სენაკის მერიის ახალგაზრდული საბჭო პროექტს ,,იპოვე შენი პროფესია” ახორციელებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს ,,იპოვე შენი პროფესია’’ ახორციელებს.
,,პროექტის მიზანია - ახალგაზრდების პროფესიული თვითგამორკვევის ხელშეწყობა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა - სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფოტმაციის მიწოდება და პრაქტიკული გამოცდილების გაზუარება, რაც დაეხმარება მათ გააზრებული კარიერული არჩევანის გაკეთებაში.
პროექტის სამიზნე ჯგუფებია 15 -18 წლამდე ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ გადელიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯუმბერ ტყებუჩავასთან, საგანმანთლებლო რესურსცენტრი, სენაკის ტექნოპარკის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის პროფესიული სასწავლების სენაკის წარმომადგენლობასთან.
პროქტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებმა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები კარიერული ზრდისა და განვითარების კონსულტანტთან, სადაც შეისწავლეს რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრებისთვის საჭირო უნარების დაუფლება, გაეცნენ კერძო და საჯარო სექტორში კადრების კარიერული ზრდის ეტაპებს და კრიტერიუმებს.
ახალგაზრდებს ტრენინგები ჩაუტარდათ მომავლის პროფესიებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მეწარმეობაში, სოფლის მეურნეობაში და აიტი ტექნოლოგიებში. ახალგაზრდებს პრაქტიკული სესიები ჩაუტარდათ რობოტექნიკასა და ლაზერულ ჭრაში.
ჯამში ჩატარდა: 5 ტრენინგი, 3 ლაბორატორიული სამუშაო, ერთი ვებინარი და ერთი მასტერკლასი. მოეწყო გასვლითი ვიზიტი წარმატებულ მეწარმეებთან - ახალგაზრდებს მეფუტკრეობაზე, ძველ სენაკში სემინარი ჩაუტარა გიგა ჩემიამ, პროექტის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ ქალაქ ზუგდიდში კერამიკის ლაბორატორიაში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დეფიციტურ პროფესიებზე, რა გავლენა აქვს ახალგაზრდებში პროფესიების სწორად არჩევას. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებს და მათ გადაჭრის გზებს, ასევე შეეხნენ თანამედროვე ტენდეციებს შრომის ბაზარზე” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





















