ზუგდიდში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

25 ნოემბერს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება.
ეკონომიკის განვითარების კორპორაციის განმარტებით, ღონისძიების მიზანია ადგილობრივ მეწარმეებს შორის საქმიანი კავშირების გაღრმავება, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და რეგიონის ბიზნესპოტენციალის წარმოჩენა.
ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავს პანელურ სესიებს, მათ შორის წარმატების ისტორიების გაზიარებას, ბიზნესსესიებსა და ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების განხილვას. ღონისძიება დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 17:00 საათამდე.






