წალენჯიხის მერმა პატარა ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

წალენჯიხის მერმა პატარა ჩემპიონებს წარმატება მიულოცა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პატარა სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცა სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალ ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა.
მარიამ შანავა- საქართველოს ჩემპიონი გახდა 6 წლამდე გოგონებს შორის.
ილია კვარაცხელიამ კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 6 წლამდე ჭაბუკებს შორის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა გრძელდება და ქვეყნის ჩემპიონს-მარიამ შანავას მერიისგან ფულადი ჯილდოც გადაეცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სპორტში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეძლონ.






