ჭკადუაშში რუსთაველის ქუჩაზე გზა ეწყობ

ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, შოთა რუსთაველის ქუჩის მე-4 ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ნახევარ კილომეტრამდე გზა, სანიაღვრე სისტემა და მისასვლელები.
გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 227 999 ლარით ფინანსდება.
აღნიშნული გზა, ჭკადუაშის მიურატების სასახლემდე მისასვლელი გზაა, რაც ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
ჭკადუაშში მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.






