8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

აბაშელმა სპორტსმენებმა კუნგ-ფუში გამართულ კავკასიის მე-4 ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში 8 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.
ჩემპიონატი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და ირანის ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ორ სახეობაში - ფაიტინგსა და შუაიჯიაოში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრები, საქართველოს კუნგ - ფუს ფედერაციის შემადგენლობაში 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შორის 7 აბაშელი მებრძოლი მონაწილეობდა. აბაშელ სპორტსმენებს ხელმძღვანელობდა სპორტის ოსტატი კუნგ-ფუში, აბაშის კლუბის ხელმძღვანელი, მამუკა ალანია.






