ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
140
ამბები სამეგრელოდან
1769
ამბები სვანეთიდან
105
არჩევნები
355
ახალი ამბები
4408
დღის ამბები
2777
დღის ფოტო
86
ეკონომიკა
136
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
26
კულინარია
9
კულტურა
333
მთელი კვირა
1
მსოფლიო
135
პოლიტიკა
932
რეკლამა
697
საზოგადოება
235
სამართალი
193
სპორტი
245
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
38
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

აბაშელმა სპორტსმენებმა კუნგ-ფუში გამართულ კავკასიის მე-4 ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში 8 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.
ჩემპიონატი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და ირანის ნაკრები გუნდები. შეჯიბრება ორ სახეობაში - ფაიტინგსა და შუაიჯიაოში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრები, საქართველოს კუნგ - ფუს ფედერაციის შემადგენლობაში 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შორის 7 აბაშელი მებრძოლი მონაწილეობდა. აბაშელ სპორტსმენებს ხელმძღვანელობდა სპორტის ოსტატი კუნგ-ფუში, აბაშის კლუბის ხელმძღვანელი, მამუკა ალანია.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ზუგდიდის ტექნოპარკის და სამეგრელოს DMO-ს თანამშრომლობით პროექტი Tech4Tourism განხორციელდა.
4 დღის განმავლობაში მონაწილეები ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მუშაობდნენ და ინოვაციურ იდეებს ავითარებდნენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), ციფრული ტურისტული სერვისები, QR და AR ტექნოლოგიები, ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შეეძლოთ, გაეზიარებინათ იდეები, ემუშავათ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე და შეექმნათ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სვანეთის DMO-ს ხელმძღვანელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ენგური ატრაქციის“ ხელმძღვანელი, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
გამარჯვებულ გუნდს სამეგრელოს DMO-სგან იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10 000 ლარი გადაეცა, ხოლო პროექტის პარტნიორებმა რჩეულ გუნდებს სიმბოლური პრიზები გადასცეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომანქანის ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად კი დაახლოებით 70 წლის მამაკაცი დაიღუპა.
მდინარე ენგურზე არსებულ ხიდზე მსუბუქ ავტომანქნას ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა კი ავტომანქანიდან გამოდვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები, მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, ლუკა გადელიასა და გვანცა ქარჩავას შეხვდა და მიღწეული შედეგები მიულოცა.
ლუკა გადელია 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია! ლუკა პირველი ფოთელი ძიუდოისტია, რომელმაც ამ დონის საერთაშორისო შეჯიბრებაზე მედლის მოპოვება შეძლო.
გვანცა ქარჩავამ სენეგალში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე უშუ-ტაოლოს ფინალში მეოთხე ადგილი დაიკავა. მას ბრინჯაოს მედლამდე სულ 0,339 ქულა დააკლდა. გვანცა პირველი ფოთელი სპორტსმენია, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
„ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით.
ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ძიუდოსა და უშუში ფოთის ისტორიაში პირველად მიაღწიეს ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო შედეგებს. ეს წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება. ვულოცავ ლუკასა და გვანცას ამ ღირსეულ შედეგებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ მწვრთნელებს გაწეული შრომის და მონდომებისთვის.
მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება ელოდებათ.
ფოთელი ახალგაზრდების წარმატება მთელი ქალაქისთვის საამაყოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევაა“- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში ხე-მცენარეებისგან და ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხი, მოეწყობა მილხიდები და რკინა-ბეტონის არხი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 112 544 ლარს შეადგენს.
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგად, არხების გამტარობა გაუმჯობესდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის რისკი შემცირდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს საჯარო სკოლამ 145 წლის იუბილე შემოდგომის ფესტივალით აღნიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
საიუბილეო ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილეები ერეკლე ზარანდია და ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ კურზუს საჯარო სკოლას დამეგობრებული სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი და შემოდგომის კუთხეები, ასევე გაიმართა მეგრული კერძების მასტერკლასი. მოსწავლეებმა წარმოდგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
მარტვილის მერმა სკოლის მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს 145 წლის იუბილე მიულოცა, სკოლის წარსული დამსახურებები შეაფასა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე შეჯერდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კომისიის ფარგლებში ამ მიმართულებით 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებიც 2026 წელსაც გრძელდება.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება არის ერთგვარი გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს, ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ფოთის მოკრივეთა კლუბ „ლიდერის“ სპორტსმენმა ელენე დვალმა (63 კგ) 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ „ლიდერს“, მის პირად მწვრთნელს, თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას!
ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!“ - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კოლხეთის ეროვნულმა პარკმა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა. წელს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია მონაწილეობდა. გამარჯვებული ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.
კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. იგი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს აერთიანებს და განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.
პარკი ვიზიტორებს კოლხეთის უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ, კატერით ან პონტონით იმოგზაურონ პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე და დააკვირდნენ ფრინველთა მრავალფეროვან სახეობებს.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში წარმატებული საქმიანობისა და გამორჩეული მიღწევების წარმოჩენას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
![რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F10%2F1111-1793292624589.jpg&w=3840&q=75)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებითი დაფინანსების მიზნით წარსადგენი 6 მუნიციპალიტეტის 45 პროექტი განიხილეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე საკითხები განიხილა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
განხილული პროექტების ჩამონათვალი, იხილეთ ვრცლად:
აბაშის მინიციპალიტეტი:
სოფელ სამიქაოში №6 ქუჩაზე რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის (ორი)მოწყობის სამუშაოები
თავისუფლების და კაჭარავას ქუჩის შემაერთებელი და ბზიავას ქუჩაზე რკინა- ბეტონის წყალსაწრეტი არხების მოწყობის სამუშაოები
თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ქალაქის მთავარი წყალსაწრეტი არხის გაწმენდის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იპოდრომის რეაბილიტაცია
ქ. აბაშის სოფელ სეფიეთის №14 ქუჩისა და მისი ჩიხების ასფალტო ბეტონით მოწყობის სამუშაოები
ქ. აბაშაში რუსთაველის №14 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სუჯუნის საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სამიქაოს საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მაიდნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მარნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ნაესაკოვოს საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული კეთილარის საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული პირველი მაისის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები
აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ ძველ აბაშაში სახნავ სათეს სავარგულებთან (აეროდრომის მასივი) მისასვლელი გზის რკინაბეტონით მოწყობის სამუშაოები
მარტვილის მუნიციპალიტეტი:
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის, პატარა თამაკონის უბანში, გიზო წულაიას ქუჩაზე საავტომობილო გზის ც/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულში თოფურიების უბანში საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთი–აბედათი–ჯოლევის დამაკავშირებელი (მარსელი) საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, გოდოგანის უბანში წმ. გიორგის ეკლესიის მიმართულებით საავტომობილო გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში საბერულავეს უბანში სასაფლაოდან გია ბერულავას სახლთან მისასვლელ გზაზე, აღმართზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა -
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე საავტომობილო გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (Iმონაკვეთი)
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე ჯომიდავების უბანში აღმართზე საავტომობილო გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (II მონაკვეთი)
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში 32-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა
ქ. მარტვილში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია
ქ. მარტვილში, თავისუფლებისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნის მოწყობისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები
მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების რებილიტაცია
აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგუების უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია
ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში ქვაითის უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია
ქ. მარტვილში, სპორტული და რეკრიაციული სივრცის მოწყობა
კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ.გურძემიაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია
მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ დიდი ჭყონის ცენტრის კეთილმოწყობა
მესტიის მუნიციპალიტეტი:
ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ქვედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ზედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უშხვანარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისიტემის რეაბილიტაცია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში აღმაშენებელი-შენგელიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნის მოწყობა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. კირცხში სასტეფანიო-საფარულუოს უბანში გზის რეაბილიტაცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. კანთში, მე-11 მე-12, მე-13, ქუჩების გზის რეაბილიტაცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის, ლეკვარცხელიეს უბნის მე-5 და მე-6 ქუჩების გზის რეაბილიტაცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯვარის ად. ერთეულში, ოჭანეს უბანში ცენტრალური გზიდან დედათა მონასტრამდე გზის რეაბილიტაცია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ჯვარის დამ. ერთეულში, კოსტავას ქუჩის გზის რეაბილიტაცია
ხობის მუნიციპალიტეტი:
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე მუნჩიას კალაპოტის გასწორხაზოვნებისა და ნაპირსამაგრების ( საჯობაოს ხიდთან ) სამუშაოები

სენაკში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, საჯარო სკოლების პირველკლასელებმა სხვადასხვა ლოკაციაზე საკუთარი პირველი ნერგები დარგეს.
გამწვანების ღონისძიებაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სამინისტროებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. პროცესში ასევე ჩართული არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გამოუმუშავდეთ ბუნებაზე ზრუნვის ჩვევა, ჩამოუყალიბდეთ გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის გამწვანებასა და მწვანე სივრცეების განვითარებაში.

აბაშელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 184 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს.
ნერგების დარგვის პროცესს მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
აქცია „ჩემი პირველი ნერგი“ მიზნად ისახავს, ადრეული ასაკიდანვე ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა რვა სხვადასხვა ლოკაციაზე 165 პირველი ნერგი დარგეს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.
მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და პედაგოგებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის აცდმინისტრაცია ვერცელებს.
ღონისძიებაზე საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.
დაჯილდოებულთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზ თავართქილაძე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოება მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 ათასი ლარი გადაეცა სენაკის ჟიული შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნარგიზ თავართქილაძეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზოდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გაანთლების მინისტრი და პედაგოგები ესწრებიან.

UFC-ის ქართველი ლეგენდა ილია თოფურია ჩვენს წალენჯიხაშია. თოფურიას ქალაქის ცენტრშია ადგილობრივები დახვდნენ და ცნობილ სპორტსმენთან ფოტოები გადაიღეს.
ილია თოფურიასთან შეხვედრაზე წალენჯიხის მერი და ადგილობრივი ხელიუფლების წარმონადგნელები იმყოფებიან.

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის’’ ფარგლებში ხის ნერგები დარგეს.
პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.
პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება
და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.
პროექტის პარტნიორები არიან:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებაზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.