stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

სესმა სენაკში თევზის რეალიზაციის უვნებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1769

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4408

დღის ამბები

2777

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

193

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. ამბები სვანეთიდან

ამბები სვანეთიდან

რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

რა პროექტები განიხილეს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე [სრული სია]

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებითი დაფინანსების მიზნით წარსადგენი 6 მუნიციპალიტეტის 45 პროექტი განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე საკითხები განიხილა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

განხილული პროექტების ჩამონათვალი, იხილეთ ვრცლად:

 

აბაშის მინიციპალიტეტი:                                                     

სოფელ სამიქაოში №6 ქუჩაზე რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირის (ორი)მოწყობის სამუშაოები

 თავისუფლების და კაჭარავას  ქუჩის შემაერთებელი და ბზიავას ქუჩაზე რკინა- ბეტონის  წყალსაწრეტი არხების მოწყობის სამუშაოები

 თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ქალაქის მთავარი წყალსაწრეტი არხის გაწმენდის სამუშაოები      

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იპოდრომის რეაბილიტაცია

ქ. აბაშის სოფელ   სეფიეთის  №14 ქუჩისა და მისი ჩიხების ასფალტო ბეტონით მოწყობის სამუშაოები

ქ. აბაშაში  რუსთაველის №14 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სუჯუნის საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული სამიქაოს საბავშვო ბაღის შესასვლელის, სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მაიდნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მარნის საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ნაესაკოვოს საბავშვო ბაღის შესასვლელის და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული კეთილარის  საბავშვო ბაღის შესასვლელის,  სანიაღვრე არხის და არსებული გათბობის სისტემისთვის დიზელის ავზის მოწყობის სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული პირველი მაისის  საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ  ძველ აბაშაში სახნავ სათეს სავარგულებთან (აეროდრომის მასივი) მისასვლელი გზის რკინაბეტონით მოწყობის სამუშაოები

                                                                                                                                             

მარტვილის მუნიციპალიტეტი: 

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულში მე–2 კიწიის ცენტრალური გზიდან ლეგოგიეს გავლით სენაკის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზამდე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის, პატარა თამაკონის უბანში, გიზო წულაიას ქუჩაზე  საავტომობილო გზის ც/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულში თოფურიების უბანში  საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთი–აბედათი–ჯოლევის დამაკავშირებელი (მარსელი) საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს  ადმინისტრაციულ ერთეულში, გოდოგანის უბანში წმ. გიორგის ეკლესიის მიმართულებით საავტომობილო გზის რკ/ბეტონის  საფარით მოწყობა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში საბერულავეს უბანში სასაფლაოდან გია ბერულავას სახლთან მისასვლელ გზაზე, აღმართზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა -

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე  საავტომობილო  გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (Iმონაკვეთი) 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ ლედგებეში მე–14 ქუჩაზე ჯომიდავების უბანში აღმართზე  საავტომობილო  გზის რკ/ბეტონის საფარით მოწყობა (II მონაკვეთი)

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში 32-ე ქუჩაზე საავტომობილო  გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა

ქ. მარტვილში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია

ქ. მარტვილში, თავისუფლებისა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნის მოწყობისა და   ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების რებილიტაცია

აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგუების უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია

ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში ქვაითის  უბანში სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია

ქ. მარტვილში, სპორტული და რეკრიაციული სივრცის მოწყობა

კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ.გურძემიაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ დიდი ჭყონის ცენტრის კეთილმოწყობა

 

მესტიის მუნიციპალიტეტი:

ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ქვედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ფარის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ზედა ლუჰას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უშხვანარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისტემის  რეაბილიტაცია

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასმელი წყლის სისიტემის რეაბილიტაცია

 

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტი:

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქ. ჩხოროწყუში აღმაშენებელი-შენგელიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნის მოწყობა 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. კირცხში სასტეფანიო-საფარულუოს უბანში გზის რეაბილიტაცია  

                                                                                      

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. კანთში, მე-11 მე-12, მე-13, ქუჩების გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის, ლეკვარცხელიეს უბნის მე-5 და მე-6 ქუჩების გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჯვარის ად. ერთეულში, ოჭანეს უბანში ცენტრალური გზიდან დედათა მონასტრამდე გზის რეაბილიტაცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ჯვარის დამ. ერთეულში, კოსტავას ქუჩის გზის რეაბილიტაცია

 

ხობის მუნიციპალიტეტი:

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე მუნჩიას კალაპოტის გასწორხაზოვნებისა და ნაპირსამაგრების ( საჯობაოს ხიდთან ) სამუშაოები 

29 ოქტომბერი 2026
სრულად
მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკში რეგიონის 100-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო

მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკში რეგიონის 100-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო

ბიოტექნოლოგიების ბანაკი მესტიაში წარმატებით დასრულდა. ბანაკის დახურვისა და მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი ნადარაიამ მიიღო მონაწილეობა.

6 დღის განმავლობაში მესტიამ 100 ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 15-17 წლის მოზარდები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

მონაწილეები გაეცნენ ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და სხვადასხვა სფეროში მის გამოყენებას. თეორიული და პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში ისინი რეალურ გამოწვევებზე მუშაობდნენ, ავითარებდნენ იდეებს და ქმნიდნენ საკუთარ პროტოტიპებს.

ბანაკის დასასრულს ახალგაზრდებმა ნამუშევრები გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს, მიიღეს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაცნობა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.

ბანაკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართა.

9 სექტემბერი 2026
სრულად
მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს I სვანეთის ეპარქია უშულში განვითარებულ მოვლენებზე

მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს I სვანეთის ეპარქია უშულში განვითარებულ მოვლენებზე

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის მონატრიდან სასულიერო პირების მიმართ განხორციელებული მუქარის გამო განცხადებას ავრცელებს:

„ყველასთვის ცნობილია უშგულის ლამარიის მონასტერთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. საზოგადოებაში გავრცელებული არასწორი და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის გამო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია საჭიროდ მიიჩნევს განმარტების გაკეთებას.

უშგული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული კუთხეა, რომელსაც წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი და ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უშგულის ლამარიის ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა ჩაკეტა და მომლოცველებსა თუ ვიზიტორებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პირიქით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსების შემდეგ, მეუფის განსაკუთრებული ძალისხმევით, გაიხსნა მანამდე მრავალი დაკეტილი ტაძარი, აღდგა რეგულარული საღვთო წირვა-ლოცვა და დაიწყო სულიერი ცხოვრების აღორძინება მთელი ეპარქიის მასშტაბით. ყველა ეს ტაძარი, მათ შორის უშგულის ლამარიაც, გახსნილია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის.

რაც შეეხება მონაზვნების მონასტრიდან წამოსვლას, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონასტერში მივიდა დაახლოებით 12–15-კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას.

სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს „თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, ასევე, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“.- ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.

ეკლესია არავის ებრძვის. ჩვენი მოწოდება ყოველთვის იყო და არის მშვიდობა, ლოცვა, სიყვარული და ადამიანების სულიერი მსახურება. თუმცა, სახარებისეული სწავლების შესაბამისად:

„რომელსა ქალაქსა ანუ სოფელსა შეხვიდეთ და არა შეგიწყნარონ თქვენ, არცა ისმინონ სიტყვანი თქვენნი, გამოსლვასა თქვენსა მიერ სახლით ანუ ქალაქით მით, მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ დაიბერტყეთ.“

(მათე 10:14)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონასტრის დატოვებისას ტაძრის გასაღები ადგილობრივებს ჩაბარდათ. შესაბამისად, ტაძარი არავისთვის არის ჩაკეტილი და არც ვინმეს ეზღუდება მასში შესვლის შესაძლებლობა. ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან ტაძრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთანავე, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში გაიმართა მოსახლეობის შეკრება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოყალიბდა და გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები.

უშგულის ლამარიის მონასტერში სამონასტრო ცხოვრება და რეგულარული საღვთო მსახურება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით იქნება დაფიქსირებული და მას თან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ეს აუცილებელია, რათა ნათლად და გამჭვირვალედ დადასტურდეს მოსახლეობის საერთო პოზიცია და საკითხი გადაწყდეს მშვიდობის და ურთიერთპატივისცემის დაცვით.

ჩვენი სურვილია, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება, გაიფანტოს მცდარი ინფორმაცია და თითოეულმა ადამიანმა სიმართლე მშვიდობიანად და მიუკერძოებლად შეაფასოს.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყოველი კეთილი ნების ადამიანი, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, უშგულის ლამარიის მადლით, გვიმრავლოს ყველას მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ერთობა.

დაგლოცოთ უფალმა!“ ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 აგვისტო 2026
სრულად
მესტიის საპატიო მოქალქეები ივერი ჭელიძე და ტრისტან ხვისტანი გახდნენ

მესტიის საპატიო მოქალქეები ივერი ჭელიძე და ტრისტან ხვისტანი გახდნენ

სვანეთობის დღესასწაულის ფარგლებში ტრადიციულად მესტიის საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, 2026 წლის მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება, ივერი ჭელიძეს და ტრისტან (ელდარ) ხვისტანს მიენიჭათ.

30 ივლისი 2026
სრულად
მესტიამ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

მესტიამ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

მესტიამ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა.

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“ ფარგლებში, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა.

ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით კაპელის მომღერალთა დასმა მსმენელს XX და XXI საუკუნეების ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ასევე გუნდისთვის არანჟირებული ცნობილი ქართული სიმღერები წარუდგინა.

ფესტივალი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“ ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს და ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, კულტურული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

30 ივლისი 2026
სრულად
მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

მესტიაში მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გადამტვირთავ სადგურს აშენებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს

„თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური სოფელ ლახანში „მყარი ნარჩენების ინტეგრირებულად მართვის პროგრამა 2“-ის ფარგლებში შენდება. პროექტი საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის საფუძველზე, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი გადამტვირთავი სადგური მესტიის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ამჟამად მოქმედი გადამტვირთავი სადგური მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებში იმუშავებს.

„ლახანში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ეს ობიექტი ზუგდიდში მიმდინარე პროექტის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. ახალი გადამტვირთავი სადგურის ოპერირება მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. მისი ფუნქციონირება მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, მიხეილ გოგოლიძის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ნარჩენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვას, ისე მუნიციპალიტეტის ხარჯების ოპტიმიზაციას.

„ლახანის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ოპერირება მნიშვნელოვანია ნარჩენების თანამედროვე სტანდარტით მართვის ეფექტიანობისთვის. ობიექტის ფუნქციონირების შედეგად მუნიციპალიტეტი დაზოგავს ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯებს. გარდა ამისა, გადამტვირთავ სადგურზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ხელს შეუწყობს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას! - აცხადებენ მყარი ნარცენების მართვის კომპანიაში.

17 ივლისი 2026
სრულად
როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის, ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში, ასევე, განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

9 ივლისი 2026
სრულად
მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება I პროექტი ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში, ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში ასევე განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

9 ივლისი 2026
სრულად
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფიფია და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგადაც, ჯამში, ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა გამოვლინდნენ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

16 ივნისი 2026
სრულად
შსს - მესტიაში პოლიციამ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო

შსს - მესტიაში პოლიციამ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია შს სამინისტროს მოერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


15 ივნისი 2026
სრულად
პოლიციამ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო I ვიდეო ადგილიდან

პოლიციამ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო I ვიდეო ადგილიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 ივნისი 2026
სრულად
ზუგდიდისა და დაბა მესტიის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

ზუგდიდისა და დაბა მესტიის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.

გამოცხადებული ტენდერების პირობების თანახმად, პროექტების ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლები განახლების გეგმები, რაც ითვალისწინებს შენობების სრულ რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.

30 აპრილი 2026
სრულად
კალა-უშგული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

კალა-უშგული ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

15 აპრილი 2026
სრულად
სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

სააღდგომო ტრადიციები სამეგრელოსა და სვანეთში

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ლაგვანის (მეგრული ქვევრი) თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ და ყველისა და კვერცხის პურის კვერებს აცხობდნენ. ოჯახის უფროსი, რომელიც დილიდან წყალსაც არ სვამდა, შუადღისას ხონჩაზე აწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე აწყობდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

სვანეთში მოსახლეობა სოფლის მთავარ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას. სააღდგომო ზეიმი მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სრულდებოდა “უფლიშით” – კვირაცხოვლობის დღესასწაულით, რომელსაც სვანეთში დღესაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

11 აპრილი 2026
სრულად
ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 მარტი 2026
სრულად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სვანეთიდან ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სვანეთიდან ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მოქალაქეებს, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით, 7კუბურ მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გადაჰქონდათ. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სპეციალური სამალავი ჰქონდათ მოწყობილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

„გამკაცრებული კონტროლის გამო, ბრაკონიერები სამართალდარღვევის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბენზინმზიდის, სამარშრუტო მიკროავტობუსის საშუალებით, შენიღბულად განახორციელონ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის მიერ არაერთი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, 2025 წელს დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 300-მდე ფაქტი გამოავლინა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10 მარტი 2026
სრულად
გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]

მესტიამ გემო ფესტს უმასპინძლა.

ფოტოები მესტიიდან

23 თებერვალი 2026
სრულად
მესტიაში  ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონის  მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

მესტიაში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოს საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

17 თებერვალი 2026
სრულად
მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში

მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი ჩატარდა გიგანტურ სლალომში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება ეასპარეზა, მონაწილეებს შორის იყვნენ ვეტერანი სპორტსმენები და თეზო ჯაფარიძის მეგობრები სხვადასხვა რეგიონიდან. ტურნირის გამარჯვებულები დღის ბოლოს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრება მე-12 წელია ტარდება. ვეტერანი მოთხილამურე თეზო ჯაფარიძე 2014 წელს მესტიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მის სახელს უკავშირდება სვანეთში ბევრი პროექტის განხორციელება.


14 თებერვალი 2026
სრულად
ჩხოროწყუში ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება

ჩხოროწყუში ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იწყება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ იზორიას ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების დათვალიერებას და ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნობა.

ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან, მერის პირველ მოადგილე ლაშა ჟვანიასთან, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებთან ერთად, გარახას უბანში ისტორიული მნიშვნელობის ნაჯაგუს ჯიხა დაათვალიერეს. ნაჯაგუს ჯიხები, როგორც თავდაცვითი საგუშაგო კოშკები მტრის შემოსევის დროს ერთ-ერთ თავდაცვის საშუალებად გამოიყენებოდა. ჯიხები XVI-XVII საუკუნეებითაა დათარიღებული.

მერმა კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა ასევე გარახაში, IV საუკუნის არქეოლოგიური ობიექტი ,,ხომაკირდე“.

მერმა კომისიის წევრებს დაავალა აღნიშნული ობიექტების მდგომარეობის შეფასება, მათი განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.

პირველ ეტაპზე იგეგმება ნაჯაგუს ჯიხებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნულ ობიექტებთან მისასვლელ პირობებს და გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის.

13 თებერვალი 2026
სრულად

დღის ამბები

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

9 ნოემბერი

პოლიტიკა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

12 ოქტომბერი