დადიანების მარანი - მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა გაიხსნა

დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ნიკოსეული სასახლის სარდაფში მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენა - დადიანების მარანი გაიხსნა. ახალი საგამოფენო სივრცე მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია ადგილობროვებისთვის, შიდა მოგზაურებისა და ტურისტებისთვის.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მეგრული მარანი და სამეგრელოში არსებული ვაზის ჯიშების გავრცელების არეალის შესახებ ინფორმაცია.
გამოფენაზე ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ღვინის დაყენების კულტურასა და ტრადიციებს, მოისმენენ ლექციას ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ლეგენდებისა და ადათ-წესების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დადიანების ოჯახის ღვინის წარმოების ინდუსტრია. დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე დააგემოვნოს ოჯალეშის ღვინო.
გამოფენის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









