ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
138
ამბები სამეგრელოდან
1663
ამბები სვანეთიდან
102
არჩევნები
355
ახალი ამბები
4330
დღის ამბები
2660
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
133
ვიდეო ამბები
92
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
328
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
922
რეკლამა
697
საზოგადოება
226
სამართალი
184
სპორტი
240
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.
„პირველი ფაზა ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში Jan De Nul ჯგუფის ფლოტის პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha შემოვიდა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შეუდგება დაღრმავებით სამუშაოებს, - აცხადებს კომპანია „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, ზურაბ სიჭინავა.
მისი თქმით, Tristao Da Cunha პირველ რიგში შეუდგება ტალღმტეხერის არხის მოწყობის მიზნით დაღრმავებით სამუშაოებს, რისთვისაც დასჭირდება დაახლოებით 1 თვე, რის შემდეგაც აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის დაღრმავებაზეგადაინაცვლებს.
„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელიგემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის განვითარებას მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის“ პრინციპით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს არა ერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთან და პარტნიორ კომპანიასთან ითანამშრომლოს, რაც პორტის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემის (Tristao Da Cunha) შესვლასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
როგორც ივანე აბაშიძე ამბობს, ნავსადგურში უკვე მიღებულია პირველი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომელიც პირველ რიგში ე.წ. ტალღმჭრელის ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს განახორციელებს.
„რამდენიმე კვირაში მას შეუერთდება მეორე მცურავი საშუალება, რომელიც განახორციელებს ნავსადგურის შესასვლელი არხისა და ე.წ. შიდა აუზის დაღრმავებით სამუშაოებს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნული, პირველ რიგში, განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას და, ამ თვალსაზრისით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ტვირთნაკადის გაზრდას, რაც აკავშირებს ცენტრალური აზიის, აზიის სხვა რეგიონებისა და ევროპის სახელმწიფოებს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე იწყება და მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო პორტის განვითარების ახალ მოდელზე გადავიდა.
„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ფლობს და ქმნის ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი ავითარებს სატერმინალო ობიექტებს. აღნიშნული მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მოდელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
არსებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი დამღრმავებელი გემი შევიდა.
მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული, ე.წ "ლენდლორდის", მოდელით აშენებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული "ლენდლორდის" მოდელით აშენებს. აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, მთავრობა უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.
„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ზედმიწევნით მიჰყვება.
„მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა, რომელიც ამ პროექტის გარშემო დღემდე გვესმის, იცით, რომ დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და მშენებლობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ყველა პორტისთვის. ამიტომ, ეს პროცესი დღეს უკვე დაწყებულია. რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი. ჩვენმა გუნდმა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა განახლებული გენგეგმის შექმნის და, ასე ვთქვათ, მოდიფიცირების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მოდელის და, ზოგადად, პორტის ოპერირების სტრუქტურის ცვლილება“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოცულობები, რომელიც პირველ ფაზაში იყო წარმოდგენილი, გადაიხედება, რადგან შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ ფაზაშივე შეუძლია ბევრად უფრო მეტი ტვირთის მიღება, გადამუშავება და გატარება, ვიდრე ეს იყო საწყის ეტაპზე წარმოდგენილი.
„ძალიან გაზრდილია ტვირთნაკადი, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამდენად, საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების, კონტეინერების საგრძნობლად ზრდას და საკონტეინერო კომპონენტში პარტნიორებთან ერთად გვექნება კონსულტაციები იმისთვის, რომ შევაფასოთ ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ის საჭიროებები, რომელიც პორტს ექნება. რაც შეეხება მოდელს, დიახ, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ამავდროულად არის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული საერთაშორისო მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქნება პორტის მფლობელი. ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ეს არ მოხდება წილობრივი თანამონაწილეობით, ეს მოხდება უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის, ამ შემთხვევაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების პირობით. 2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სასტუმო ,,ანაკლიის“ მენეჯმეტი ოპოზიციურ მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასტუმრო რუსული წარმოშობის მოქალაქემ იყიდა, სასტუმროს მენეჯმენტი უარყოფს და აცახდებს, რომ ,,Holtel Aanaklia“-ს ახალი მფლობელი, არა რუსული წარმომავლობის ბიზნესმენი, არამედ სოხუმში დაბადებული, ამჯამად გერმანიის მოქალაქე ალექსანდრე პოტიომკინია.
„ბოლო დღეებში გავრცელებულმა ცალკეულმა შეფასებებმა და ინტერპრეტაციებმა გვაფიქრებინა, საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაცია მიგვეწოდებინა სასტუმრო „ანაკლია“-ს პროექტისა და მისი ინვესტორის, ბატონი ალექსანდერ პოტემკინის შესახებ.
ალექსანდერ პოტემკინი არის გერმანიის მოქალაქე, სოხუმში დაბადებული მეცნიერი ეკონომიკის დარგში და ინვესტორი, რომელიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას 2009 წლიდან ახორციელებს. ამ წლების განმავლობაში მის მიერ დაფუძნებულ და მხარდაჭერილ კომპანიებში დასაქმებული იყო და დღესაც დასაქმებულია ასობით საქართველოს მოქალაქე. მისი საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის (მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტების წარმოება; ორგანული სასუქი ბიოჰუმუსის წარმოება; ბიო მოცვის წარმოება და ა.შ), მეცნიერების, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების მიმართულებებთან.
სასტუმრო „ანაკლია“-ს განახლება განხორციელდა კერძო ინვესტიციის (გერმანული ინვესტიციის) საფუძველზე. პროექტი არ წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ნაწილს, არ დაფინანსებულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ სარგებლობს რაიმე განსაკუთრებული სახელმწიფო პრივილეგიით. ეს არის კერძო ინვესტორის მიერ საკუთარი ფინანსური რესურსებით განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანია ანაკლიის ტურისტული პოტენციალის განვითარება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც კარგად ასახავს ბატონი ალექსანდერ პოტემკინის მრავალწლოვან კავშირს საქართველოსთან. ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში , გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, იგი მონაწილეობდა დასავლური კულტურული და ეკონომიკური ინიციატივების საბჭოთა სივრცეში შემოტანაში. ის არის ჟურნალ „Burda Moden“-ის მოსკოვის რედაქციის დაარსების ავტორი.
1986 წელს, როდესაც საქართველოსთვის ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვის საკითხი აქტიურად განიხილებოდა, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ოთარ ჩერქეზიას ინიციატივით, ბონში მდებარე საბჭოთა საელჩოს მეშვეობით დაიწყო იმ პირის მოძიება, რომელიც საქართველოს კივის ნერგების შემოტანაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ პროცესში იქნა რეკომენდებული ალექსანდერ პოტემკინი — საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ეთნიკური გერმანელი, რომელსაც კარგად ესმოდა როგორც საქართველოს ინტერესები, ისე დასავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მისი პირადი ფინანსური რესურსებით შეძენილ იქნა 30 000 კივის ნერგი, რომლებიც საქართველოში ჩამოიტანეს როგორც საჩუქარი ა. პოტემკინისგან და რომელთა საფუძველზეც დაიწყო კივის კულტურის ფართომასშტაბიანი გავრცელება ქვეყანაში. სწორედ ამ ისტორიულ პროცესს უკავშირდება საქართველოში კივის მეურნეობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში ბატონ ალექსანდერ პოტემკინს სხვადასხვა პერიოდში შექმნილი და წარმატებით ფუნქციონირებადი ჰქონდა დაახლოებით 60 Duty Free-ის მაღაზია, რომლებიც განთავსებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. აღნიშნული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მრავალწლიან გამოცდილებას, ფართო საერთაშორისო კავშირებსა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
ამასთან, მისი ფინანსური მონაწილეობითა და სპონსორობით, 1,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, განხორციელდა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტი, რომელიც დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო და ეკონომიკურ კარიბჭეს წარმოადგენს.
განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც მეგრული ენის, კულტურისა და ისტორიის მიმართ გამოხატული პატივისცემა პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. მის მიერ გამოცემული ორტომეული „მეგრული ენა“ წარმოადგენს სამეცნიერო და კულტურულ ნაშრომს, რომლის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
სამეგრელოსთან მისი დამოკიდებულება არ არის ფორმალური ან შემთხვევითი. იგი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან და მის ულამაზეს კუთხეებთან. ანაკლიას კი ხშირად მოიხსენიებს როგორც „შავი ზღვის მარგალიტს“ — ადგილს, რომელსაც გააჩნია განვითარების, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის უნიკალური პოტენციალი. ეს არის რწმენა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ანაკლიის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული აღმავლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ოკუპაციის პრობლემის გრძელვადიანი, მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.
მისთვის ანაკლიის განვითარება მხოლოდ ბიზნესინტერესი არ არის. ეს არის რწმენა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ანაკლიის ეკონომიკური გაძლიერება, ტურისტული განვითარება და საერთაშორისო ცნობადობის ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარებისათვის, რაც მომავალში ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მოწვევა წარმოადგენდა ცივილიზებულ და ევროპულ პრაქტიკას, რომელიც მიმართულია ბიზნესსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვისკენ. გახსნის ცერემონიაზე ლენტის გაჭრაში მათი მონაწილეობა იყო სიმბოლური ჟესტი და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რომელიმე პოლიტიკური ძალის, სახელმწიფო პროგრამის ან განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოვლინება.
სასტუმრო „ანაკლია“ არის კერძო- გერმანული ინვესტიციის შედეგად განხორციელებული პროექტი, რომელიც შეიქმნა კერძო კაპიტალით, კერძო რისკითა და კერძო პასუხისმგებლობით.
ვფიქრობთ, რომ სამართლიანი შეფასების საფუძველი უნდა იყოს ადამიანის საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, გადახდილი გადასახადები და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი რეალური წვლილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში საკუთარი რესურსებით განახორციელა არაერთი პროექტი საქართველოში და დღესაც აგრძელებს ინვესტირებას ქვეყნისა და მისი რეგიონების განვითარებაში.
ჩვენთვის ანაკლია მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის. ეს არის რწმენა, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, სამეგრელოსა და მთლიანად ქვეყანას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. სწორედ ამ რწმენით განხორციელდა სასტუმრო „ანაკლია“-ს განახლება და სწორედ ამავე რწმენით გაგრძელდება მისი განვითარება მომავალშიც“ - ნათქვამია გვრცელებულ ინფორმაციაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით:
„დღეის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები“ - წერია რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ თემაზე ვრცლად:
დავით ვერავა და ლევან ზაუტაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია გაეცნენ.
ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება-მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.
ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება.
ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის კომენტარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე,
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე.
„პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„შევეხები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის თემას, როგორც მოგეხსენებათ, როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპტიმიზაციის შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა:
„ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც შედეგადაც პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა. პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 52,5 მილიონი დოლარის დაზოგვისთვის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ წარუდგინა. განხილვაზე მერმა დეტალურად წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების ხედვა, ძირითადი მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.
ზუგდიდის მერიის მიერ მომზადებულ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას. დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების, ერთიანი სანიაღვრე სისტემების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების იერსახის განახლება. აღნიშნულ პერიოდში სრულად მოწყობილი მუნიციპალური გზების სიგრძე 479 კილომეტრიდან 850 კილომეტრამდე გაიზრდება.
,,ტურიზმის განვითარება და სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ეკოტურიზმისა და ზღვისპირა ზონების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და შესაბამისად ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთან, დაგეგმილია მწვანე რეკრეაციული სივრცეების განვითარება, მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაცია და საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ქალაქში ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასევე, დაგეგმილია ანაკლია-განმუხურის საზღვაო კურორტის, კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჭურიის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება.
დოკუმენტი მოიცავს სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ბენდელიანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მოწყობას, სტადიონის მშენებლობას, სარაგბო ბაზის დასრულებას, 37 სკოლისა და 47 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ასევე კულტურული ობიექტების განახლებას.
აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი თვითმმართველობის მთავარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს და ორიენტირებულია დეცენტრალიზაციის გაძლიერებაზე, მუნიციპალიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის ეტაპობრივ უზრუნველყოფასა და ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის ეფექტიან რეალიზაციაზე, რაც საბოლოოდ მიმართულია მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენ” - აღნიშნავს დავით კოდუა.
მუნიციპალიტეტებში სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებითა და რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნო პროექტის განხორციელების ეტაპები და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას.
თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ საკვანძო პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციონირებაში.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნავსადგურის გენერალური გეგმა და საზღვაო ინფრასტრუქტურის დიზაინი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნავსადგურის სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები.
საზღვაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განხილვის საგანი იყო სარკინიგზო სექტორიც - აღინიშნა, რომ რკინიგზა წარმოადგენს შუა დერეფნის კრიტიკულ რგოლს. ამასთან, თამარ იოსელიანმა დელეგაციას სარკინიგზო სექტორში დაგეგმილი პროექტები და ის მსხვილი ინვესტიციები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორისაა ანაკლიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი. აღნიშნული პროექტები ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.
„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.
მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.
დევიდ ო`სალივანი აგრეთვე განმარტავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.
წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.

თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია. თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებისვე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 33%-ით (407.4 ტონა), ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
,,ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9. 9 ათასი ტონა თხილი.
944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა სომხეთში და 473 ტონა რუსეთში” - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულნსტატისტიკურ მონაცემებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის იანვარში ქართული დაფნის ექსპორტი წლიურად 137%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარში ექსპორტზე გავიდა 1.831 მლნ დოლარის ღირებულების 432 ტონა დაფნა, ხოლო 2026 წლის იანვარში 4.335 მლნ დოლარის 1 034 ტონა ქართული დაფნის ექსპორტი განხორციელდა.
როგორც წელს, ასევე გასული წლის იანვარში 1 კგ. ქართული დაფნის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 4.2 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული დაფნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი კვლავაც ჩინეთია. მაგალითისთვის, 2026 წლის იანვარში ჩინეთის წილმა დაფნის ექსპორტში 85% შეადგინა.
5 ძირითადი ქვეყანა, სადაც ქართული დაფნის რეალიზაცია განხორციელდა, ასე გამოყურება:
🔵 ჩინეთი - 3.701 მლნ დოლარის ღირებულების 912 ტონა;
🔵 რუსეთი - 450 ათასი დოლარის ღირებულების 79 ტონა;
🔵 უკრაინა - 98 ათასი დოლარის ღირებულების 17 ტონა;
🔵 სენეგალი - 38 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა;
🔵 აშშ - 22 ათასი დოლარის ღირებულების 3.7 ტონა.
წყარო: BPN.ge

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
,,შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული
ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის” - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.