ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში სამ ქუჩაზე გზა იგება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კოდუასთან ერთად, სოფელ ახალ აბასთუმანში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სოფელში კოსტავას, ლესელიძისა და თბილისის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე, გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემისა და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
სარეაბილიტაციო გზის საერთო სიგრძე 1 400 მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება 883 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის 32 პროექტი მიმდინარეობს.






