stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

ჯვარში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

მეტყევის დღეზე მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელს ლარისა თირქიას ჯილდო გადასცა

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1737

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4373

დღის ამბები

2741

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

135

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

234

სამართალი

187

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ყველა სიახლე

ყველა სიახლე

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

14 ოქტომბერს, საქართველოს ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

🌥️ თბილისი +26 - უმეტესად ღრუბლიანი

🌥️ ზუგდიდი +28 - უმეტესად ღრუბლიანი

🌥️ მესტია +18 - უმეტესად ღრუბლიანი

🌥️ ფოთი +27 - უმეტესად ღრუბლიანი

🌥️ სოხუმი +27 - უმეტესად ღრუბლიანი

13 ოქტომბერი 2026
სრულად
ჯვარში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ჯვარში ახალი ამბულატორია გაიხსნა

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ამბულატორიული სერვისების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და თანამედროვე აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას ჯამში დაახლოებით 5 000 მოქალაქეს გაუწევს.

ქალაქ ჯვართან ერთად, ამბულატორია სოფელ ოჭანესა და სოფელ ნაკას მცხოვრებლებსაც მოემსახურება, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

13 ოქტომბერი 2026
სრულად
ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ"

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ნინოშვილისა და გურიის ქუჩებზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

თავდადებულის ქუჩაზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის გამაგრების სამუშაოები.

,, დავიწყეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა საკანალიზაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევაც, როდესაც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება შეუძლებელი აღმოჩნდა და აუცილებელი გახდა მისი დემონტაჟი. დემონტაჟის შემდეგ მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლის პროექტირებას ვგეგმავთ.

ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ.

ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ, რათა ფოთელებისთვის უფრო უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევქმნათ"- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

სოფელ მუხურში „ლაშაობა“ აღინიშნა

11 ოქტომბერს, პოეტ ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში, ტრადიციული ღონისძიება - „ლაშაობა“ გაიმართა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაიხსენეს ლაშა გახარიას ცხოვრება და შემოქმედებითი გზა, ისაუბრეს მისი პოეზიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის ადგილზე თანამედროვე ქართულ მწერლობაში.

ღონისძიების ფარგლებში, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში კომპოზიტორ ზაზა კილასონიას კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

„ლაშაობა“ მუხურში ყოველწლიურად, 11 ოქტომბერს, პოეტის დაბადების დღეს აღინიშნება. ტრადიცია კიდევ ერთხელ აერთიანებს საზოგადოებას ლაშა გახარიას სახელის, მისი შემოქმედებისა და იმ ლიტერატურული მემკვიდრეობის გარშემო, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ და მეგრულ პოეზიაში.

ლაშა გახარია 1947 წელს სოფელ მუხურში დაიბადა. იგი ლექსებს ქართულ და მეგრულ ენებზე წერდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. 2003 წელს მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“ გამოიცა. პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.

წელს პოეტს 79 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
მეტყევის დღეზე მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელს ლარისა თირქიას ჯილდო გადასცა

მეტყევის დღეზე მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელს ლარისა თირქიას ჯილდო გადასცა

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციების მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავიგ სონღულაშვილმა დააჯილდოვა. ლარისა თირქიას ჯილდო ტყისა და მცენარეთა სამყაროს წინაშე გაწეული მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის გადაეცა.

დაჯილდოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაამრთულ მეტყევის დღეზე მოხდა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.

მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
აბაშაში ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

აბაშაში ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩის პირველ შესახვევში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობასა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.

„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალიბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითიიქნება.

თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.

აღნიშნულიპროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამითათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნა პრემიერმა.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ: ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ 70 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲞᲔᲜᲡᲘᲝᲜᲔᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ ᲞᲔᲜᲡᲘᲐ, ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ ᲘᲜᲓᲔᲥᲡᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ 20 ᲚᲐᲠᲘᲡᲐ, ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ 45 ᲚᲐᲠᲘᲗ

ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲙᲝᲑᲐᲮᲘᲫᲔ: ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲗ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ 70 ᲬᲚᲐᲛᲓᲔ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲞᲔᲜᲡᲘᲝᲜᲔᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ ᲞᲔᲜᲡᲘᲐ, ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ ᲘᲜᲓᲔᲥᲡᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲣᲚᲘ 20 ᲚᲐᲠᲘᲡᲐ, ᲒᲐᲕᲖᲐᲠᲓᲝᲗ 45 ᲚᲐᲠᲘᲗ

მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.

„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება:

მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.

აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.

მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.

ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
,,ვარდისფერი ოქტომბერი” | საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდი

,,ვარდისფერი ოქტომბერი” | საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში „ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში ძუძუს კიბოს პრევენციის, რეგულარული სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
გიორგი ნაჭყებია პედაგოგებს: თქვენი ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას, თქვენ აყალიბებთ ჩვენი საზოგადოების მომავალს

გიორგი ნაჭყებია პედაგოგებს: თქვენი ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას, თქვენ აყალიბებთ ჩვენი საზოგადოების მომავალს

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

პედაგოგებს სიგელები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილეებმა ერეკლე ზარანდიამ და ნანა ბირკაიამ გადასცეს.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელებთან ერთად, მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მერმა პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო პედაგოგებო, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი წვლილისა და ამაგისთვის, რაც ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეგაქვთ. თქვენი ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას, თქვენ აყალიბებთ ჩვენი საზოგადოების მომავალს, ანიჭებთ ახალგაზრდებს ღირებულებებს, ცოდნასა და რწმენას, რაც მათ ცხოვრების გზაზე აუცილებლად დასჭირდებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.

ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები ჯგუფ „იბერიის“ სოლისტმა ბექა წულაიამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეასრულეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
აბაშაში 15 პედაგოგი დაჯილდოვდა

აბაშაში 15 პედაგოგი დაჯილდოვდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საჯარო სკოლების წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვეს.

აბაშის მუნიციპალიტეტისგან, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 15 პედაგოგს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია და სწორედ პედაგოგები ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც მომავალი თაობების ცოდნა, ღირებულებები და წარმატება შენდება.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის გოგონათა ანსამბლი და კულტურის ცენტრის ანსამბლები.

დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

9 ოქტომბერი 2026
სრულად
ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი მოეწყო

ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი მოეწყო

ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო.

პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და სკამები, მოეწყო სტადიონის ღობე.

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება - ამჟამად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპორტული მოედნების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
ზუგდიდში პედაგოგები დააჯილდოეს

ზუგდიდში პედაგოგები დააჯილდოეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში დააჯილდოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია. „ლენდლორდის“ მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ ტვირთის მოზიდვას, შესაბამისი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოტანას.

აქ ჩვენ ვაბალანსებთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო ინტერესებს. ჩვენთვის ეს მოდელი არის ის მიდგომა, რომლითაც განვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელია აპრობირებული - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე. ახლა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა. ბელგიური კომპანია, რომელიც დიდ ოთხეულში შედის, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რათა აშენდეს 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე, იმისათვის, რომ შევძლოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილტონაჟიანი გემების მიღება.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ. სულ გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თვის ბოლომდე გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი.

შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს აქტიურად ვახორციელებთ. რკინიგზამ პროექტირება დაასრულა და ჩვენ უკვე სამშენებლო პროცესზე გადავდივართ. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია სატრანსპორტო ქსელებს დაუკავშირდეს.

ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საავტომობილო ტრანსპორტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ვგეგმავთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, რათა შეიქმნას ის ეკოსისტემა, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ზვიად გაბისონიამ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიული პასუხისმგებლობა, თავდადება და ერთგულება განათლების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.

პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში სამ ქუჩაზე გზა იგება

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში სამ ქუჩაზე გზა იგება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კოდუასთან ერთად, სოფელ ახალ აბასთუმანში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სოფელში კოსტავას, ლესელიძისა და თბილისის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემისა და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.

სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 1 400 მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება 883 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის 32 პროექტი მიმდინარეობს.

9 ოქტომბერი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძე: მამაჩემი და ჩემი ძმა, უკვე წლებია ყაზახეთში საქმიანობენ, ჩემი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ჩარიცხვები კანონის შესაბამისად ყოველთვის აისახება ჩემს ქონებრივ დეკლარაციებში

ბექა ვაჭარაძე: მამაჩემი და ჩემი ძმა, უკვე წლებია ყაზახეთში საქმიანობენ, ჩემი ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ჩარიცხვები კანონის შესაბამისად ყოველთვის აისახება ჩემს ქონებრივ დეკლარაციებში

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც ძმის მიერ მისთვის ჩარიცხულ თანხას ეხება. ფოთის მერი აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია დეკლარაციაში ასახა და დაწერა, რომ მისი ძმა და მამა ყაზახეთში საქმიანობენ და თანხას ლეგალურად ურიცხავენ.

„ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი ოჯახის წევრები, მამაჩემი და ჩემი ძმა, უკვე წლებია ყაზახეთში საქმიანობენ. მათი შემოსავლები დაკავშირებულია იქ განხორციელებულ საქმიანობასთან, რაც მარტივად გადამოწმებადია, ისევე როგორც საქართველოში არსებული შემოსავლების წყაროები.

ჩემი ოჯახის წევრების მიერ ჩემს ანგარიშზე განხორციელებული ჩარიცხვები წლებია ყოველთვიურ ხასიათს ატარებს და კანონის შესაბამისად ყოველთვის აისახება ჩემს ქონებრივ დეკლარაციებში.

რაც შეეხება გავრცელებულ თანხას, როგორც ჩანს, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც საკრებულოს წევრი ვიყავი, ჩემს დეკლარაციებში ასახული თანხები უბრალოდ შეაჯამეს და ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი სკანდალად წარმოაჩინონ.

როგორც ჩანს, ვიღაცებმა ახლა გაიგეს, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები საჯაროა, ან უბრალოდ ახლა დასჭირდათ წლების განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციისგან სკანდალის შექმნა.

მე კი მშვიდად გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას. ჩემი პასუხი მსგავს მცდელობებზე ყოველთვის იქნება კეთილსინდისიერი საქმიანობა, პასუხისმგებლობა და კონკრეტული შედეგები ჩემი ქალაქისა და ფოთელების წინაშე.

მადლობა ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, მთელი ჩემი დრო და ენერგია ჩემი ქალაქის სამსახურს დავუთმო“ - აცხადებს ფოთის მერი სოციალურ ქსელში.

8 ოქტომბერი 2026
სრულად
ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

,,ფოთის ხიდი სულ ხუთმალიანი კონსტრუქციისგან შედგება და ლითონის კოჭების მოწყობა განხორციელდა მდინარის ორივე მხრიდან. სამუშაოების ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენდა მდინარის კალაპოტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მე-3 მალის მოწყობა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული და აღნიშნულ მონაკვეთზე კოჭის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ხიდის ორივე მხრიდან მოწყობილი კონსტრუქციები ერთმანეთს საბოლოოდ შეუერთდა.

ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 5 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს” - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის

ხიდის მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ ასრულებს.

7 ოქტომბერი 2026
სრულად
ბექა ვაჭარაძე: „სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვიდ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა“

ბექა ვაჭარაძე: „სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვიდ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში, პროგრამის ფარგლებში, 8 ახალგაზრდა 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, გადაწყვეტილებით, ყველა საჯარო უწყებაში მიმდინარეობს, ქვეყნის მასშტაბით.

ბექა ვაჭარაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირების პროცესი მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

6 ოქტომბერი 2026
სრულად
ზუგდიდში საქპატენტის ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნების ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში საქპატენტის ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნების ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა.

საქპატენტმა გამოსცა ჟურნალის „საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები“ მე-2 ნაწილი, რომელიც უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაიბეჭდა.

ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 12 პროდუქტის შესახებ, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ხარისხითა და მაღალი რეპუტაციით. ადგილწარმოშობის დასახელებებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად ნიშანდებული ეს განსაკუთრებული პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში. ღონისძიება გახსნა საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის –„საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. გამომსვლელებს შორის იყო ასევე, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე, რომელიც გიორგი კალანდიასთან ერთად ჟურნალის ტექსტების ავტორია.

ჟურნალის ფოტომასალა ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ცნობილ ფოტოხელოვანს ბადრი ვადაჭკორიას, ასევე ფოტოგრაფებს – კახაბერ გოგიჩაშვილსა და პაატა ვარდანაშვილს. გამოცემის დიზაინზე იმუშავა ელენე დავითაშვილმა.

ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდა ზუგდიდის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების და საქპატენტის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის პირველი ნაწილი გამოიცა 2024 წელს, სადაც თავმოყრილია საინტერესო მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 64 უნიკალური ქართული პროდუქტის შესახებ.

2 ოქტომბერი 2026
სრულად

დღის ამბები

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

13 ოქტომბერი

პოლიტიკა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

12 ოქტომბერი