აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

აბაშობის სახალხო დღესასწაული გაიმართა. ცენტრალურ პარკში, ადგილობრივი საბავშვო და ახალგაზრდული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა ფოლკლორული კონცერტი. გამოიფინა აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრები.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა წარმოადგინეს ეთნოკუთხეები, გაიმართა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო მოქალაქეები, რომელთაც ჯილდო აბაშის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადასცეს. ონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
სახალხო დღესასწაული „აბაშობა-2026“, ჯგუფ „ურსას“ გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.





