stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

8 ოქროს, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - რა შედეგებით დაბრუნდნენ აბაშელი სპორტსმენები საქართველოში

ზუგდიდში პროექტი Tech4Tourism დასრულდა - გამარჯვებულ გუნდს 10 000 ლარი გადაეცა

შამგონაში ავტომანქნას ცეცხლი წაეკიდა - გარდაცვლილია მამაკაცი

ბექა ვაჭარაძე: „ჩენი ახალგაზრდა სპორტმენების წარმატებები განსაკუთრებით საამაყოა და გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი მიღწევები გველოდება“

Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1770

ამბები სვანეთიდან

105

არჩევნები

355

ახალი ამბები

4409

დღის ამბები

2778

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

136

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

333

მთელი კვირა

1

მსოფლიო

135

პოლიტიკა

932

რეკლამა

697

საზოგადოება

235

სამართალი

193

სპორტი

245

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

  1. მთავარი
  2. პოლიტიკა

პოლიტიკა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.

„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალიბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითიიქნება.

თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.

აღნიშნულიპროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამითათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს. თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნა პრემიერმა.

12 ოქტომბერი 2026
სრულად
ირაკლი კობახიძემ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა

ირაკლი კობახიძემ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიმართა:

,,ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო - საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა, გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს” - თქვა კობახიძემ.

25 სექტემბერი 2026
სრულად
კულტურის მინისტრად პრემიერმა მაია ბითაძე დანიშნა

კულტურის მინისტრად პრემიერმა მაია ბითაძე დანიშნა

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

15 სექტემბერი 2026
სრულად
პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება

პაპუაშვილი: რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.

,,რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებით პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია. შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

31 აგვისტო 2026
სრულად
ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

27 აგვისტო 2026
სრულად
მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

მინდა საზოგადოებას ვაცნობო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს და თითოეულ ლიდერს.

„ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე, იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს, უკლებლივ ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რა დონეზეც ჩვენ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ - არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ქართველების, ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს შესახებ. დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. მადლიერი ვარ ყველა ამ გადაწყვეტილების, რითაც ამ საერთო დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან.

დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.

27 აგვისტო 2026
სრულად
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც  სახელმწიფო რწმუნებულებთან  სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს. 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. დაისახა სამომავლო გეგმები პრიორიტეტების განსაზღვრასთან, საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

26 აგვისტო 2026
სრულად
პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

პრემეირ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 131 ვაკანსია ცხადდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 131 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 3 ვაკანსიაზე გამოცხადდება: სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი - 1 ვაკანსია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური - 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური - 1 ვაკანსია.

აბაშა

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი აბაშის მუნიციპალიტეტში 16 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის და ურბანული განვითარების განყოფილება - 1 ვაკანსია; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება - 1; შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება - 1; ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის განყოფილება - 1; ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი მოსაკრებლის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტრატეგიული განვითარების განყოფილება - 1; მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება - 1; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა საქმეების განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება - 1; ასევე,

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო: აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილებება - 3 ვაკანსია.

მარტვილი

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 12 ვაკანსია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია: ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილება - 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება - 1; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება განყოფილება - 1; ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 2; ზედამხედველობის სამსახური - 1; კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება -1; საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება -1.

სენაკი

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტში 13 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 11 ვაკანსია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 - საკრებულოშია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - 1; ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური - 1; ზედამხედველობის სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი: სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში - 1; სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში - 1.

ფოთი

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში 25 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 22 ვაკანსია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 3 - საკრებულოშია.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია: ადმინისტრაციული სამსახური - 5 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის სამსახური - 4; კულტურისა და სპორტის სამსახური - 3; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 1; შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახური - 3; საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური -1; სსიპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური - 4;

ქალაქ ფოთის საკრებულო: საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებება - 3.

ხობი

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 - საკრებულოში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3; მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური - 1; მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური - 2; მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 3; მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1; მერიის ზედამხედველობის სამსახური - 1

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება - 1; საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -1

ზუგდიდი

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 18 ვაკანსია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 2; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 2; შესყიდვების სამსახური - 2.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება -1 ვაკანსია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება-1.

ჩხოროწყუ

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 10 პოზიციაზე გამოცხადდება, რომელთაგან 8 ვაკანსია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია - საკრებულოში.

ჩხოროწყუს მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2; მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური - 2; მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - 2;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო: საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 1; ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება -1.

წალენჯიხა

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი წალენჯიხის მუნიციპალიტეტეტში 9 პოზიციაზე გამოცხადდა, რომელთაგან 7 ვაკანსია წალენჯიხის მერიაში, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1;

მუნიციპალიტეტის საკრებულო: ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება-2.

მესტია

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ვაკანსიაზე გამოცხადდება, რომელთაგან 4 ვაკანსია მერიაში, ხოლო 1 საკრებულოში.

მესტიის მერია: ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური - 2; სოციალური დაცვის სამსახური - 2;

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი - 1.

20 აგვისტო 2026
სრულად
ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი დავით კოდუა განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან განმუხურის საზღვაო ზოლთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის და საკურორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ამჟამად კი განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისთვის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, მისი ღირებულება კი 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განმუხურის და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებაზე მუშაობს. პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები. გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის სრული განახლება. პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.

ამასთან ერთად მოხდება კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.

წინა ხელისუფლების დროს ანაკლია-განმუხურში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაჩქარებულად, სამშენებლო ვადების დარღვევით, უხარისხოდ ხდებოდა - ყველას გვახსოვს გახსნის იმიტაციის გამო უხარისხოდ აგებული საფეხმავლო ხიდი, რომელმაც რამდენიმე დღეში დაშლა დაიწყო და მისი სრული დემონტაჟი გახდა საჭირო. სწორედ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მუდმივად გვიწევდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ინტენსიური, ნაწილობრივი და დეტალური რეკონსტრუქციის ჩატარება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ანაკლია-განმუხურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, საქმის პროფესიონალების ჩართულობით, შესაბამისი პროექტირებით მოხდეს და არა ისე როგორც ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

18 აგვისტო 2026
სრულად
აფხაზეთის მეომართა კავშირი ბარამიძის განცხადებაზე: პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია

აფხაზეთის მეომართა კავშირი ბარამიძის განცხადებაზე: პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია

აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებას ავრცელებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და მათ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.

ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არამხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებნით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!

განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.

ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხდრო როლის მორალურად გამართლების გზით.

აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული!

აფხაზეთის მეომართა

კავშირის თავმჯდომარე

ანზორ მარგიანი

აფხაზეთის მეომართა კავშირის

მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე

ლევან ქეცბაია“ - წერია გავრცელბულ განცხადებაში.

6 აგვისტო 2026
სრულად
მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია

მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი პატივია და მეორე მხრივ დიდი გამოწვევაა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია. ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია. გამოწვევაა იმიტომ, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა და ამ გამოწვევის გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ ასე გამომივა, ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ.

მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ დაუღალავად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 ივლისი 2026
სრულად
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება, კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე იქნება, კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება

რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ამოცანაა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება.

„სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე, სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

„ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია“, - განაცხადა კობახიძემ.

29 ივლისი 2026
სრულად
რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდა, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა

რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდა, იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

29 ივლისი 2026
სრულად
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოსნკულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა, ის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. შესაბამის განცხადებას მინისტრი, სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

,,პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.

ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!” - წერს თინათინ რუხაძე.

28 ივლისი 2026
სრულად
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატური კვლევებს.

კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5 წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელ შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.

ეს შეზღუდვებია:

• უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა
• უცხოური ინვესტიციების კოდექსი
• მიწის საკუთრების შეზღუდვები
• სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები
• ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე
• ვალუტის კონტროლი
• კაპიტალის კონტროლი

ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით საქართველოს წარმატება კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებსაც.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.

სავალუტო ფონდის შეფასებით 2026 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 23,5%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 10 მილიარდ დოლარს. მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2026 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 10 მილიარდ 23 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2028 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2031 წელს კი 16 მილიარდი დოლარი გახდება.

9 ივლისი 2026
სრულად
ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი (გეგა) შენგელია, რომელიც ბოლოს გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდა პოლიტიკას ტოვებს. ინფორმაციას ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„დღეს მსურს გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება –

მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტო პოლიტიკური აქტივობა და ისევ კერძო სექტორში მოვსინჯო ჩემი ძალები.

პოლიტიკაში გატარებული წლები ჩემთვის იყო დიდი პასუხისმგებლობის, გამოცდილების, ადამიანებთან ურთიერთობისა და ქვეყნის სამსახურის შესაძლებლობა. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვისთანაც ამ გზაზე თანამშრომლობა და იდეების გაზიარება მომიწია“ - წერს გიორგი შენგელია.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე 2019 წელს წარადგინა, მმართველი გუნდის კანდიდატმა არჩევნებში 2019 წლის 19 მაისს გაიმარჯვა. გიორგი შენგელიამ თანამდებობა 2021 წლის 17 მაისს დატოვა და გადამდგარი, ყოფილი პრემეირ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. მოგვიანებით გიორგი შენგელიამ, ამჯერად გახარიას პარტიიდან იყარა კენჭი ზუგდიდის მერობისთვის, თუმცა არჩევნებში დამარცხდა.

18 ივნისი 2026
სრულად
სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

სააკაშვილი ენმ-ის ხობის ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს უპირისპირდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელს და ,,ნაციონალური მოძრაობის” ხობის რაიონული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს ია ჯიშკარიანს უპირისპირდება. ია ჯიშკარიანი ამჯერად გვარამია-მელიას პარტია ,,ახალს” წარმოადგენს.

,,აი ეს ქალბატონი ოდესღაც ჩვენი ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, მერე გილაურის ფულს გაჰყვა და მას შემდეგ აქტიურად გვგმობს. ახლა რასაც გულისხმობს არის ის, რომ ღირსეული არ ვარ და ციხეში უნდა დავრჩე. მოვუწოდებ "ახლების" ხობის ყველა ნორმალურ წარმომადგენელს, ამას გაემიჯნონ.

სინამდვილეში სულ მინდოდა მისი მოხსნა, ავტორიტეტის არ ქონის გამო, მიუხედავად იმისა რომ მუდამ მემლიქვნელებოდა და ხან ვინ დამატოვებინა ხან ვინ” - წერს მიხეილ სააკაშვილი მის ყოფილ თანაგუნდელზე.

4 ივნისი 2026
სრულად
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.

როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, სწამთ რომ მისი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა.

„თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.

გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია წერილში.

11 მაისი 2026
სრულად
ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.

„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.

დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

11 მაისი 2026
სრულად
„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს

„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან.
მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა.

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

11 მაისი 2026
სრულად

დღის ამბები

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

11 ნოემბერი

პოლიტიკა

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

დევნილებისთვის | რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

12 ოქტომბერი