ექიმები ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში კონფერენციას დაესწრნენ

ექიმები ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში კონფერენციას დაესწრნენ

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში ექიმების საერთაშორისო კონფერენცია „ექიმები ექიმებისთვის“ გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

კონფერენცია ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის „ჯან-მედისა“ და ა(ა)იპ ონკოჰემატოლოგიური ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწე და ასევე ზუგდიდში მცხოვრები დევნილი ექიმები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მერის მოადგილე გიორგი ხვიჩია და საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ედიტა კოდუა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაცნობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის აღინიშნა ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო.

კონფერენცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

2 მაისი 2026
სრულად
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეთა მიღება ზუგდიდში გამართა

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეთა მიღება ზუგდიდში გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, თბილისის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში აგრძელებს.

აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

2 მაისი 2026
სრულად
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ა/რ მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ა/რ მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად ირაკლი ბაღათურია წარადგინა .

ახლად დანიშნული წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარემ თანამშრომლებს წარუდგინა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განსახორიცელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021-2025 წლებში იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.

2 მაისი 2026
სრულად
ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა [ფოტო]

ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა [ფოტო]

დროებით ოკუპირებული აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას აფხაზუტი ტელეგრამ არხები ავრცელებენ. დრონის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონში იპოვეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. 

ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის მოძრაობაა დაფიქსირებული. 

ოჩამჩირეში დრონმა ელექტრო გადამცემი ხაზიც დააზიანა.

ვრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში - თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ჩამოთვლილ რაიონებში დრონის ფრაგმენტების პოვნა ვერ შეძლეს, შესაბამისად - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

 „დრონების საფრთხის“ გამო ფსოუს ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობაც შეჩერდა.

4 მარტი 2026
სრულად
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 300 ათას ტონაზე მეტი მიმოზა შევიდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 300 ათას ტონაზე მეტი მიმოზა შევიდა

თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სოჭის საბაჟომ ქალთა საერთაშორისო დღისთვის განკუთვნილი 300 ტონაზე მეტი აფხაზური მიმოზა გააფორმა. ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ რუსეთის საბაჟოს უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ყვავილები რუსეთის ყველა რეგიონში შედის. მიმოზას ტვირთს განსაკუთრებული პირობები სჭირდება: სპეციალისტები დახურულ სატრანსპორტო საშუალებებში დაბალ ტემპერატურაზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, რომ მყიფე ტვირთი ახლად შენარჩუნდეს.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ყვავილი, ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ რეგიონს მიეწოდება.

გასულ 2025 წელს აფხაზეთიდან რუსეთში კრასნოდარის მხარის გავლით სულ 400 ტონაზე მეტი მიმოზა შეიტანეს.

4 მარტი 2026
სრულად
სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]

სოხუმნში კაფე „პინგვინთან“ უძველესი ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს [ფოტორეპორტაჟი]

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე, ცნობილი „პინგვინის“ კაფის მიმდებარედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხესიმაგრის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ I-IV საუკუნეებით თარიღდება.ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გათხრების დროს ასევე აღმოაჩინეს რომალული მონეტა და ლითონის ლურსმნის თავები. არქეოლოგიური სამუშაოები ოკუპირებული სოხუმის სანაპირო ზოლზე ერთი კვირაა მიმდინარეობს - საერთო ჯამში აღმოჩენილია უძველესი ამფორების ფრაგმენტები, ორნამენტებით მორთული წითლად მოჭიქული კერამიკა, უძველესი კერამიკული ხელსაბანი.

არქეოლოგიურ სამუშაოებს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის დეკანი ალიკ გაბელია ხელმძღვანელობს.

4 მარტი 2026
სრულად
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი სალარო აპარატებით აღჭურვაში დაეხმარება

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი სალარო აპარატებით აღჭურვაში დაეხმარება

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს „საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის“ გაუმჯობესებაში დაეხმარება, ამის შესაბამის ე.წ. შეთანხმებას აფხაზეთის დე-ფაქტო გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრმა, ედგარ ბენიამ და რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსმა, დანილ ეგოროვმა მოაწერეს ხელი.

ე.წ. შეთანხმების თანახმად, რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებულ აფხაზეთში სალარო აპარატების აღჭურვას, დაეხმარება დღგ-ს ავტომატიზებული კონტროლის სისტემისა და ონლაინ სალარო აპარატების დანერგვაში - ნათქვამია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 თებერვალი 2026
სრულად
ავტოსაგზაო შემთხვევა გუდაუთაში - ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა გუდაუთაში - ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ოკუპირებულ აფხაზეთში გუდაუთის რაიონში, მთავარ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


10 თებერვალი 2026
სრულად
აფხაზეთიდან დევნილებისთვის ელეტრონულუ პორტალი ამუშავდა [სერვისებზე დეტალურად]

აფხაზეთიდან დევნილებისთვის ელეტრონულუ პორტალი ამუშავდა [სერვისებზე დეტალურად]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილებისთვის განკუთვნილი ერთიანი ელექტრონული პორტალი წარადგინა, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს.

ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. პორტალის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.

პრეზენტაციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ პორტალის ძირითად შესაძლებლობებსა და გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის საცელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

პორტალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ შეიქმნა.

24 იანვარი 2026
სრულად
აფრო-აფხაზები - როდიდან ცხოვრობენ აფრიკელები აფხაზეთში

აფრო-აფხაზები - როდიდან ცხოვრობენ აფრიკელები აფხაზეთში

აფრო-აფხაზების ან შავკანიანი აფხაზების შესახებ გსმენიათ? სოფელი აძიუბჟა ოკუპირებული აფხაზეთში ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა სანაპიროზეა გაშენებული. ეს სოფელი სხვა რამდენიმე აფხაზურ სოფელთან ერთად გამორჩეულია თავისი წარსულით. აძიუბჟა შავკანიან აფხაზთა დასახლების ძირითადი ადგილი იყო. შავკანიანი აფხაზების ისტორია ერთობ საინტერესო და ამავდროულად იდუმალებითაა მოცული.

აფრიკელების აფხაზეთში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი XVII საუკუნეში მთავარმა შერვაშიძემ იყიდა სტამბოლის მონათა ბაზარზე  პლანტაციებში სამუშაოდ.

1927 წელს საკითხით დაინტერესებულმა მაქსიმ გორკიმ მწერალ, სამსონ ჩანბასთან ერთად მოინახულა სოფელი აძიუბჟა, სადაც შავკანიანებს შეხვდა. თავისი მოგზაურობისა და არსებული ლიტერატურის მიხედვით, ავტორმა შავკანიანი აფხაზების წარმოშობის ადგილად ეთიოპია მიიჩნია.

ასევე არსებობს  ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აფრო-აფხაზები შავ ზღვაში ჩაძირული ოსმალური გემის მგზავრები იყვნენ, რომელსაც მონები გაგაჰყავდა.

13 იანვარი 2026
სრულად