ოკუპირებულ აფხაზეთს განგას რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ განას რესპუბლიკის დელეგაცის უმასპინძლა. სტუმრები „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ოლეგ ბარციცმა მიიღო. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განელი მეგობრების მასპინძლობა“, - აღნიშნა ოლეგ ბარციცმა.
ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული სოხუმი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს დაუძმობილდა.
აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი პრესი“ წერს, რომ „სოხუმი და მისი სახელობის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.
შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების, კუკტურის, ტურიზმისა და მეცნიერების საკითხებს უნდა შეეხოს.






