ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ, ᲒᲘᲝᲠᲒᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, 232 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲨᲔᲘᲬᲧᲐᲚᲐ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 ადამიანი შეიწყალა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




