ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
140
ამბები სამეგრელოდან
1755
ამბები სვანეთიდან
104
არჩევნები
355
ახალი ამბები
4393
დღის ამბები
2762
დღის ფოტო
86
ეკონომიკა
136
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
26
კულინარია
9
კულტურა
332
მთელი კვირა
1
მსოფლიო
135
პოლიტიკა
932
რეკლამა
697
საზოგადოება
235
სამართალი
191
სპორტი
244
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
38
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ და პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებმა რვა სხვადასხვა ლოკაციაზე 165 პირველი ნერგი დარგეს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში, დავით ჯიქიას ქუჩის I, II, III და ბორჯომის ქუჩის I და II შესახვევში. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 174 716 ლარით ფინანსდება.
მოეწყობა 3500 მეტრი სიგრძის გზა და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 32 გზა მოეწყო, რომლის საერთო ღირებულება 15 515 326 ლარია.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და პედაგოგებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის აცდმინისტრაცია ვერცელებს.
ღონისძიებაზე საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა.
დაჯილდოებულთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნარგიზ თავართქილაძე.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოება მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 ათასი ლარი გადაეცა სენაკის ჟიული შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნარგიზ თავართქილაძეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზოდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გაანთლების მინისტრი და პედაგოგები ესწრებიან.

UFC-ის ქართველი ლეგენდა ილია თოფურია ჩვენს წალენჯიხაშია. თოფურიას ქალაქის ცენტრშია ადგილობრივები დახვდნენ და ცნობილ სპორტსმენთან ფოტოები გადაიღეს.
ილია თოფურიასთან შეხვედრაზე წალენჯიხის მერი და ადგილობრივი ხელიუფლების წარმონადგნელები იმყოფებიან.

ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის ,,ჩემი პირველი ნერგის’’ ფარგლებში ხის ნერგები დარგეს.
პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.
პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება
და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.
პროექტის პარტნიორები არიან:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებაზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა, დადაც 2027 წლისთვის დაგეგმილი პროექტები და ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფოთის მუნიციპალიტეტში მომავალ წელსაც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასლ, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია.
„მნიშვნელოვანი მიმართულებაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, რაც მოიცავს სახურავებისა და ფასადების განახლებას, ლიფტების რეაბილიტაციას, შენობების გამაგრებასა და შიდა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას. ასევე გავაგრძელებთ სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
ჩვენი მიზანია, ქალაქის თითოეული უბნის საჭიროებები კონკრეტულ პროექტებში აისახოს. თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამუშაოები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს“ - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ჩხოროწყუობის სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრებთან, რწმუნებულის მაოდგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრო.
ჩხოროწყუში დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოსივრცეები, გაიმართა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ წარმოდგენილი იყო საბრძოლო იარაღები.
ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, საპატიო ჩხოროწყუელები დააჯილდოვეს. დაჯილდოვდა სხვადასხვა პროფესიის 12 დამსახურებული მოქალაქე.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. სახალხო დღესასწაული ჯგუფ „ურსას“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინააღმდეგესთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთვის ამ ასაკობრივ კატეგორიასა და წონაში ეს ისტორიული მედალია.
წალენჯიხობა-გრანელობის სახალხო დღესასწაულს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, პარლამენტის წევრებთან, რწმუნებულის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„დღევანდელი დღე წალენჯიხისთვის განსაკუთრებული იყო. მუნიციპალიტეტმა დღეს წალენჯიხობა-გრანელობა აღნიშნა - დღესასწაული, რომელიც ჩვენი კულტურის და ტრადიციების ნამდვილ ზეიმად იქცა.
მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებსა და წალენჯიხის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ადმინისტრაციული ერთეულების კუთხეებს, ეთნოგრაფიულ და შემოქმედებით სივრცეებს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ წალენჯიხელს, განსაკუთრებით კი ვულოცავ ადამიანებს ვისაც დღეს საპატიო წალენჯიხელის ტიტული მიანიჭეს. მადლობა მათ წალენჯიხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული საქმიანობისთვის“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
დღესასწაულის ფარგლებში საპატიო წალენჯიხელის წოდება 11 პირს გადასცეს. წალენჯიხობა-გრანელობა ჯგუფ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად შეხვდა.
კონტრაქტორ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ისაუბრეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
„შევხვდით საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო კომპანიებს. ძალიან
საინტერესოდ ჩაიარა ამ შეხვედრამ. გავცვალეთ ერთმანეთთან ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დღესდღეობით არსებული პროექტები, რა გეგმები გვაქვს 2027 წელს, რა პრობლემებია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარგში მომუშავე კომპანიებს თავიანთი ხედვები და მიგნებები აქვთ და, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ილია
ბეგიაშვილმა.
კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.
„რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ. ასევე ვიმსჯელეთ მომავალი წლის პროექტებზე, რომლებიც
ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მხოლოდ მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სხვადასხვა მიმართულებით 308 პროექტი დაფინანსდა. თითოეული პროექტის ხარისხიანი და დროული შესრულება უმთავრესი ამოცანაა, რაზეც კონტრაქტორ კომპანიებთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
მიმდინარე წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, გამყოფი ხაზის მიმდებარედ განსახორციელებელი პროექტების, სტიქიის პრევენციის, სტიქიის სალიკვიდაციო და მთის განვითარების ფონდების, ასევე სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში 310-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს. ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. სივრცე აერთიანებს იდეათეკას, მედიალაბს, ინოვაციურ ლაბორატორია FabLab-ს, ვიდეო და ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მრავალფუნქციურ სივრცეს.
ჰაბში ფუნქციონირებს იდეების, მედიის, ციფრული ტექნოლოგიების, კარიერული განვითარებისა და მოხალისეთა კლუბები, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ახალგაზრდული ჰაბი მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობაშია განთავსებული, რომელიც დანგრევის პირას იყო. ფონდი „ქართუსა“ და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით შენობა რეაბილიტირდა, ხოლო კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჰაბი თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა.
„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების განხორციელებას. ისტორიული შენობის აღდგენითა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვით ფოთს მნიშვნელოვანი სივრცე შევძინეთ, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და ქალაქის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
განსაკუთრებული მადლობა ფონდი „ქართუს“, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მადლობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ჰაბის აღჭურვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში გზის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.
სოფელ გაშფერდში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიდი, ეზოსთან მისასვლელები, სანიაღვრე არხი, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 686 391 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ნაგურუში შიდა-საუბნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე არხები ეწყობა.
აღნიშნული გზა ნაგურუს მოსახლეობას წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან აკავშირებს და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაუადვილებს ადგილობრივებსა და მრევლს უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ნანა კეკუასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს, 19 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.
განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.
არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.
კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: ავტომატი, 5 მჭიდი და 458 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას ერთ-ერთ კომპანიას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ მათგან ორ ავტომანქანას შეიძენდა და შეთანხმებულ საფასურს გადაუხდიდა, რის საფუძველზეც ბრალდებულს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გადაეცა ორივე ავტომანქანა. ბრალდებულმა ავტომანქანები რეალიზაციის მიზნით საქართველოში ჩამოიყვანა, ხოლო შეთანხმებული საფასური დაზარალებულებს არ გადაუხადა, რითაც მათ დიდი ოდენობით, 30 000 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კგ-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი - 96 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 83 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 63 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 52 - ქვემო ქართლში, 45 - კახეთში, 32 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, 10 - სამცხე-ჯავახეთში. 41 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 15 ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა.
დაზარალებულის თქმით, დაჭრამდე მამაკაცმა სანადირო თოფიდანაც გაისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.