ვეტერანი სენაკელი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია ევროპის თასის ჩემპიონია

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მწვრთნელ-მასწავლებელი, ვეტერანი სპორტსმენი, ელგუჯა გვასალია, ევროპის თასის ჩემპიონი გახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია ვეტერან სპორტსმენს შეხვდა, მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
სენაკელ ფალავანს, ძიუდოში, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.






