ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
134
ამბები სამეგრელოდან
1602
ამბები სვანეთიდან
96
არჩევნები
355
ახალი ამბები
4301
დღის ამბები
2588
დღის ფოტო
84
ეკონომიკა
125
ვიდეო ამბები
89
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
24
კულინარია
8
კულტურა
321
მთელი კვირა
1
მსოფლიო
132
პოლიტიკა
916
რეკლამა
697
საზოგადოება
211
სამართალი
182
სპორტი
237
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
34
ყვითელი ამბები
11
წარმატების ისტორია
9
ჯანდაცვა
2

„ბავშვთა ჯანმრთელობის კვირეულის“ ფარგლებში დიაგნოსტიკურ ცენტრ „ჯან-მედში“ ბავშვებს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ.
კვლევა ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეულ შეფასებასა და პრევენციას ისახავდა მიზნად.
პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, დიაგნოსტიკურმა ცენტრმა „ჯან-მედმა“ გერმანული კომპანია HUMAN GmbH, „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“-სთან ერთად განახორციელა.
უფასო კვლევების მიმდინარეობს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.
![ჯან-მედის ორგანიზებით ზუგდიდში მესამე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა [R]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F10%2Flela--960x540.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის ჯან-მედის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში თურქი პროფესორი — მედიცინის დოქტორი, შინაგანი დაავადებებისა და კლინიკური ონკოლოგი ნურულაჰ ზენგინი ადგილობრივ ექიმებს შეხვდა.
შეხვედრას 60-მდე ექიმი ესწრებოდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. თურქმა პროფესორმა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, თანამედროვე ტენდენციებსა და მიდგომებზე ისაუბრა.
1 ნოემბერს თურქი ექიმი მიღებას ჯან-მედში გამართავს. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 551 90 14 74 ან მიბრძანდეთ მისამართზე ქალაქი ზუგდიდი, გამარჯვების №32

დღეს ზუგდიდში, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონში მდებარე სამედიცინო ცენტრის 7M-ის წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფისი მერაბ კოსტავას 58 ნომერში, ცენტრალური ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს.
„ეს ოფისი არ არის შუამავალი წარმომადგენლობა, ეს იქნება პირდაპირ კლინიკის წარმომადგენლობა. სერვისი მოიცავს კლინიკის ვიზიტის დაჯავშნას, ტრაპიზონამდე ტრანსპორტირებას და ეს არ წარმოადგენს დამატებით მომსახურებას, ეს მომსახურება შედის საერთო თანხაში“ – აცხადებენ 7M-ის წარმომადგენლობაში.
გახსნის ცერემონიალს 7M-ის პროფესორები, ჰოსპიტლის მენეჯმენტი და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი ექიმები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
7M გთავაზობთ შემდეგი მიმართულებებზე სამედიცინო მომსახურებას: ტვინისა და ნერვის ქირურგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, შინაგანი დაავადებების მკურნალობა, ბავშვთა ჯანმრთელობა, ყელ-ყურ ცხვირის დაავადებები, უროლოგიის მიმართულება, უშვილობის პრობლემები, ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია, კარდიოლოგია, გულ-მკერდის ქირურგია, დერმატოლოგია, შინაგანი დაავადებების მკურნალობა, ზოგად ქირურგია, ტუპერკულიოზის მკურნალობა, ფსიქოლოგია, დიეტოლოგია, პლასტიკურ ქირურგია, თმის გადანერგვას და ა.შ.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ზუგდიდის სერვის ცენტრს მისამართზე: ზუგდიდი, კოსტავას 58, ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 544 44 22 03” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

9 აგვისტოს, ჩხოროწყუში რესტორან „კოჩანაში“ გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება.
რესტორნის სტუმრები იქნებიან ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ნიკოლ შოუ ( გია ნიკოლაძე) და იუმორისტი ჯაბოვიჩი (ჯიმი აბესაძე).
საღამოზე ასევე იქნებიანე საქართველოს დამსახურებული არტისტები: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ზურაბ კობეშავიძე და სხვები.
საღამოს ასევე გაალამაზებენ ჩხოროწყუს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
მაგიდის დასაჯავშნად დაუკავშირდით რესტორან „კოჩანას“: 032 2 11 41 42 ან 599 31 31 34

საპროდიუსერო კომპანია geo production რეგიონებში, ტურნეების ფარგლებში ზუგდიდელ ახალგაზრდებთან შესახვედრად ემზადება.
28 ივლისს ზუგდიდელ, ახალგაზრდებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ რესტორანი ,,ლაუნჯი”-ს ღია სცენაზე დაესწრონ ,,უწყვეტი მუსიკის საღამოს”
„ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ზუგდიდელისთვის მნიშვნელოვნად, პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქის მსმენელს ვაჩუქოთ ერთი ძალიან ლამაზი საღამო.
მე და DJ BaSsO ორი საათის განმავლობაში მაქსიმალურად დავიხარჯებით სცენაზე და თითოეულ, მოსულ სტუმარს ვპირდებით დაუვიწყარ, ენერგიულ და ყველაზე ხმაურიან საღამოს“- ამბობს, პროდიუსერი ბექა ლაგვილავა.
28- ივლისს 21:00 საათიდან
„რესტორან ლაუნჯი“-ს ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე Geo production- ის ცენტრალური DJ BaSso დაუკრავს.
დასწრება თავისუფალია.
პროექტის ოქროს სპონსორია კომპანია „ნილო სთარი“

5 აპრილს USAID-სა და წალენიჯიხის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გადორმდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს:
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ შეაჯამა საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიმოიხილა მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული შედეგები და წარადგინა ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები.
ღონისძიება მოიცავდა ახალი პარტნიორების წარდგენას და მათთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაცვლას, რითაც ოფიციალურად გაფორმდა ადიგენის, ასპინძის, დუშეთის, ხაშურის, ლაგოდეხის, ონის, ფოთის, შუახევის, სიღნაღის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დასაწყისი. მემორანდუმების გაცვლისას, ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ მოლოდინები პარტნიორობის მიმართ.
ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარლამენტის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, დეცენტრალიზაციის შემდგომი წინსვლის პროცესში.
„მოხარული ვართ, რომ დღეს, ოფიციალურად ვიწყებთ თანამშრომლობას დამატებით 11 მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, 28-ამდე გაიზარდა. ჩვენი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, ეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და უფრო მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებაში, რაც აუმჯობესებს საქართველოში ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას,“ აღნიშნა USAID-ის მისიის, დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარტნიორობის შესახებ საუბრისას.
მისასალმებელი ნაწილის შემდეგ, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც ხაზგასმულია ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და მიმოხილულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიზნები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებასა და კეთილდღეობის დონის ამაღლებაში, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებასა და ისტორიული მიზნისკენ – ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სწრაფვაში. ვიდეო პრეზენტაციისას, აღინიშნა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ასევე, ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების და ფინანსური რესურსების გაზრდის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეების საჭიროებებს. გარდა ამისა, ვიდეომ აჩვენა, თუ როგორ უწყობს ხელს პროგრამა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
წარმატებული თანამშრომლობის გაზიარების გაგრძელების მიზნით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას რუსთავის, ქუთაისის, ჩოხატაურის და დმანისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე. აღნიშნული დისკუსია მიზნად ისახავდა ახალი პარტნიორებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, პროგრამის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც თანამშრომლობს 28 მუნიციპალიტეტთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომებით და ადვოკატირებით, პროგრამა მუშაობს მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდაზე და მეტი ფინანსური რესურსის გადაცემაზე, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეთა საჭიროებებს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ: USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან USAID-მა 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუციების შექმნას; გაუმჯობესებულ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა საჯარო სერვისებს; ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოსახლეობისთვის; ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. ამჟამად, USAID 40 პროგრამას ახორციელებს: ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, განათლების, დემოკრატიული მმართველობის და მრავალი სხვა მიმართულებით. ყველა პროგრამა საქართველოს შიდა პრიორიტეტების საფუძველზე ირჩევა და მიზნად ისახავს ქვეყანის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გაძლიერებას, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
სამწუხაროდ ქართული ოცნება განაგრძობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და შეგნებულად უქმნის პრობლემას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საქართველოსადმი. USAID და სხვა დასავლური, დემოკრატიის მშენებლობისკენ მიმართული ორგანიზაციები, რუსული კანონის მიღების შემდგომ აღმოჩნდებიან უცხოური გავლენის მქონე აგენტები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლური სიკეთეების შემოსვლას საქართველოში. ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა შევუშალოთ ხელი რუსული კანონის მიღებას, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია. არა რუსულ კანონს!“ ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჭალეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ეწერფერდში შიდა საავტომობილო გზის 2,934 კმ მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინგორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„პროექტის ღირებულება შეადგენს 1 577 777 ლარს. პროექტი გარდამავალია და ის 2026 წელს დასრულდება. წლების მანძილზე სოფლის გზა პრობლემური იყო, რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევითა და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აღნიშნული პროექტი დაფინანსდა და სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო, ამ ეტაპზე გზის ვაკისის მოხსნა მიმდინარეობს” – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში რეკრეაციული ზონების მოწესრიგება მიმდონარეობს, ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„გუგე ცანავას სახელობის პარკში დაზიანებული ინვენტარი განახლადა. პარკის ტეტიტორიაზე 37 ახალი დასასვენებელი სკამი და ურნა განთავსდება.
ქალაქის რეკრეაციულ ზონებში დასასვენებელი სკამები და სხვადასხვა ინვენტარი ეტაპობრივად გამოიცვლება-აცხადებს წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.
მისივე განცხადებით, ჩვენი პრიორიტეტი არის რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ,რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ.
„წალენჯიხას ესთეტიკურად დახვეწილი ინვენტარი უხდება” -აცხადებს ხარჩილავა“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა ფოცხოეწერის მოსახლეობას შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ფოცხოეწერში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ფარგლებში ნებისმიერ დასახლებასთან. ფოცხოეწერის მოსახლეობის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე რეაბილიტირდა საავტომობილო გზა, მოწესრიგდა ჩამდინარე წყლები – ანუ კანალიზაცია.“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიისვე ცნობით ფოცხოეწერში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემას ასევე შეადგენდა სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
„ფოცხოეწერის დასახლება სასმელ წყალს 200 მ სიღრმიდან ღებულობს და მას ემსახურებოდა 70-იან წლებში დამონტაჟებული ძრავები, რომლებიც სრულიად ამორტიზირებული გახლდათ. ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და შეკეთების მომენტში მოსახლეობა უწყლოდ რჩებოდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სწრაფად მიიღო ამჯერადაც გადაწყვეტილება, ჩატარდა დაპროექტების სამუშაოები და შეძენილ იქნა 2 ახალი ძრავი, რომელიც დამონტაჟდა, გამოიცადა და დღეს მოსახლეობა სრულად იქნა უზრუნველყოფილი”- აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.
პროექტის ღირებულება 55 ათას ლარს შეადგენს. ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა კი სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.“ – წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ქალაღალის უბანში სამანქანე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 კმ მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრველებს.
უწყებისვე ინფორმაციით: „სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს – 2 109 081 ლარს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ქალაღალის უბანში იმყოფებოდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„ქალაღალიდან ძალიან ახლოს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზი. მუნიციპალიტეტის მერიის და ზოგადად სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად მიმაჩნია ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სრული მხარდაჭერა რაც უნდა გამოიხატოს მათთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნაში. ამ მიმართულებით, მთავარი არის გზა, მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ეს საკითხი და გზის მშენებლობა დაწყებულია.
ეს მოსახლეობა 40-მდე კომლი,წლიდან-წლამდე,არჩევნებიდან არჩევნებამდე შეაჩვიეს ცრუ დაპირებებს.
პირველივე დღიდან ჩვენი პრიორიტეტი გახდა სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ გზის მშენებლობა ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.
ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ გრძელვადიანი პერსპექტივებით და ყველა პირობას უნდა ვუქმნიდეთ მოსახლეობას, სოფლის მოსახლეობას,რომ ისინი არ მოწყდნენ სოფელს , დარჩნენ სოფელში, გააძლიერონ საკუთარი მეურნეობა და მათ გააძლიერონ ზოგადად,ქართული სახელმწიფო”- განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.” წერია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში, აუტიზმის ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, აუტისტის სპექტრის ბენეფიციარებს მოემსახურება. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ცენტრში, რომელიც მერიის დაქვედებარებაში იქნება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სხვადასხვა თერაპიას სრულიად უფასოდ მიიღებენ.„კვლევებით გამოიკვეთა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა წალენჯიხაში აუციელებლია. მსგავსი ცენტრი ზუგდიდში არსებობს, რომლის ბენფიციარიც 12 წალენჯიხელი ბავშვია, თუმცა, რეალურად, მსგავსი ტიპის მომსახურეობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სამჯერ მეტს სჭირდება”, – ამბობს წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული.“ – ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

განახლებული სპორტკომპლექსი „ბაია“, მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს ყოველთვიურ აქციებს შესთავაზებს, დეკემბრის თვის შეთავაზება კი 1+1 აქციაა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში მეორე იგივე პაკეტის საჩუქრად გადაცემას. „ბაიაში“ მიმდინარე სიახლეზე ინფორმაცია stv.ge-ს პორტკომპლექსის პიარ მენეჯერმა ნინო ფიფიამ მიაწოდა.
„ჩვენ მრავალი მიმართულებით, გვაქვს სიახლე და ამაზე თქვენთანაც ვრცლად ვისაუბრეთ. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ მართლაც, რომ გრანდიოზულ, წინასაახალწლო 1+1 სააქციო შეთავაზებაზე. რას გულისხმობს ეს შეთავაზება: მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს ფიტნენისის, აუზის, ან ორივეს ერთად მომსახურებას, ჩვენ მას საჩუქრად გადავცემთ ზუსტად იგივე მეორე პაკეტს, რომელსაც აჩუქებს, ოჯახის წევრს, მეგობარს, საყვარელ ადამიანს ან ვისაც მოისურვებს. ფაქტიურად გამოდის რომ ერთის ფასად ყიდულობს ორს. მსგავსი შეთავაზება ზუგდიდში ამ სფეროში არავის ქონია, ეს არის ყველაზე მასშტაბური აქცია, წინ ახალი წლის დღეებია და გვინდა ამ საჩუქრებით გავახაროთ მოქალქეები, გაუკეთონ მათთვის ძვირფას ადამიანებს სიურპრიზი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული“ – განაცხადა ნინო ფიფიამ.
შეგახსნებთ, რომ სპორტკომპლექსმა ბაიამ ახალი ეტაპი დაიწყო, კომპანიამ რებრენდინგი უკვე განახორციელა. განახლებული „ბაია“ მომხმარებელს ბევრ სიურპრიზს და სიახლეს ჰპირდება. დაგეგმილია კორპორატიული მიმართულებით შეთავაზებებიც.

,,შეხვედრის თემა ჯაღირა-ობუჯის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და ხიდის რეაბილიტაცია გახლდათ.
აღსანიშნავია,რომ უგზოობის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს და საკითხი ამ დრომდე ვერ მოგვარდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაპროექტების სამუშაოები,რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი ობუჯი-ჯაღირას დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
რაც შეეხება საავტომობილო გზის რეაბილიტაციას,მერიამ ეს საკითხი უკვე გაითვალისწინა,პროექტი შეტანილია 2024 წლის,რეგიონული განვითარების ფონდით, განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხაში.
შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, წალენჯიხის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან,დავით მესხია ესწრებოდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
გიორგი ხარჩილავას თქმით, მთავარ,პირველი რიგის პრიორიტეტს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს და ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების საფუძველზე.” ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრველებულ განცხადებაში.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„შეხვედრის თემა ჯაღირა-ობუჯის დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და ხიდის რეაბილიტაცია გახლდათ.
აღსანიშნავია,რომ უგზოობის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს და საკითხი ამ დრომდე ვერ მოგვარდა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაპროექტების სამუშაოები,რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი ობუჯი-ჯაღირას დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
რაც შეეხება საავტომობილო გზის რეაბილიტაციას,მერიამ ეს საკითხი უკვე გაითვალისწინა,პროექტი შეტანილია 2024 წლის,რეგიონული განვითარების ფონდით, განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხაში.
შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, წალენჯიხის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან,დავით მესხია ესწრებოდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
გიორგი ხარჩილავას თქმით, მთავარ,პირველი რიგის პრიორიტეტს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს და ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების საფუძველზე.“ ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრველებულ განცხადებაში.
![„სპორტკომპლექს ბაიას“ ახალი მენეჯმენტი ჰყავს – გეგმები, განახლებული გარემო და სიურპრიზები მომხმარებელს [ინტერვიუ]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2023%2F12%2F%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%95-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-960x540.jpg&w=3840&q=75)
სპორტკომპლექსი ბაია ახალ ეტაპს იწყებს, კომპანიამ რებრენდინგი უკვე განახორციელა. განახლებული „ბაია“ მომხმარებელს ბევრ სიურპრიზს და სიახლეს ჰპირდება. დაგეგმილია კორპორატიული მიმართულებით შეთავაზებებიც. კომპანიის გეგმებზე და სიახლეებზე „ბაია სპორტკომპლექსის“ პიარ მენეჯერი ნინო ფიფია გვესაუბრება:
სპორტკომპლექსი ბაია ახალ ეტაპს იწყებს – რა გეგმები გაქვთ? და რა შეიცვალა თქვენთან?
– მოგესალმებით. მადლობას გიხდით თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოგახსენებთ რომ, ჩვენი მრავალთვიანი მუშაობის და დაკვირვების შემდეგ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. სპორტკომპლექსი დეკემბრის თვიდან განახლებული მენეჯმენტითა და განახლებული ფასთა პოლიტიკით განაგრძობს მუშაობას, კომპანია იქნება მეტად ლოიალური და მომხმარებელზე მორგებული, რაც გულისხმობ იმას, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანს ყველაფერი კომფორტულ და ადაპტირებული გარემოში დახვდება.
რატომ გახდა აუცილებელი რებრენდინგი?
– ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანიაში არსებული სხვადასხვა მიმართულებები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, რაც მომხმარებლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და ხელსაყრელი…
რა მიმართულებებს აერთიანებს თქვენი სპორტკომპლექსი და რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს დაკავდეს ფიტნესით, ცურვით, იოგით, საუნით და რაც უკვე მასშტაბურად ცნობილია, ფეხბურთით. ჩვენი კომპლექსი ერთადერთია რეგიონში თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით.
ფასების პოლიტიკა ახალ მენეჯმენტამდე იყო ძალიან განსხვავებული და მომხმარებლისთვის რთულად გასაგები თუ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
– მადლობას გიხდით საინტერესო კითხვისთვის. დიახ, ჩვენ ამაზეც ვიმსჯელეთ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამგვარად ,თუ ადრე საათობრივი ფასების ცხრილი იყო და ადამიანს კონკრეტული დრო ჰქონდა ეს ყოველივე შეიცვალა და ახლა მას შეუძლია ჩვენი 3 პაკეტიდან აირჩიოს ერთ-ერთი და თვითონვე განსაზღვროს რა დროს, რომელ მოვა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, კონკრეტულად, მას შეუძლია აირჩიოს 8 ან 12 ვიზიტი, ან ულიმიტო თვის განმავლობაში. ფასთა პოლიტიკა ჩვენთან მეგობრული გახდა, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელზე მორგებული და ხელმისაწვდომია. ეს ყოველივე ბაზრის კვლევებზე დაყრდნობით, ანუ, არსებული სპორტული დარბაზის და საცურაო აუზების ფასთან მიმართულებაში განისაზღვრა, რაც ბევრად ნაკლებია, საუბარია როგორც სპორტზე, ისე სპა მიმართულებებზე…
რა სიახლეების დანერგვას გეგმავს კომპანია?
– ჩვენთვის უმთავრესი ხარისხია, ამიტომაც ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მოწესრიგდა სპორტკომპლექსის გარე სივრცე, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიტნეს სივრცეს და გავზარდეთ სივრცე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჯანსაღი კაფის გახსნაზე, რითაც ჩვენი მომხმარებელი და არა მარტო, არამედ გარე პირებიც ისარგებლებენ… ეს იქნება ინტეგრირებული სივრცე სადაც ადამიანს შეეძლება ივარჯიშოს სპორტით დაკავდეს, ჯანსაღი საკვები მიირთვას, მეგობრებბი ჩამოსხდნენ და განიტვირთონ, ამდენად ჩვენ სრულიად განახლებული გარემოში ველოდებთ ჩვენ მომხმარებელს.
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას თუ გეგმავთ?
– მადლობას მოგახსენებთ ისევ და ისევ ძალიან საინტერესო და საყურადღებო კითხვისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისარგებლებენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახები ისე მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი სერვისებით, იყო ახალი მენეჯმენტის მხრიდანა მ საკითხზე ხაზგასმა, რომ ჩვენ აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა და გარკვეული ჯგუფებისთვის შედგეთავაზებინა სხვადასხვა აქციები.
საახალწლო სიურპრიზს თუ უმზადებთ ზუგდიდელებს?
– ზუგდიდელებს და არამარტო, მათ, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ ჩვვენს მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც. ჩვენ საახალწლოდ ძალიან ბევრ და საინტერესო ამბები გვექნება თანამოქალაქეებისთვის და უმჯობესი იქნება ყოველივე სიურპრიზად დავტოვოთ. იქნება გათამაშებები, ასევე წლის ყელაზე გრანდიოზული შეთავაზება, ასე რომ დაგველოდეთ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ უკრაინის ამბებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა, მერი უკრაინაშვი ჩასვლას აანონსებს. ინფორმაცის წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ისაუბრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ გაწეულ მხარდაჭერაზე, წალენჯიხა-იავოროვის დამეგობრების მნიშვნელობაზე და იმ ჰუმანიტარულ, თუ სხვა სახის ქველმოქმედებაზე, რასაც მისი ხელმძღვანელობით აკეთებს მუნიციპალიტეტი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გამოთქვა ინიციატივა და მოუწოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და საზოგადოებას, რომ დაიმეგობრონ უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, გაუწიონ დახმარება ობლად დარჩენილ უკრაინელ ბავშებს და იზრუნონ მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ასევე მერი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებს.
მერმა დააანონსა, რომ კიდევ ერთხელ ჩავა უკრაინაში და თავად ჩაიტანს საზოგადოების მიერ შეგროვილ ჰუმანიტარულ ტვირთს.
გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში,სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ჩარიცხონ თანხა.
მიმღები ბანკის კოდი-BAGAGE22
მიმღების დასახელება-ააიპ სგფ წალენჯიხა
მიმღების ანგარიში-GE74BG00000005338606609GEL“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

წალენჯიხის მუნიციპალოტეტში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,აღნიშნული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შშმ რეაბილიტაციის ცენტრი მერიის დაქვემდებარებაში იქნება და ბავშვები სხვადასხვა თერაპიის კურსს უფასოდ გაივლიან.
ცენტრი ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგადი უნარებისა და შესაძლებლობების განვთარებას. ბენეფიციარები გაივლიან ყველა საჭირო რეაბილიტაციის პროგრამას. რეაბილიტაცია-აბილიტაციის კურსს გაუძღვებიან შესაბამისი კვალიფიკაციური სპეციალისტები.” – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული აგრო ტექნიკის კომპანია „აგრომოტორსი“ აზერბაიჯანშიც წარმატებით საქმიანობს
„აგრომოტორსი“ როგორც „ჯონ დირი“-ს დილერი აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ ფერმერებს თურქეთში, ბამბის ამღები ახალი კომბაინის მუშაობას პროცესს აცნობს.
ადგილზე ფერმერებთან ერთად, კომპანიის ხელმძღვანელი აკაკი გოგსაძე იმყოფება.
ქალაქ კუშადასში ფერმერები ტექნიკის პრეზენტაციას დაესწრნენ, ჩაუტარდათ ტრენინგები და მუშაობის პროცესს საველე ვითარებაში გაეცნენ.
აღნიშნული პროგრამა კომპანია „John Deree“-ს ორგანიზებით იმართება.

„აგრომოტორსი“-ს ხელმძღვანელი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიწოდებული John Deere-ს ბამბის ამღები კომბაინის აწყობის პროცესს ადგილზე ეცნობა
ქართული აგრო ტექნიკის კომპანია „აგრომოტორსი“-ს ხელმძღვანელი აკაკი გოგსაძე ადგილზე ეცნობა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიწოდებული John Deere-ს 9970 მოდელის, ბამბის ამღები კომბაინის აწყობის პროცესსა და კრეფის ხარისხს.
ცნობისთვის, ქართული კომპანია „აგრომოტორსი“ აზერბაიჯანში,მსოფლიო აგრო ტექნიკის ბრენდის „John Deree“-ს ოფიციალური დილერი უკვე მეორე წელია გახდა. კომპანია აზერბაიჯანელ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან აგრო ტექნიკას სთავაზობს და წარმატებით საქმიანობს ,როგორც ქართულ ასევე აზერბაჯანული ბაზარზეც.

პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბარათების გაცემა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
,,აღსანიშნავია, რომ ბარათების გაცემა 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს გაიცემა კვების ბარათი მათთვის ვინაც ვერ შეძლო ბარათის აღება.
უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა.
აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ.
კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი.
წელს საჯარო სკოლებში 289 პირველკლასელი დარეგსტრირდა.” ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვარ ჩემს საყვარელ ზუგდიდში, ჩემს ხალხთან და ვაკეთებ საყვარელ საქმე“ – ეს სიტყვები ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელს ცირა გელენავას ეკუთვნის, რომელიც წლებია ზუგდიდელი ქალბატონებისა და მამაკაცების სილამაზეზე ზრუნავს და მათ უმაღლესი ტექნოლოგიებისა და პრეპარატების გამოყენებით სხვადასხვა პროცედურებს სთავაზობს.
ცირა გელენავა ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ზუგდიდის წარმომადგენლობაში ყოველი თვის დასაწყისში ჩამოდის და მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ცირა ამჟამად 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ზუგდიდში წარმოდგენილი.
ცირა გელენავას ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
აკნეს მკურნალობა, სახის წმენდა, პილინგი, კანის ბუკალური მასაჟი, მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, სკლეროთერაპია, ბოტოქსია, სახის კონტური/აღდგენა, ცხვირ – ტუჩის ნაოჭის შევსება.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ წინასწარ 𝟓𝟕 𝟐𝟐 𝟒𝟗 𝟒𝟗 ან მოგვწერეთ Center of Aesthetic Medicine • Dr. Tsira Gelenava – ევროპული ხარისხი ესთეტიკიურ მედიცინაში
ცირა გელენავასთან მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და სულ აქციებია.
ცირა გელენავას ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ყველა პროცედურაზე მოქმედებს საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადება.