სესმა სენაკში თევზის რეალიზაციის უვნებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით, ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა.
ინდივიდუალური მეწარმე გ. შ. ( მისამართი: სენაკი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა: ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით” - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.






