ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
138
ამბები სამეგრელოდან
1662
ამბები სვანეთიდან
102
არჩევნები
355
ახალი ამბები
4330
დღის ამბები
2660
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
133
ვიდეო ამბები
92
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
327
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
922
რეკლამა
697
საზოგადოება
225
სამართალი
184
სპორტი
240
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
35
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

ზუგდიდში, ავტო სპორტის განვითარების, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და სპორტული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, GDS Park Drift-ის მორიგი ეტაპი გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრველებს.
GDS Park Drift საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის ოფიციალური ეტაპია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება და ყოველწლიურად ათასობით მაყურებელს და ავტოსპორტის მოყვარულს აერთიანებს.
ღონისძიების დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ზუგდიდელი ავტო მრბოლელის, ლაშა ქირიას ხსოვნას.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია, მერის მოადგილე გიორგი ხვიჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მასშტაბური რეგიონული სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას, სპორტული ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, რაც მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ლევან კუტალია ზუგდიდის საფეხბურთო გუნდში ბრუნდება. ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბ ,,ოდიშთან” ხელშეკრულებას ხელი უკვე მკაწერა.
,,ის სახლში ბრუნდება — ლევან კუტალია „ოდიშის“ ფეხბურთელია!
დიდი სიამაყითა და სიხარულით გვინდა წარვადგინოთ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პირველი და უმნიშვნელოვანესი შენაძენი: მშობლიურ ქალაქსა და გუნდს საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასის მფლობელი და 2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი, ლევან კუტალია უბრუნდება!
ლევანს ზურგს უმაგრებს არაერთი ტიტული, უდიდესი ადგილობრივი გამოცდილება და მდიდარი უცხოური კარიერა. სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მიღებული ეს გამოცდილება და მისი ჩემპიონური მენტალიტეტი ზუსტად ის ძალაა, რაც დღეს „ოდიშს“ ახალი მიზნების მისაღწევად სჭირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის უდიდესი მოტივაცია და მონდომებაა, რომლითაც ლევანი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.
მან ყველაზე კარგად იცის, თუ რამხელა ამბიცია და ფეხბურთის სიყვარულია ზუგდიდში, და მზად არის, მთელი თავისი კლასი მშობლიურ მოედანსა და ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს მოახმაროს.
ლევან, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში!
გვჯერა, რომ შენს გამოცდილებასთან და ჩვენი გულშემატკივრის უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად „ოდიშის“ ისტორიაში ბევრ ლამაზ და გამარჯვებით სავსე ფურცელს ჩავწერთ” - ნათქვამია საფებურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოთმა პირველად უმასპინძლა ჩოგბურთის ტურნირს - Poti Cup 2026-ს.
საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ინიციატივით გამართულ ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს ფოთში ჩოგბურთის სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, სადაც უკვე 100-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.
ფოთის მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქალაქში სპორტული ცხოვრების გაძლიერებას.

აბაშაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური სისტემები, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
აბაშაში მიმდინარე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, აბაშის მერი გიგა გაბელაია და საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია გაეცნენ.

ილია თოფურია, ამერიკის შეერთებული შტატებში, თეთრი სახლის ეზოში გამართული ორთაბრძოლის შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს:
,,ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი… და ასეც მოხდა.
პირველ რაუნდში მარჯვენა თვალის მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს — მარცხენათიც.
არანაირი გამართლება.
ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ბრძოლაში მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი, ფორმაში და მზადყოფნაში.
ასეთია ეს თამაში. გამარჯვება და მარცხი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან.
გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში.
და მერწმუნე… ჩვენი ისტორია ჯერ კიდევ ძალიან შორს არის დასასრულისგან.
ჩვენ აუცილებლად გვექნება განმეორებითი ბრძოლა” - წერს ილია თოფურია.

ფოთმა, ევროპის თასის გათამაშებას „დრაგონ ბოათში“ უმასპინძლა.
საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ფოთის გუნდსაც, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, მსოფლიოს დრაგონ ბოათის ფედერაციისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ფოთის მერიის მხარდაჭერით, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მასშტაბური სპორტული ღონისძიება „ფოთიმარათონი“ ჩაატარა.
მარათონში მონაწილეობა მიიღო 600-მა მორბენალმა 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის 241-მა უცხოელმა მონაწილემ.
წელს ღონისძიებას 100 პატარა მორბენალიც შეუერთდა, რადგან მარათონის ფარგლებში ბავშვთა გარბენიც გაიმართა.
„ფოთიმარათონში“ მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
ფოთი მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს - მონაწილეები ფარავენ 5-კილომეტრიან, 10-კილომეტრიან და 21, 097 -კილომეტრიან მონაკვეთებს.
„ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
მადლობა კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს - ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს" აღნიშნული ინიციატივისა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის.

ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა.
ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
დღეს, ბარამიას ახალ სტადიონზე, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ის ორგანიზებით, ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თაბუკაშვილისა და ბარამიას დევნილთა ჩასახლების საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
,,ბარამიას ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას - ადამიანს რომელმაც უამრავ ბავშვს მისცა მოტივაცია და სპორტის სიყვარული გაუჩინა” - აღნიშნა მერმა.
ტურნირს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მერის მოადგილეები დაესწრნენ.

ზუგდიდელი სპორტსმენები ზურიკო დარასელია და გურიკა ტორუა Strongman-ში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩემპიონატს წყალტუბომ უმასპინძლა 19 წლის ზურიკო დარასელია 90 კგ. კატეგორიაში, ხოლო 16 წლის გურიკა ტორუა 105 კგ კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ.
ზუგდიდელი Strongman-ების მწვრთნელი სპორტსმენი ამირ სურმავაა. ამირი Georgian Strongman & Highland Games National Federation-ის წევრია, ის ამავე ფედერაციის ზუგდიდის კაპიტანი და საქართველოს მრავალგზის პრიზორია.
ამირ სურმავამ STV.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზუგდიდის გუნდი სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატბში მონაწილეობას აქტიურად გეგმავს.
ამავე თემაზე:

საქართველოს ნაკრების წევრი, ზუგდიდელი გოგა ჯაჯვანი ძალოსნობის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ეგვიპტეში მიმდინარე ჩემპიონატზე ზუგდიდელმა ძალოსანმა ატაცში 167 კილოგრამი დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა, აკვრაში დაფიქსირებული 200 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 367 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ტრამპის განცხადებით: ჩვენ დიდ ბრძოლას ვმართავთ. ეს აღარასდროს განმეორდება და არც აქამდე მომხდარა. ეს თეთრი სახლის წინ მოხდება.
ილია თოფურიას აშშ-ის პრეზიდენტა მადლობა გადაუხადა შესაძლებლობისთვის მიიღოს მონაწილეობა მასშტაბურ ღონისძიებაში:
„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.

ფოთი მიმდინარე წლის 24-26 ივლისს უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას, წყალსათხილამურო სპორტში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის 20 ქვეყნიდან.
ვეროპის ჩემპიონატი 1991 წელს პირველად, სწორედ ქალაქ ფოთში ჩატარდა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. როგორ ემზადება ფოთი აღნიშნული ჩემპიონატის ჩასატარებლად, ამ და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვან თემებზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ისაუბრა.

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი, ვეტერანი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია, ევროპის თასის ჩემპიონი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ვეტერან სპორტსმენს შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სენაკელ ფალავანს, ძიუდოში, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.
ხვიჩამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატანილი გოლი აშრაფ ჰაკიმთან ერთად ტრადიციული ჟესტით არ აღნიშნა, რამაც პსჟ-ს მაროკოელი მცველი გაოცებული დატოვა.
„არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი. ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე. მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ - ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ეროვნული ლიგა ორის შეხვედაზე დღეს ზუგდიდის „ოდიში 1919“ – „ფოთის კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლიგა ორში ზუგდიდის (ოდიში 1919), ფოთისა (კოლხეთი 1913) და მარტვილის (მერანი) საფეხბურთო გუნდები მონაწილეობენ.
საფეხბურთო მატჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან და ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად დაესწრო.
ოდიშმა წარმატებას გასული წლის სეზონზე მიაღწია, ის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადავიდა.
გუნდი ახალი გეგმებითა და ფეხბურთელებით შეხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,ოდიში 1919”გეგმავს, რომ 2026 წელს პირველ ლიგაში გადავიდეს.
ამავე თემაზე: ,,ოდიში 1919”-ს ახალი ფეხბურთელები ჰყავს - საიდან განხორციელდა ტრანსფერები

საფეხბურთო კლუბმა ,,ოდიში 1919” 2026 წლის ოფიციალური სათამაშო მაისურები წარადგინა.
,,ეს არ არის მხოლოდ ეკიპირება — ეს ჩვენი ქალაქის, ისტორიისა და იმ პრინციპების ერთობლიობაა, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენი მაისურით ვატარებთ” წერია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, წელს კლუბის მაისურზე კომერციული ლოგოს ნაცვლად საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთუს (CHCA) სიმბოლიკა განთავსდება.
,,ჩვენ ვირჩევთ სოციალურ პასუხისმგებლობას და სოლიდარობას უკეთესი მომავლისთვის” - წერია გუნდის განცხადებაში.
ოდიშმა წარმატებას გასული წლის სეზონზე მიაღწია, ის მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადავიდა.
გუნდი ახალი გეგმებითა და ფეხბურთელებით შეხვდება ახალ საფეხბურთო სეზონს. ,,ოდიში 1919”გეგმავს, რომ 2026 წელს პირველ ლიგაში გადავიდეს.
ამავე თემაზე: ,,ოდიში 1919”-ს ახალი ფეხბურთელები ჰყავს - საიდან განხორციელდა ტრანსფერები

ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
ფოთის მერიისვე ინფორმაციით, სპორტული წარმატებების ხელშეწყობისა და სხვადასხვა ტურნირებში ღირსეული მონაწილეობის მიზნით, საფეხბურთო სკოლაში ინვენტარის განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტულია, ახალგაზრდებისთვის, სრულყოფილი და თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნა.
„დღეის მდგომარეობით, წინა წლებთან შედარებით, ფოთის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა. ამ ეტაპზე 500-მდე ახალგაზრდა აქტიურად ვარჯიშობს.
ფოთის საფეხბურთო სკოლას ახალი ინვენტარი საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა“ - ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთს“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ შეძენილი სპორტული ინვენტარი გადაეცა.
სპორტული ინვენტარი საქართველოში მოქმედ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ კატეგორია მინიჭებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს გადაეცემათ.
სპორტული ინვენტარის გადაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიღებული ინვენტარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო-საწვრთნელ პროცესს და ხელს შეუწყობს ნორჩ ფეხბურთელთა განვითარებას.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის განვითარების ფონდს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის სახელს უკავშირდება სვანეთში ბევრი პროექტის განხორციელება.

ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამური კონფედერციის კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოდან, წყალსათხილამური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კუბლაშვილი, ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი კონსტანტინე ოსიპოვი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი ესწრებოდნე.
კონგრესზე, რომელიც მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოს ანტონიო პერეზმა გახსნა, სპორტის ამ სახეობაში 2026 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დასახელდა. მათ შორის, მთავარი ღონისძიება, 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი, რომლის ჩატარების თარიღია 24-26 ივლისი, ჩატარების ადგილი კი საქართველო, კერძოდ ქალაქი ფოთი, მალთაყვის ოქროს ტბა. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის ოცი ქვეყნებიდან.
კონგრესს ესწრებოდნენ წყალსათხილამურო სპორტის ევროპული კომისიისა და ევროპის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი პატრის მარტინი, ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი მარიან პერსონსი და სხვა.