stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის იუსტიციის სახლში დევნილთა კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის იუსტიციის სახლში დევნილთა კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს

19 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1742

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4378

დღის ამბები

2746

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

191

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

ზუგდიდის იუსტიციის სახლში დევნილთა კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს

1 საათის წინ / 19 ოქტომბერი 2026
ზუგდიდის იუსტიციის სახლში დევნილთა კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეს, 19 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.

კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე.

განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.

არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ადგილზე ვერ გამოცხადდება, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელშიც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, დევნილთა სააგენტო შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარმოდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.

კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ობუჯში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ობუჯში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუში შეხვედრები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუში შეხვედრები მიმდინარეობს

დღის ამბები

ზუგდიდის იუსტიციის სახლში დევნილთა კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია მიმდინარეობს

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲠᲙᲘᲜᲘᲒᲖᲐᲛ ᲐᲜᲐᲙᲚᲘᲘᲡ ᲦᲠᲛᲐᲬᲧᲚᲝᲕᲐᲜ ᲞᲝᲠᲢᲗᲐᲜ ᲓᲐᲛᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲐᲠᲙᲘᲜᲘᲒᲖᲝ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲘᲡ ᲓᲐᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲖᲔᲓᲐᲛᲮᲔᲓᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲘ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲝ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲠᲩᲔᲕᲐᲓ, ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲗᲐ ᲒᲐᲛᲝᲮᲐᲢᲕᲐ ᲒᲐᲛᲝᲐᲪᲮᲐᲓᲐ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

9 თვეში უკანონო თევზჭერის 63 ფაქტი გამოავლინეს სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელოში მომხდარ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო