ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
140
ამბები სამეგრელოდან
1720
ამბები სვანეთიდან
104
არჩევნები
355
ახალი ამბები
4359
დღის ამბები
2720
დღის ფოტო
86
ეკონომიკა
134
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
26
კულინარია
9
კულტურა
331
მთელი კვირა
1
მსოფლიო
134
პოლიტიკა
931
რეკლამა
697
საზოგადოება
231
სამართალი
187
სპორტი
243
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
38
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, პარლამენტის წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების პარალელურად დადიანების ეკატერინესეული სასახლის ფასადზე 3D ინსტალაცია მოეწყო.
საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა:
რობერტ აბსანძეს - მხატვარ-კერამიკოსს, მოქანდაკეს, ტრადიციული ხალხური რეწვის ასოციაციის წევრს, ზუგდიდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის-ხელოვნებისა და კულტურის კერა „ორკოლ სტუდიას“ შემქმნელს. ხელოვანს, რომლის შემოქმედება ეფუძნება ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას, კერამიკის ისტორიული ტრადიციების, ფორმების, ორნამენტებისა და ტექნოლოგიების შესწავლასა და პოპულარიზაციას. კოლხური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იური გუგუჩიას - ინჟინერ-მექანიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, სხვადასხვა წლებში ელექტროსადგურ „ენგურჰესის“ მშენებლობის უფროსის პირველ მოადგილეს, ელექტროსადგურ „ვარციხე ჰესის“ მშენებლობის ორგანიზატორს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ზუგდიდის გამგებლისა და სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, საპატრიარქოს ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ენერგეტიკის საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაწეული მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
თორნიკე (სოსო) კილასონიას - ტექნიკურ მუშაკს, კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთგული საქმიანობისთვის, ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამორჩეულ პიროვნებას.
ავთანდილ გახოკიძეს - საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძალოსნობაში, სხვადასხვა წლებში საქართველოს ეროვნული ძალოსნობის ნაკრებისა და საქართველოს ძალოსნობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის რვაგზის მფლობელს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ღირსების ორდენის მფლობელს, მრავლგზის ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელსა და მასწავლებელს, ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის.
იღუმენია დინარს - (ერობაში დარეჯან ქვარაიას) ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მრავალწლიანი თავდადებული სასულიერო მსახურებისთვის, კორცხელის დედათა მონასტერში გაწეული ნაყოფიერი სულიერი ღვაწლისთვის, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. დედა დინარი, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგული მსახურებისა და სულიერი ღვაწლისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
დავით ნარმანიას - მეცნიერს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს, პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს. ოთხმოცდაათზე მეტი სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორს და თანაავტორს. სხვადასხვა წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს. დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს.
ზურაბ გუგუჩიას - მეცნიერს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორს, ამავე უნივერსიტეტის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორს, შვეიცარიის უდიდესი სამეცნიერო ცენტრის პაულ შერერის ინსტიტუტის თანამშრომელს, 2026 წლის აპრილიდან შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ზეგამტარობისა და მაგნეტიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების ავტორს, სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდოს ორგზის მფლობელს, ბერკლის, პრინსტონისა და ტოკიოს უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობით გამორჩეულ მეცნიერს, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, წინანდლის საერთაშორისო პრემიის მფლობელსა და ღირსების ორდენის კავალერს, ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში, კვანტურ მასალებში ზეგამტარობასა და მაგნეტიზმს შორის ურთიერთკავშირის კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული მაღალი აღიარებისთვის.
გიორგი ყუფუნიას - პროფესიით სასოფლო - სამეურნეო დარგის წარმომადგენელს, ქველმოქმედებით გამორჩეულ პიროვნებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ინიციატორსა და ქტიტორს.
კობა შანავას - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ტრანსპლანტოლოგს, საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელს, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს.
ავთანდილ დანელიას - ვეტერან ფეხბურთელს, გამორჩეულ ფეხბურთელთა არაერთი თაობის აღმზრდელს, სხვადასხვა წლებში „დინამო ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ „ლაზიკას“ მწვრთნელს, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეს, მრავალწლიანი სპორტული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ზუგდიდის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და სპორტული ტრადიციების განმტკიცებისთვის.
დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა:
მერი ჭანტურიას - ექიმ-თერაპევტს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ადამიანს, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტია ემსახურება მედიცინას და დღემდე მუშაობს ოჯახის ექიმად კორცხელის საექიმო ამბულატორიაში;
დოდო გეთიას - პედაგოგს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მფლობელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობისთვის, უცხო ენების სწავლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მზია მატკავას - პედაგოგს, სამუსიკო ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თავისი საქმის პროფესიონალს, მუსიკის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, რომელმაც მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობით ცოდნა, გამოცდილება და მუსიკისადმი სიყვარული არაერთ თაობას გაუზიარა. ქალაქის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გოგი ანჩაბაძეს - ისტორიკოსს, პედაგოგს, სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის, პედაგოგთა საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტისა და პროფესიული საქმიანობის მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი ერთგულებითა და პედაგოგიური ღირსებით წარმართვისთვის. მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, ასევე ორგანიზატორული და მენეჯერული საქმიანობისთვის.
ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო-ნიკოლოზ ნიკვაშვილის დირიჟორობით და ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია”. ღონისძიების წამყვანი გიორგი კალანდია იყო.
![3D ინსტალაცია დადიანების სასახლის ფასადზე [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F09%2F815468521_1598400415633272_857184071140783520_n-1790013732634.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონილზე დადიანების ეკატერინესეული სასახლის ფასადზე 3D ინსტალაცია მოეწყო.

ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას მიერ ზემო სვანეთში გადარებული ქორულდის ტბები და თეტნულდის მყინვარი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი დამღრმავებელი გემი შევიდა.
მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურს მსოფლიოში აპრობირებული, ე.წ "ლენდლორდის", მოდელით აშენებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა.
მთავრობის მეთაური 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, პატლამენტის წევრ, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.
ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.
საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.

გაზაფხული ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში განსაკუთრებულად ლამაზია.
რობერტ ჭურღულიას ფოტოები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, ნიკო ნიკოლაძის კოშკზე, ფოთის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, პატრიარქის ბანერი გამოიფინა.
![სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2F2-1774079831887.jpg&w=3840&q=75)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.
![თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრიარქის პანაშვიდს დაესწრო [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2F655008769_1342528787906444_3297259307661840046_n-1773997023789.jpg&w=3840&q=75)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო.
ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.
![სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F03%2Fphoto_5_2026_03_03_17_31_48-1772605617688.jpg&w=3840&q=75)
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე, ცნობილი „პინგვინის“ კაფის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხესიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ I-IV საუკუნეებით თარიღდება.ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს რომალული მონეტა და ლითონის ლურსმნის თავები. არქეოლოგიური სამუშაოები ოკუპირებული სოხუმის სანაპირო ზოლზე ერთი კვირაა მიმდინარეობს - საერთო ჯამში აღმოჩენილია უძველესი ამფორების ფრაგმენტები, ორნამენტებით მორთული წითლად მოჭიქული კერამიკა, უძველესი კერამიკული ხელსაბანი.
არქეოლოგიურ სამუშაოებს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის დეკანი ალიკ გაბელია ხელმძღვანელობს.

დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ნიკოსეული სასახლის სარდაფში მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა - დადიანების მარანი გაიხსნა. ახალი საგამოფენო სივრცე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია ადგილობროვებისთვის, შიდა მოგზაურებისა და ტურისტებისთვის.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მეგრული მარანი და სამეგრელოში არსებული ვაზის ჯიშების გავრცელების არეალის შესახებ ინფორმაცია.
გამოფენაზე ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ღვინის დაყენების კულტურასა და ტრადიციებს, მოისმენენ ლექციას ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ლეგენდებისა და ადათ-წესების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დადიანების ოჯახის ღვინის წარმოების ინდუსტრია. დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე დააგემოვნოს ოჯალეშის ღვინო.
გამოფენის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
![გემო ფესტი მესტიაში [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2F639163203_1577471267163556_4104808887173093360_n-1771832337648.jpg&w=3840&q=75)
მესტიამ გემო ფესტს უმასპინძლა.
ფოტოები მესტიიდან

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული.
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.
ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.
დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტირება მოიცავს არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.
გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.
ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

ნაძვის ხეები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
![საახალწლოდ მორთული ზუგდიდი [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F12%2Fimg_5708-1766783876826.jpeg&w=3840&q=75)
ფოტორეპოტაჟი საახალწლოდ მორთული ზუგდიდიდან
![ზუგდიდში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლებმა იმღერეს [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F09%2F541679513_1188306459991373_4160235142748540040_n-960x640.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდის კლასიკური მუსიკის IV ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ნადარაია, დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე ოპერის მსოფლიო დონის შემსრულებლები – ნინო სურგულაძე, ოთარ ჯორჯიკია, იანო ალიბეგაშვილი, არმაზ დარაშვილი და მამუკა ლომიძე წარსდგნენ. საღამო მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა.
ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნა, პირველი კონცერტი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით ჩატარდა.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა.
![პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი გახსნა [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F08%2FIMG_0991-960x540.jpeg&w=3840&q=75)
სპორტი უნივერსალური ენაა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან; ჩვენი ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შევუქმნათ და ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა სამეგრელოს სპორტულ ტრადიციებსა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა სპორტის განვითარების ხელშესაწყობად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
„სამეგრელომ საქართველოსა და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა – ნონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე. ამ კუთხის შვილებმა ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. ამ თანამედროვე, ევროპული დონის სივრცეში ნებისმიერი ასაკის ადამიანს – პროფესიონალ სპორტსმენს თუ მოყვარულს – შეეძლება ივარჯიშოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. დიდი და მცირე საცურაო აუზები, რომლებიც წყალბურთის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფიტნესისა და ძალოსნობის დარბაზები – ეს ყველაფერი ჩვენს ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სპორტკომპლექსი იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. სპორტკომპლექსის გვერდით ასევე აშენდება კალათბურთის დარბაზი, პადელის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება. მასობრივი თუ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ჩვენი საამაყო სპორტსმენების სათანადოდ დაფასება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით მუდმივად მზარდია სპორტის ბიუჯეტი, ასევე შექმნილია ცალკე სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში სპორტის განვითარებას უზრუნველყოფს.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა პროგრამაზე, რომლის საფუძველზეც ყველა მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს როგორც მაღალი მიღწევების სპორტის, ისე მასობრივი სპორტის განვითარებას.
„სპორტის განვითარება ნიშნავს არამარტო სპორტულ მიღწევებს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, უფრო ჯანმრთელ მომავალ თაობებს და მომავალშიც ეს ყველაფერი იქნება ჩვენი პრიორიტეტი. საქართველო დღეს არის პატარა ქვეყანა დიდი სპორტული მიღწევებით და საქართველო უნდა იქცეს პატარა ქვეყნად უმაღლესი სპორტული მიღწევებით, მათ შორის, სპორტის გუნდურ სახეობებშიც და ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, ინვესტიციები. ინვესტიცია სპორტში – ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაში, ჩვენს მომავალ ჩემპიონებში. ამავე დროს სპორტის განვითარება ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, სპორტში ინვესტიციას აქვს მრავალმხრივი დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ზუგდიდის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრ რევაზ სოხაძეს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და საქართველოს მრავალწლიან საიმედო პარტნიორს – აზიის განვითარების ბანკს – მადლობა გადაუხადა.
ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 27 მილიონ ლარამდე შეადგინა.
![ზაფხულის პირველი კოცერტი მალთაყვაში და განახლებული სანაპირო [ფოტორეპორტაჟი]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F07%2F523263427_1245029784302028_8065555141053280632_n-960x540.jpg&w=3840&q=75)
ფოთის მერიის ორგანიზებით, მალთაყვის განახლებულ სანაპირო ზოლზე ზაფხულის პირველი კონცერტი ჩატარდა. კონცერტი ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ჯაზ-ბენდმა „PJ Band“ გახსნა.
გალა კონცერტზე კი თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი, ბენდი ,,კაი ტიპები”, ბენდი 1/4 და ლინდა ადამია წარსდგნენ.