ბოლო ჩანაწერები
სამეგრელოში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოსაწყობად „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ გაიმართა
წალენჯიხის საბავშვო ბაღებში მენიუ გამრავალფეროვნდა - შეხვედრა ბაღების გაერთიანების ცენტრში
წალენჯიხის მერი საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს
ირაკლი ჩიქოვანი კატარის ვიცე-პრემიერს და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
123
ამბები სამეგრელოდან
1315
ამბები სვანეთიდან
81
არჩევნები
355
ახალი ამბები
4022
დღის ამბები
2183
დღის ფოტო
78
ეკონომიკა
110
ვიდეო ამბები
64
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
23
კულინარია
8
კულტურა
306
მთელი კვირა
1
მსოფლიო
125
პოლიტიკა
892
რეკლამა
696
საზოგადოება
153
სამართალი
160
სპორტი
215
სხვა ამბები
84
ფოტორეპორტაჟი
27
ყვითელი ამბები
9
წარმატების ისტორია
9
ჯანდაცვა
0

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ,,ბზიკები“ საქართველოს ევროვიზია 2026-ზე წარადგენენ
საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ამავე კონკურსის საბავშო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი ბზიკები წარადგენს. ბზიკებმა საბავშო ევროვიზია 18 წლის წინ, 2008 წელს მოიგეს. ეს ამ კონკურსზე საქართველოს პირველი გამარჯვება იყო. საბავშო ევროვიზია საქართველომ სულ ოთხჯერ მოიგო. ბზიკები იმედოვნებენ, რომ მაისში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც გაიმეორებენ 18 წლის წინანდელ გამარჯვების ფორმულას.
გიორგი შიოლაშვილის, მარიამ ტატულაშვილისა და მარიამ კიკუაშვილისგან შემდგარი ჯგუფი კვლავ ყურადღების ცენტრში, საქართველოში გამართული 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოექცა. მათმა ახალმა სიმღერამ, We Don't Sleep ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.
სიმღერა, რომლითაც ისინი ევროვიზია 2026-ში, მაისში მიიღებენ მონაწილეობას, ჯერ უცნპობია.
საბავშვო ევროვიზიის 23-წლიანი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე დასამახსოვრებელმა გამარჯვებულებმა „ბზიკებმა“ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს ფუტკრის თემატიკის მქონე სიმღერით Bzz.., რომელიც მათ სცენაზე მბზინავი შავ-ყვითელი სამოსით გამოწყობილმა, გამოგონილი ენითა და მუსიკით შეასრულეს.
კვიპროსში გამართული საბავშო ევროვიზიის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Zabuzei, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებში ჰიტი გახდა.
eurovision.com - იდან თარგმა stv.ge-მ

ჯვარში გუბანის ეკლესიას და დაკიდულ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორ ობიექტს დაკიდულ (ვანტურ) ხიდს მდინარე მაგანაზე და ჯვარის გუბანის გუმბათოვან ეკლესიას კულტურული მეკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მაგანის ხიდი 1932 წელსაა აშენებული და მაშინდელ საბჭოთა კავშირში ასეთი ტიპის პირველ სამანქანე გადასასვლელს წარმოადგენდა, ხოლო გუბანის გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს გუბანის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ნაგებობას, რომელიც თავისი მასშტაბებით, სამშენებლო ტექნიკითა და არქიტექტურული გადაწყვეტით უმნიშვნელოვანესი ძეგლია.
![ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F01%2Fimg_6057-1767256337054.jpeg&w=3840&q=75)
ახალი წლის ღამე ზუგდიდში [ფოტო/ვიდეო]
ახალი წლის ღამეს ზუგდიდელების წინაშე მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარსდგა. ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან გამართული გალა კონცერტი კონცერტი კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან და პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად დაესწრო.

ახალი წლის ღამეს ზუგდიდში ნუცა ბუზალაძე იმღერებს
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ზუგდიდში ნუცა ბუზალაძე იმღერებს.
ნუცა ბუზალაძემ 2024 წლეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინა. ის სხვადასხვა საერთშოროსო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეა, მათ შოროს ამერიკული ვოისის მონაწილეა.

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა.
დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი – ლეგენდა „არგონავტებზე“, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ეგრისობა 2025 კი ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტით დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ 2025 წლის საპატიო სენაკელები. ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქისა და სენაკზე მზრუნველის წოდება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 9 ადამიანს მიენიჭა:
- დეკანოზ ალექსი რეკვავას – ზანის ფერისცვალების სახელობის, ლესიჭინეს მიძინებისა და ოჩხომურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრების წინამძღვარს;
- ელვინა ყიფიანს – საგანმანათლებლო სფეროს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მუშაკს;
- გიორგი გაგუას – ისტორიკოსს, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ბიზნესმენს;
- ლენა გოგინავას – საქართველოს დამსახურებულ პედაგოგს, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, 54 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით;
- მამუკა ადამიას – ძირძველ სენაკელს, ბიზნესმენს, ქველმოქმედს;
- ნუგზარ ძაძამიას – ქალაქის კოლორიტს, პოლიციის მაიორს, უმწიკვლო და სანიმუშო სამსახურისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს I, II და III ხარისხის მედლების მფლობელს;
- მურმან ბოჯგუას – დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორს;
- თენგიზ თოფურიძეს – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს, ღირსების მედლისა და თეატრის ამაგდარის საპატიო წოდებების მფლობელს, 100-მდე საკულტო სპექტაკლის მსახიობს;
- სენაკზე მზრუნველის წოდება მიენიჭა ქალაქის კოლორიტს, ავთანდილ ჯოჯუას.
საპატიო სენაკელებს მედლები და სიგელები გადასცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის, ხობის და ფოთის დელეგატმა, გიორგი ხახუბიამ; სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ.
„ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტო რეპორტაჟი

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება
აბაშის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „აბაშობა- 2025“, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ გმირთა – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართება.
პროგრამას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
„15:00 – „საპატიო აბაშელის“ წოდებებით, აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლით დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით
16:30 საათიდან:
- ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა
- აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა
- კლასიკური მუსიკის კონცერტი – ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტი
17:00-18:00 – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო-საგამოფენო სივრცეების დათვალიერება, მეგრული კერძების მასტერკლასი
18:00 – გალა კონცერტი „თბილისური კვარტეტის“ მონაწილეობით
19:00 – ფოიერვერკი
ღონისძიების წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე“

ხობში „მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში კონცერტი გაიმართა
„მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, ხობის კულტურის სასახლეში „თბილისური კვარტეტის“, თაკო გაჩეჩილაძის, „ნიკოლშოუს“, პანჩოს, ლიკა დოლიძის და „ლაიქ ბენდის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

14 სექტემბერს ზუგდიდის საპატიო წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართება
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მიმდებარედ, აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის საპატიო წოდების მინიჭებისა და კონცერტის სამზადისი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის ბიგ-ბენდი და სოლისტები: მაია ბარათაშვილი, რომა რცხილაძე, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, გიორგი სუხიტაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“.
ღონისძიება, 14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
![ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F09%2F541679513_1188306459991373_4160235142748540040_n-960x640.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]
ზუგდიდის კლასიკური მუსიკის IV ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ნადარაია, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლები – ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, იანო ალიბეგაშვილი, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე წარსდგნენ. საღამო მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.
ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა, პირველი კონცერტი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.

ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა
ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ნატო ვაჩნაძის ფონდი ავრცელებს.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


