კურზუს სკოლის დაარსებიდან 145 წელი გავიდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს საჯარო სკოლამ 145 წლის იუბილე შემოდგომის ფესტივალით აღნიშნა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
საიუბილეო ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერის მოადგილეები ერეკლე ზარანდია და ნანა ბირკაია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ კურზუს საჯარო სკოლას დამეგობრებული სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი და შემოდგომის კუთხეები, ასევე გაიმართა მეგრული კერძების მასტერკლასი. მოსწავლეებმა წარმოდგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
მარტვილის მერმა სკოლის მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს 145 წლის იუბილე მიულოცა, სკოლის წარსული დამსახურებები შეაფასა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.






