყობის სამუშაოები

 თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ქალაქის მთავარი წყალსაწრეტი არხის გაწმენდის სამუშაოები      

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იპოდრომის რეაბილიტაცია

ქ. აბაშის სოფელ   სეფიეთის  №14 ქუჩისა და მისი ჩიხების ასფალტო ბეტონით მოწყობის სამუშაოები

ქ. აბაშაში  რუსთაველის №14 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სუჯუნის საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სამიქაოს საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მაიდნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მარნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ნაესაკოვოს საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული კეთილარის  საბავშვო ბაღის შესასვლელის,  სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული პირველი მაისის  საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ  ძველ აბაშაში სახნავ სათეს სავარგულებთან (აეროდრომის მასივი) მისასვლელი გზის რკინაბეტონით მოწყობის სამუშაოები

                                                                                                                                             

მარტვილის მუნიციპალიტეტი: 

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის, პატარა თამაკონის უბანში, გიზო წულაიას ქუჩაზე  საავტომობილო გზის ც/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულში თოფურიების უბანში  საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთი–აბედათი–ჯოლევის დამაკავშირებელი (მარსელი) საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს  ადმინისტრაციულ ერთეულში, გოდოგანის უბანში წმ. გიორგის ეკლესიის მიმართულებით საავტომობილო გზის რკ/ბეტონის  საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში საბერულავეს უბანში სასაფლაოდან გია ბერულავას სახლთან მისასვლელ გზაზე, აღმართზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა -

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე  საავტომობილო  გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (Iმონაკვეთი) 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე ჯომიდავების უბანში აღმართზე  საავტომობილო  გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (II მონაკვეთი)

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში 32-ე ქუჩაზე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

ქ. მარტვილში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია

ქ. მარტვილში, თავისუფლებისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნის მოწყობისა და   ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების რებილიტაცია

აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგუების უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია

ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში ქვაითის  უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია

ქ. მარტვილში, სპორტული და რეკრიაციული სივრცის მოწყობა

კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ.გურძემიაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ დიდი ჭყონის ცენტრის კეთილმოწყობა

 

მესტიის მუნიციპალიტეტი:

ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ქვედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ზედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უშხვანარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისტემის  რეაბილიტაცია

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისიტემის რეაბილიტაცია

 

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტი:

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში აღმაშენებელი-შენგელიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნის მოწყობა 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. კირცხში სასტეფანიო-საფარულუოს უბანში გზის რეაბილიტაცია  

                                                                                      

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. კანთში, მე-11 მე-12, მე-13, ქუჩების გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის, ლეკვარცხელიეს უბნის მე-5 და მე-6 ქუჩების გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯვარის ად. ერთეულში, ოჭანეს უბანში ცენტრალური გზიდან დედათა მონასტრამდე გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ჯვარის დამ. ერთეულში, კოსტავას ქუჩის გზის რეაბილიტაცია

 

ხობის მუნიციპალიტეტი:

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე მუნჩიას კალაპოტის გასწორხაზოვნებისა და ნაპირსამაგრების ( საჯობაოს ხიდთან ) სამუშაოები 

29 ოქტომბერი 2026
სრულად
სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ პირველკლასელებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ პირველკლასელებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

სენაკში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, საჯარო სკოლების პირველკლასელებმა სხვადასხვა ლოკაციაზე საკუთარი პირველი ნერგები დარგეს.

გამწვანების ღონისძიებაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სამინისტროებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.

პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. პროცესში ასევე ჩართული არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გამოუმუშავდეთ ბუნებაზე ზრუნვის ჩვევა, ჩამოუყალიბდეთ გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის გამწვანებასა და მწვანე სივრცეების განვითარებაში.

29 ოქტომბერი 2026
სრულად
აბაშელი პირველკლასელები აქციას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ

აბაშელი პირველკლასელები აქციას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ

აბაშელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 184 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს.

ნერგების დარგვის პროცესს მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

აქცია „ჩემი პირველი ნერგი“ მიზნად ისახავს, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

29 ოქტომბერი 2026
სრულად
პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ჩხოროწყუში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს

პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, ჩხოროწყუში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა რვა სხვადასხვა ლოკაციაზე 165 პირველი ნერგი დარგეს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.

ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.

პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები

28 ოქტომბერი 2026
სრულად
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს მერი გაეცნო

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს მერი გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.

მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია.

28 ოქტომბერი 2026
სრულად
ილია თოფურია წალენჯიხაშია

ილია თოფურია წალენჯიხაშია

UFC-ის ქართველი ლეგენდა ილია თოფურია ჩვენს წალენჯიხაშია. თოფურიას ქალაქის ცენტრშია ადგილობრივები დახვდნენ და ცნობილ სპორტსმენთან ფოტოები გადაიღეს.

ილია თოფურიასთან შეხვედრაზე წალენჯიხის მერი და ადგილობრივი ხელიუფლების წარმონადგნელები იმყოფებიან.

27 ოქტომბერი 2026
სრულად
პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში ხობის მერმა დავით ბუკიამ პირველკლასელებთან ერთად ნერგები დარგო

პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში ხობის მერმა დავით ბუკიამ პირველკლასელებთან ერთად ნერგები დარგო

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის’’ ფარგლებში ხის ნერგები დარგეს.

პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

27 ოქტომბერი 2026
სრულად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 238 პირველკლასელი გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 238 პირველკლასელი გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.

პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება

და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.

​პროექტის პარტნიორები არიან:

​საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,

​საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,

​თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებაზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

27 ოქტომბერი 2026
სრულად
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: „ჩვენი მიზანია, ქალაქის თითოეული უბნის საჭიროებები კონკრეტულ პროექტებში აისახოს“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: „ჩვენი მიზანია, ქალაქის თითოეული უბნის საჭიროებები კონკრეტულ პროექტებში აისახოს“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა, დადაც 2027 წლისთვის დაგეგმილი პროექტები და ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფოთის მუნიციპალიტეტში მომავალ წელსაც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასლ, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია.

„მნიშვნელოვანი მიმართულებაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, რაც მოიცავს სახურავებისა და ფასადების განახლებას, ლიფტების რეაბილიტაციას, შენობების გამაგრებასა და შიდა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას. ასევე გავაგრძელებთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.

ჩვენი მიზანია, ქალაქის თითოეული უბნის საჭიროებები კონკრეტულ პროექტებში აისახოს. თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამუშაოები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს“ - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

27 ოქტომბერი 2026
სრულად
ჩემი პირველი ნერგი - პირველკლასელებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნერგები დარგეს

ჩემი პირველი ნერგი - პირველკლასელებმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ნერგები დარგეს

ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის’’ განხორციელება დაიწყო.

ნერგების დარგვის პროცესს ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მერი დავით კოდუა შეუერთდა.

მერმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების გარემოზე ზრუნვას და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვექნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

,, ჩემი პირველი ნერგის” პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

27 ოქტომბერი 2026
სრულად
ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა 2026“ აღინიშნა

ჩხოროწყუში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა 2026“ აღინიშნა

ჩხოროწყუობის სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრებთან, რწმუნებულის მაოდგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო.

ჩხოროწყუში დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოსივრცეები, გაიმართა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ წარმოდგენილი იყო საბრძოლო იარაღები.

ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საპატიო ჩხოროწყუელები დააჯილდოვეს. დაჯილდოვდა სხვადასხვა პროფესიის 12 დამსახურებული მოქალაქე.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. სახალხო დღესასწაული ჯგუფ „ურსას“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

26 ოქტომბერი 2026
სრულად

დღის ამბები

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

9 ნოემბერი

პოლიტიკა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

12 ოქტომბერი