რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეტში [პროგრამა]
![რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეტში [პროგრამა]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F05%2F4-1779719959667.png&w=3840&q=75)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდში, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა:
11:00-17:00 - თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი; ეროვნული არქივის ინსტალაცია - საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ; საინფორმაციო ინსტალაცია სამინისტროს შესახებ; გიგანტური პასპორტი; 360 GIFFER; ფოტო სივრცე - გაზეთი; ფოტო სივრცე - ID ბარათი; ტრადიციული ფოტო სივრცე; მობილური იუსტიციის სახლი - გაიცემა სიმბოლური დაბადების მოწმობა; რე-მარკეტი; მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა; ძველი სანოტარო აქტების გამოფენა; სსიპების სტენდები; პენიტენციური სამსახურის კვადროციკლების გამოფენა; პენიტენციური სამსახურის შეიარაღება და სპეცსაშუალებები; „მართე პროცესი მარტივად“ - მოცულობითი სტენდი; კვების ზონა; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე; სამართლებრივი კონსულტაციები ნოტარიუსებისგან; ამზომველების კონსულტაცია; სიმბოლური პასპორტების ბეჭდვა;
12:00 – 15:00 - ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების კონცერტი
17:10 - ჰიმნს შეასრულებს ადგილობრივი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი;
18:00 - გალა კონცერტი
ფოთის მუნიციპალიტეტი
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს შესთავაზებენ.
პროგრამა
11:00-18:00 - საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;
11:00 – 18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 - კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;
13:30 – 14:30 - კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში - "ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" - მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში.
13:30 -13: 50 - კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი;
14:30 – 16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა;
17:10 – 17:15 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
17:20 – გალა კონცერტი.
მესტიის მუნიციპალიტეტი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა:
11:00 - ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები;
12:00 - საზეიმო მსვლელობა - კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით
12:00-17:30 - ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები;
12:00-19:30 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი;
14:30-16:30 - ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;
17:30-19:30 - გალა კონცერტი
აბაშის მუნიციპალიტეტი
26 მაისს, აბაშაში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
09:00 -18:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:30 საათი - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
15:00 საათი - საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობა (თავისუფლების ქუჩა, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია).
15:30 საათი - „ქართული მუსიკის კონცერტი“
16:00 საათი - ხელოვნების სკოლის სამხატვრო ჯგუფის მოსწავლეების ნახატების გამოფენა (ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი)
17:00 საათი - საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში.
17:10 - სახელმწიფო ჰიმნი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
26 მაისის აღსანიშნავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
09:00 საათი - ქალაქ წალენჯიხის, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
11:30 საათი - ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გვირგვინით შემკობა;
12:00 საათი - წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა - თვალთვაძეების (პედაგოგ ფეოდოს თვალთვაძის) საგვარეულო ბიბლიოთეკის გადაცემა წალენჯიხის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის.
12:20 საათი - წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკა - სემინარი თემაზე - 26 მაისი;
14:30 - 16:00 საათი - გუგე ცანავას სახელობის პარკი - მუსიკალური და სპორტული აქტივობები. პარკში მოეწყობა ნახატებისა და სხვადასხვა ხელთნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენები, მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა;
17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
17:20 საათი - ფლეშმობი
17:30 საათი - კონცერტი - ადგილობრივი შემსრულებლებისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით:
20:30 საათი - ფოიერვერკი;
ხობის მუნიციპალიტეტი
26 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
12:00-14:00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება (ცენტრალური სტადიონი)
15:00-16:00 საათი - საბავშვო გასართობი სივრცე - ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა
ახალგაზრდული აქტივობები; სპორტული შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, ნარდსა და შაშში
16:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით - კულტურის სასახლის დიდი დარბაზი;
17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
17:20 საათი - კონცერტი
20:00 - ფოიერვერკი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
26 მაისს, ქალაქ ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
09:00 -18:00 საათი - ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
11:30 საათი - სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მის მემორიალს ყვავილებით შეამკობენ. ჩატარდება ღონისძიება ჩოხოსნების მონაწილეობით
11:00 -15:00 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გარბენი და ტურნირი კარატეში. საფეხბურთო ტურნირის ფინალი და სპორტულ პირველობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
11:30 საათი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ისტორიულ მუზეუმში.
მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით; ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის მანძილზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები. ბავშვების ნახატების გამოფენა, სახის მოხატვა. სპორტული თამაშები: მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მკლავჭიდში;
14:00 საათი - ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარედ, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
14:20 საათი - მერის სტიპენდიანტების დაჯილდოება.
სენაკის მუნიციპალიტეტი
08:00 -17:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
10:00 საათი - სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, ტაეკვონდო, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, კალათბურთი;
12:00 - 14:00 საათი - სკოლების კუთხეები; გამოფენები. სხვადასხვა თემატური და მუსიკალური აქტივობები;
12:00 -14:00 საათი - საბავშვო სივრცე; გამოფენა; სახეზე ხატვა; გობელენის მასტერკლასები.
12:00 -13:00 საათი - ხალხური და საესტრადო მუსიკის კონცერტი
13:00 საათი - მინი ფეხბურთის ფესტივალი 2014-2016 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელებს შორის;
13:30 -14:30 საათი - კონცერტი სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელების მონაწილეობით;
14:00 საათი - მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.
14:00 საათი - ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა;
14:45 საათი - ფლეშმობი - საჯარო სკოლების მონაწილეობით;
15:00 საათი - მინიფეხბურთის ფინალი (თავისუფლების თამაშები);
16:00 საათი - აქტივობები მერის ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით;
16:00 საათი - ქორეოგრაფიული კონცერტი
17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
20:00 საათი - კონცერტი და ფოიერვერკი;
მარტვილის მუნიციპალიტეტი
26 მაისს, მარტვილში ცენტრალურ ქუჩაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
09:00 – 18:00 საათი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
09:30 საათი - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა;
09:45 საათი - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა. ლიტერატურული კომპოზიცია;
10:00 საათი - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში
11:00-12:00 საათი - მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლასთან არსებული სპორტულ წრეებში გაერთიანებული აღსაზრდელების მიერ მოეწყობა სპორტული აქტივობები(სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
11:00 საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ცნობილი მხატვრების ნახატების გამოფენა - დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია, ანტიკვარული სანადირო და საბრძოლო იარაღების გამოფენა;
12:00 საათი -„ხატვა ასფალტზე“(მუზეუმის მიმდებარედ); თეატრალიზებული მსვლელობა - ბერიკები - კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
13:00 საათი - რიტმების სამყარო, ჰანგებით ნათქვამი საქართველო (მერიის მიმდებარე ტერიტორია);
13:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა; ზაზა სხულუხიას ნახატების პერსონალური გამოფენა; მარინა ლაგვილავას ხელთნაკეთი თოჯინებისა და ნაქარგების პერსონალური გამოფენა (კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია);
13:00 საათი - მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, ლიტერატურული კომპოზიცია;
13:30 საათი - კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების ფოტო - გამოფენა, ნახატების გამოფენა, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა;
14:30 საათი - კულტურის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი (მარტვილის ცენტრალურ ქუჩაზე);
15:30 საათი - მარტვილის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მოეწყობა საფეხბურთო ფესტივალი - დაჯილდოება;
17:00 საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავჯდომარის მილოცვა (მთავარ სცენაზე);
17:10 საათი - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
17: 15 საათი - ცენტრალური მოედნის 4 ლოკაციაზე ქართული ცეკვა; ჰელიუმის ბუშტების გაშვება;
18:30 საათი - მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბენდის კონცერტი;



![სად რა იგეგმება 26 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთში [სრული პროგრამა]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F05%2F03622c1d-7cd1-46a9-afd1-6b852d03f4e4-960x390.jpg&w=3840&q=75)
![რა ღონისძიებები ჩატარდება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთში [საახალწლო პროგრამა]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2022%2F12%2FWhatsApp-Image-2022-12-16-at-12.19.29-960x640.jpeg&w=3840&q=75)
