ბოლო ჩანაწერები

Banner 1
ლუკა წულაია პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს

ლუკა წულაია პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს

წალენჯიხელი ლუკა წულაია Mohammed bin Zayed University of Artificial Intelligence-ში (MBZUAI) ჩაირიცხა. ლუკამ სრული დაფინანსება აიღო, რომელიც 180 000 დოლარს შეადგენს. უნივერსიტეტი აბუ დაბიში მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოში პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბაკალავრის ხარისხს სთავაზობს სტუდენტებს.

ლუკა კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო, ასევე საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრია.

3 ივნისი
სრულად
წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა – ლევან კვაშილავა

წარმატებული სენაკელი ახალგაზრდა – ლევან კვაშილავა

გაგაცნობთ 24 წლის წარმატებულ სენაკელ მეწარმეს, ლევან კვაშილავას.

მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთობლივი პროგრამის – „მწვანე და აგროსტიპენდიების“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 64 წარჩინებული სტუდენტს – 10 უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, მწვანე და აგროსტიპენდიები გადაეცა, რომელთა შორისაა, ჩვენი ქალაქის მკვიდრი, ახალგაზრდა მეწარმე, ლევან კვაშილავა.

ლევან კვაშილავა აფხაზეთიდან დევნილია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პანდემიის პერიოდში, საცხოვრებლად, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში გადმოვიდა.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, მან აქტიური სამეურნეო საქმიანობა დაიწყო. ის ეგზოტიკური ფრინველების მოშენებით დაინტერესდა.

ლევანმა ეგზოტიკული ფრინველების ფერმა შექმნა. ამ ეტაპზე, 16 სახეობის დეკორატიული ქათმები, ასევე – წითელი ინდაურები, ფარშევანგები, იშვიათი ჯიშის იხვები მოაშენა.

ლევანმა, ასევე წარმატებით დაამთავრა ვეტერინარიის ფაკულტეტი – შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო ცენტრში. ამ ეტაპზე სწავლობს კოლეჯში ,,ფაზისი“, სადაც ეუფლება ბაღჩეულისა და ბოსტნეულის დახურულ გრუნტში მოყვანის მიმართულებას.

ლევან კვაშილავა: ,,საქართველოს მთავრობა მეწარმეებისა და ფერმერების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც შედეგები სენაკის მუნიციპალიტეტშიც მოიტანა. მონაწილეობა მივიღე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რომლის გამარჯვებული გავხდი და შესაბამისი დაფინანსებაც მოვიპოვე.

ჩვენთვის, ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია მსგავს საგრანტო პროექტებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აქტიურად ვიყოთ ჩართულები საგანმანათლებლო, პროფესიულ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში, რაც ჩვენი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ – აღნიშნა ლევან კვაშილავამ.

18 მარტი
სრულად
ახალგაზრდა სენაკელი რეჟისორის გიორგი ჭანტურიას წარმატების ისტორია

ახალგაზრდა სენაკელი რეჟისორის გიორგი ჭანტურიას წარმატების ისტორია

გაგაცნობთ სენაკელ ახალგაზრდა რეჟისორს გიორგი ჭანტურიას. მისი სადებიუტო სპექტაკლი ,,უკანასკნელი თოლია“ თეატრალურ საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს. სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის.


გიორგი, სახალხო თეატრში „მოდი ნახე”, 17 წლიდან მოღვაწეობს იგი არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ნომინაციაში – ,,მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი”, არაერთხელ გამარჯვებული.


გიორგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი, ამავე ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის მაგისტრანტი.


გიორგი ჭანტურია გახლდათ რეჟისორის ასისტენტი, სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. მიმდინარე წლიდან კი, ის, თეატრის დირექტორის პოსტს იკავებს. გიორგი ჭანტურია წლების განმავლობაში სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად მუშაობდა.

10 მარტი
სრულად
ოლგა კიკავა – არტიზანული ყველის ოსტატი ნარაზენიდან

ოლგა კიკავა – არტიზანული ყველის ოსტატი ნარაზენიდან

ოლგა კიკავა ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდან უკვე ხუთი წელია, ქართული ყველის სახეობებს ამზადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) ფერმერულ სკოლაში ჩართვის შემდეგ, სხვადასხვა სახეობის არტიზანული ყველის დამზადებაც დაიწყო. სამომავლოდ ყველის საწარმოს აშენებასაც გეგმავს. ოლგა კიკავა ასევე აქტიურად მოღვაწეობს ასოცაიცია ,,მერკურში”.

,,სხვადასხვა ყველის დამზადების ტექნოლოგიის ცოდნა გვაძლევს ექსპერიმენტების და შემოქმედების საშუალებას, – ამბობს კიკავა, – თანამედროვე სამყაროში სოფლად ბევრი შრომა ყოველთვის არ ნიშნავს კარგ შედეგს. ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ, გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები და ცოდნა ჩვენს საქმიანობაში, რომ მივიღოთ კარგი მოსავალი და შესაბამისად მეტი შემოსავალი” ამბობს კიკავა.

400-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში დაარსებულ 20 ფერმერთა საველე სკოლაში უკვე გაიარა ყველის წარმოების ტრენინგი. ფერმერთა საველე სკოლები ქალ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს დემონსტრაციებითა და ექსპერიმენტების ჩატარებით შეისწავლონ ყველის წარმოება 20 შერჩეული ლიდერი ფერმერისგან, FAO-ს ვეტერინარებისა და კვების ტექნოლოგების ზედამხედველობით. 

პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ SDC-ის დაფინანსებით FAO და გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2020 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრამდე ახორციელებს.

12 მარტი
სრულად
ზუგდიდელი მარიამ გულორდავა მსოფლიოში უდიდეს გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდელი მარიამ გულორდავა მსოფლიოში უდიდეს გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდელი მარიამ გულორდავა ნიუ-იორკში (აშშ) საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმსა და მსოფლიოში უდიდესი გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდის მერია მარიამს მხარს დაუჭერს, ეს გადაწყვეტილება მერიის „ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომაზე მიიღეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მერია მარიამ გულორდავას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. მარიამი აშშ-ში “Change the World Academy”-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმისა და მსოფლიოში უდიდესი გაეროს მოდელირების კონფერენციაზე აპრილში გაემგზავრება.

 მარიამ გულორდავა ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეა. ის  არაერთი  კონკურსის გამარჯვებული და ,,Change The World Academy “-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროექტის მონაწილეა. ის ასევე ზუგდიდის ბიბლიოთეკის წიგნისმოყვარულთა საზოგადოება B612-ის ლიდერია.

 2023 წელს , მარიამი ,,დიპლომატთა ასოციაციის” ორგანიზებით სინგაპურში გამართულ მსოფლიოში უდიდეს ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. მას ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაეწია ფინანსური მხარდაჭერა.

11 მარტი
სრულად
ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან – იშვიათი ჯიშის ფრინველებით [ფოტორეპორტაჟი]

ახალგაზრდა ფერმერი სენაკიდან – იშვიათი ჯიშის ფრინველებით [ფოტორეპორტაჟი]

25 წლის მურმან გვასალიასა და მისი ფერმის შესახებ, ალბათ, სოციალურ ქსელში გსმენიათ, ან შეგხვედრიათ გვერდი ფერმა სენაკში/Farm in Senaki. ახალგაზრდა მურმანი ფრინველებისა და მცენარეების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდან იჩენდა – აგროვებდა სხვადასხვა შეფერილობის ქათმებს და დეკორატიულ მცენარეებს.

თანამედროვე ინტერნეტ სამყარომ მისცა შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო საკითხებს ჩაღრმავებოდა და მეფრინველეობა შეესწავლა.

“ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, დღეისათვის ცნობილმა მეფრინველემ, მილფერისა და აბრეშუმის ჯიშის ქათმის კვერცხები მაჩუქა. ამის შემდეგ დავიწყე სხვა ჯიშების მოშენება და ვოლიერებში განაწილება.” – იხსენებს მურმანი.

დასაწყისში, გამოუცდელობის გამო, არაერთი მარცხი განუცდია. მაგალითად, გასულ წელს, ფარშევანგების მომრავლების იდეა კრახით დასრულდა, თუმცა დანებებას არ აპირებს. გაცნობიერებული აქვს, რომ ეს სფერო გამოწვევებითაა სავსე და განვითარებისთვის ბევრი შრომა და მიზანდასახულობაა საჭირო.

დღეს მურმანს ფერმაში 9 სხვადასხვა სახეობის ქათამი, 3 სხვადასხვა სახეობის ინდაური, ბატები, ციცრები, იხვები და ფარშევანგები ჰყავს, ჯამში 100 ფრთა.

ფერმა ფრინველების რეალიზებას ეწევა ქვეყნის მასშტაბით. შესაძლებელია, როგორც ადგილიდან წაყვანა, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მიწოდება. მურმანი განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს ფაქტს, როდესაც მისი ფრინველები აფხაზეთში წაიყვანეს.

ფერმერს ჰყავს სპონსორები, თანამშრომლობს მომშენებლებთან. უახლოეს მომავალში ახალი ჯიშების მოშენებას და გაფართოებას გეგმავს.

1 მარტი
სრულად
3 და-ძმა ევროპული განათლებით კახათიდან

3 და-ძმა ევროპული განათლებით კახათიდან

და-ძმა სერგო, ლილი და ვიქტორია გუგუჩიებმა კახათის N1 საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრეს და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელეს.

სერგო გუგუჩია სწავლობს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო უმაღლესი, ევროპული განათლება გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.

ლილი გუგუჩიამ – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სამართლის ბაკალავრის ხარისხს. ამასთანავე, უნგრეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ევროპულ და საერთაშორისო ბიზნეს სამართალში.

ვიქტორია გუგუჩია – სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე. ამჟამად იმყოფება გერმანიაში, სადაც სწავლას აგრძელებს გისენის უნივერსიტეტში.

ლილიმ, ვიქტორიამ და სერგომ ისარგებლეს ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით. კერძოდ, მერის სტიპენდიითა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურის მხარდაჭერის პროგრამით.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ზუგდიდის მერიას სწორი საჯარო მენეჯმენტისა და განხორციელებული პროექტებისთვის. ახალი თაობის გვერდში დგომა და მათი მოტივირება ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა ქვეყნის განვითარების გზაზე, რაც კიდევ ერთხელ გვაახლოებს ევროკავშირთან და დასავლურ ღირებულებებთან. ვამაყობთ, რომ ჩვენი ქალაქი ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და ზრუნავს ქვეყნის საუკეთესო მომავალზე”-აღნიშნავენ გუგუჩიები.

28 თებერვალი
სრულად
ჭკვიანი მრიცხველის მოდელი – Ზუგდიდელი ახალგაზრდების ახალი სტარტაპი, რომელიც არსებულ მრიცხველზე მონაცემების მიწოდებას გაამარტივებს

ჭკვიანი მრიცხველის მოდელი – Ზუგდიდელი ახალგაზრდების ახალი სტარტაპი, რომელიც არსებულ მრიცხველზე მონაცემების მიწოდებას გაამარტივებს

თანამედროვე სამყაროში, დროსთან ერთად, ყველაფერი სწრაფად იცვლება და ვითარდება. თითქმის ყველა სფეროში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალ ტექნოლოგიებს და მეცნიერულ გამოგონებებს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც პირდაპირ არის დამოკიდებული ტექნოლოგიურ პროგრესთან, ამიტომ ნებისმიერ სფეროში ინოვაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ქართველი მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, ამ მიმართულებით გამორჩეულ პროექტებს ქმნიან. ერთ-ერთ ინოვაციურ პროქტს, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ჩაუყარეს საფუძველი. 15 წლის მოზარდების იდეა “ჭკვიანი მრიცხველის მოდელია” .

Სკოლის მოსწავლეები – გიგი შუკვანი, დავით ქობალია, მამუკა მოლაშხია და დათა ბუკია, ზუგდიდის ტექნოპარკში, საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ, შექმნეს გუნდი და საერთო ინტერესი რომ რეალობად აქციონ ყოველდიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ.

CountIT – ასე ქვია ახალგაზრდების გამოგონებას, რომელიც მათი თქმით, არსებულ მრიცხველზე ზემოქმედების გარეშე მაგრდება და მონაცემების მიწოდებას გაამარტივებს.

“პროექტ Hardware Startup Incubator 2.0 ფარგლებში დავიწყეთ მიკროელექტრონიკის შესწავლა, პარალელურად გავდიოთით 3D მოდელირებას და ბიზნეს მენტორინგს, მალევე დავიწყეთ იდეაზე ფიქრი, მისი განვითარება, დახვეწა, საბოლოოდ შევჩერდით ჭკვიანი მრიცხველის მოდელზე, CountIT, რომელიც ჭრის პრობლემას მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებით”,- აცხადებენ გუნდის წევრები.

ბიჭები აქტიურად მუშაობენ თავიანთი იდეის განვითარებაზე. აცხადებენ, რომ ჭკვიანი მრიცხველის მოდელი, მომხმარებელს, ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს და ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგსა და მართვაში დაეხმარება. ის, საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ენერგიის მოხმარების შაბლონების შესახებ და შესაბამისად ოპტიმიზაცია გაუკეთონ მათ მოხმარებას.

“ჩვენი მოწყობილობა პირველ რიგში გვეხმარება არსებული მრიცხველების -გასმარტებაში- კომპონენტი, რომელიც არსებულ მრიცხველზე ზემოქმედების გარეშე მაგრდება, აღრიცხავს მონაცემს და მას გადასცემს სერვერს. CountIT -მეგობრულია- როგორც ელექტრო ენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან ისე ქსელის აბონენტთან, ის მათ საშუალებას აძლევს Live რეჟიმში გაუწიონ მონიტორინგი დენს, ძაბვასა და სიმძლავრეს, სურვილისამებრ ჩართონ-გამორთონ იგი, არსებულ ბაზარზე -გასმარტების- ოფცია მრიცხველზე უშუალო ზემოქმედების გარეშე არ არსებობს”, – აცხადებენ ახალგაზრდები.

ახალგაზრდები, თავიანთ სტარტაპის ჩამოყალიბებაზე, Hardware Startup Incubator 2.0 პროექტის ფარგლებში მუშაობენ. აღნიშული პროექტი, წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს Hardware სტარტაპების განვითარებასა და ამ მიმართულებით რეგიონებში ცოდნის გაღრმავებას. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება და ეხმარება იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურს ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეები რეალობად აქციონ.

19 თებერვალი
სრულად

ყველა სიახლე ნაჩვენებია