მატილდა გვარლიანი Dolce&Gabbana-ს სახე გახდა

მატილდა გვარლიანი Dolce&Gabbana-ს სახე გახდა

მატილდა გვარლიანი Dolce&Gabbana-ს სახე გახდა. ახალი კამპანია, რომელშიც ქართველი მოდელი მონაწილეობს, სტივენ მეისელმა გადაიღო. 

მატილდა გვარლიანის კარიერა

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო. 

როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა და დღეს მატილდა გვარლიანი უამრავ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს.

მატილდა პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

2024 წელს მატილდამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის მოდის ჩვენებაზე გაიარა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

7 თებერვალი 2026
სრულად
ილია თოფურია წერილს აქვეყნებს - უკვე ოთხი თვეა ვერ ვხედავ ჩემს ქალიშვილს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა

ილია თოფურია წერილს აქვეყნებს - უკვე ოთხი თვეა ვერ ვხედავ ჩემს ქალიშვილს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა

ცნობილი ქართველი სპორტსმენი ილია თოფურია ოფიციალურ წერილს ავრცელებს:

,,სამწუხაროდ, და ჩემთვის მეტად სამწუხარო გარემოებებში, ამჟამად მედიაში ვხვდები საკითხების გამო, რომლებსაც სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მესმის, რომ საჯარო ფიგურად ყოფნა ნიშნავს ყალბი ამბებისა და შეცდომაში შემყვანი, სენსაციური სათაურების წინაშე ყოფნას, რომლებიც შექმნილია მხოლოდ ნახვების მოსაპოვებლად.

გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ყალბი სათაურით, რომლის მიხედვითაც მე თითქოს გამოძახებული ვიყავი სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეზე ჩვენების მისაცემად. მოგვიანებით ეს სათაური შეცვალეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე არასდროს ვყოფილვარ გამოძახებული მსგავსი მიზეზით, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები ამისთვის, თუ ოდესმე საჭირო გახდება. ფაქტია, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის წესიდან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ მივიდე სასამართლოში, თუმცა ეს გამოძახება დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხთან - ჩემი ქალიშვილის, ესპანეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით. უკვე ოთხი თვეა ვერ ვხედავ ჩემს ქალიშვილს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა.

მე ვიღებ საჯაროობის ფასს, მაგრამ ეს არ ამართლებს დაუდასტურებელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან არასრულწლოვანის საკითხების გამჟღავნებას, რომელიც დაცვას იმსახურებს. ეს ვითარება დაიწყო მას შემდეგ, რაც მე შევიტანე განქორწინების განაცხადი, ჩვენი დაშორების შემდეგ რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად არაგონივრული ფინანსური მოთხოვნების მიღებაზე, რამდენიმე კვირაში შეტანილ იქნა ძალადობის შესახებ საჩივარი, რითიც ადრე უკვე დამმუქრებიან და რომელიც ამჟამად სასამართლოს მიერ განიხილება.

მე კვლავ ვანდობ ჩემს ნდობას ღმერთს, სამართალს და ადამიანებს. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და რომ მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთი ჩემი ვაჟის, ჰუგოს გვერდით  ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა.

მედიისგან მხოლოდ იმავე პატივისცემასა და სიზუსტეს ვითხოვ, რაც მათმა უმეტესობამ ყოველთვის გამოიჩინა ჩემ მიმართ, და იმას, რომ დაეყრდნონ მხოლოდ ფაქტებს, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს. ღმერთმა დაგლოცოთ" წერს ცნობილი ქართველი სპორტსმენი ილია თოფურია.

3 იანვარი 2026
სრულად
ნუცა ბუზალაძემ ზუგდიდში ახალი წლის ღამეს დედასთან ერთად მეგრული სიმღერა შეასრულა

ნუცა ბუზალაძემ ზუგდიდში ახალი წლის ღამეს დედასთან ერთად მეგრული სიმღერა შეასრულა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალი წლის ღამეს ზუგდიდში დედასთან ერთად მეგრული სიმღერა შეასრულა.

ნუცა ბუზალაძემ კონცერტი ზუგდიდიდში გამართა, სადაც ცნობილი სიმღერები შეასრულა.

1 იანვარი 2026
სრულად
ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს

მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბექს სი არენა“ ავრცელებს. ორგანიზატორების ცნობით, სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაზე 23 ივლისს, „დინამო არენას“ სტადიონზე წარდგება.

ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება ვებ-გვერდზე TKT.ge/JustinTimberlake, ხოლო მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს, 12:00 საათიდან.

„Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული “ბოიბენდის” – ‘N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.

4 აპრილი 2025
სრულად
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს

გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს

ვინ არის ქართველი ალექსანდრე აკობია, რომელსაც თურქულ სერიალებში შეხვდებით – გაიცანით 38 წლის ზუგდიდელი ჟურნალისტი, რომელიც თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს.

“შემქმნელი”, “დამპყრობელი”, “ქვა, ქაღალდი, მაკრატელი”, ” ერთი სიყვარული”, “აზიზი მეჰმედ ჰუდაი”, – ეს თურქული რეიტინგული სერიალების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა უმრავლესობისთვის სრულად უცნობია, რომ ამ სერიალებში არც მეტი არც ნაკლები, ქარ­თველ მსახიობს ალექსანდრე აკობიას შეხ­ვდე­ბით.

38 წლის ალექსანდრე აკობია წარმოშობით ზუგდიდელია, პროფესიით ჟურნალისტი. წლების წინ, თურქეთში ემიგრანტად წავიდა, საიდანაც დაიწყო მისი როგორც თავად უწოდებს, სიურპრიზებითა და მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც ნამდვილად გავს სერიალს. თანამშრომლობს ერთ-ერთ ცნობილ ღია ქასთინგების სააგენტოსთან, რომლის მეშვეობით ალექსანდრეს, თურქ ვარსკვლავებთან ერთად, სერიალებში ხშირად იღებენ.

,,წლების წინ ერთ სააგენტოსთან მქონდა კონტრაქტი, რამოდენიმე სერიალში მივიღე მონაწილეობა და სულ ეს იყო. გავიდა წლები და სააგენტო ისევ დამიკავშირდა, მითხრეს რომ ჩემი ტიპაჟის მქონე დამხმარე მსახიობი სჭირდებოდათ და თუ დრო და სურვილი მექნებოდა, ჩემთან უნდოდათ თანამშრომლობა. მეც დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მომწონდა გადაღების პროცესი, კამერასთან ურთიერთობა…მართლა საინტერესო იყო თურქეთის ყველაზე ცნობილ მსახიობებთან ერთად თუნდაც რაღაც პატარა სცენებში მონაწილეობა,” – ამბობს STV-თან საუბარში ალექსანდრე აკობია.

ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა და სააგენტოში ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომლითაც ხშირად ინტერესდებიან და თანამშრომლობენ. გვიყვება, გადაღების საინტერესო პროცესზე, რომელსაც სირთულეები და ბევრი მოულოდნელობა ახასიათებს, რაც მისთვის ერთგვარი თავგადასავალია და ამასთანავე დიდი გამოცდილებაც.

,,გადაღების პროცესი იმითაა საინტერესო, რომ შიდა სამზარეულოს ეცნობი, შენც გადაღების პროცესში მონაწილეობა, რაღაც შენი პატარა წვლილი შეგაქვს ამ სერიალის შექმნაში. მიუხედავ იმისა რომ დამხმარე მსახიობი ხარ, შენზე ბევრია დამოკიდებულია…სირთულეები იმაში მდგომარეობს, რომ გადაღებები სტამბულის გარეუბანში, სპეციალურ პავილიონებში მიმდინარეობს, ზამთარში საშინელი ყინვებია, თუმცა ყველაზე ძნელი მაინც ზაფხულის გადაღებებია, რადგან ის ტანსაცმელი რომელიც უნდა მოვირგოთ, ძალიან სქელია და ცხელი, თუმცა ამ ყველაფერს მაინც თავისი ხიბლი აქვს და ამ სიძნელეებს აღარ ამჩნევ”.

ფილმებში მონაწილეობა და კამერასთან მუშაობა ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა ბედის საძიებლად ჯერ ზუგდიდიდან თბილისში, შემდეგ თბილისიდან თურქეთში შეიცვალა მარშუტი, სადაც მრავალფეროვნების მოყვარულმა ჟურნალისტმა, ბევრი მიმართულებით სცადა ბედი და მსახიობობის გარდა სხვადასხვა პროფესიაც შეითვისა, ბოლო ორი წელია, თარჯიმანია და წარმატებით მუშაობს “აჯიბადემის” კლინიკაში.

“წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან. დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე ვარ კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრანტი… წლები ვმუშაობდი თბილისში, პრესაში…შემდეგ მოხდა ისე რომ თავი დავანებე პროფესიას და თურქეთში გადავედი საცხოვრებლად. თავიდან არც ენა ვიცოდი და არც რამე სხვა ხელობა, რომ მემუშავა, ამიტომ მუშაობა დავიწყე ფაბრიკაში, ტექსტილზე. ნელნელა ვისწავლე თურქული ენა, ჯერი დადგა ახალი პროფესიის არჩევაზე და არჩევანი მასაჟისტობაზე გავაკეთე. ორი წელი ვისწავლე სტამბულის “ბაკირკოის მასაჟის სკოლაში”, წლები ვიმუშავე ანტალიაში, სასტუმროში. ბოლო ორი წელია რაც თარჯიმნად ვმუშაობ აჯიბადემის საავადმყოფოში, ასევე შაბათ-კვირას გადაღებებზე დავდივარ… მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა მოხარული ვიქნები რამე როლს თუ შემომთავაზებენ, მაგრამ სხვა ქართველიც თუ იქნება თურქეთში პოპულარული მსახიობი, ძალიან გამიხარდება. ჯერ კიდევ არ გვიცნიბენ თურქები კარგად, არ იციან ჩვენი კულტურა, ისტორია… მიხარია რომ პირველი ქართველი ნანა სტამბოლიშვილია ვინც შეძლო და როლი მოიპოვა, თურქებს რაღაც დონით გააცნო საქართველო…”.

მომავალში ისევ საკუთარი თავის ძიებისთვის მრავალფეროვანი გეგმები აქვს, თუმცა რეალისტია და წინასწარ არ უყვარს საუბარი, თუმცა ერთი რამ გაგვიმხილა, სურს საქართველო უკეთ გააცნოს თურქულ საზოგადოებას და ამაში როგორც მსახიობმა მცირე წვლილი მაინც შეიტანოს.

STV-ს გუნდი ალექსანდრე აკობიას წარმატებებს უსურვებს და იმ იმედით ვემშვიდობებით, რომ ქართველი ახალბედა მსახიობი სიახლეებით ხშირად გაგვახარებს.

ცნობილ თურქ მსახიობთან ბერგიუზარ ქორელთან გადასაღებ მოედანზე

22 ივნისი 2024
სრულად
დაპირების თანახმად ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს უნდა ჩაეხუტოს

დაპირების თანახმად ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს უნდა ჩაეხუტოს

გუშინ საქართველო საბერძნეთის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ერთიანი ნაწიონალურიი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში უმრავლოსობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ჩაეხუტებოდა.

„დღეს გავიმარჯვოთ და მზად ვარ გამარჯვების აღსანიშნავად მამუკა მდინარაძე-ც კი საჯაროდ ჩავეხუტო 😆“ წერად წითლიძე. თავად მდინარაძეს წითლიძისთვის ჯერ არ უპასუხია.

მდინარაძე და წითლიძე ერთმანეთის კრიტიკით გამოირჩევიან, ჯერ უცნობია, როდის შედგება „დიდი ჩახუტება”.

27 მარტი 2024
სრულად
“დისკრიმინაციული ენის” გამო, მერი პოპინსზე ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა

“დისკრიმინაციული ენის” გამო, მერი პოპინსზე ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა

კინოკლასიფიკაციის ბრიტანული კომისიის (BBFC) გადაწყვეტილებით, კლასიკად ქცეულ ფილმზე მერი პოპინსი ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა. 1964 წელს გამოშვებული კინოსურათი აქამდე U (უნივერსალურ) კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ამიერიდან PG ნიშნულით (“მშობლის ზედამხედველობით სანახავი”) იქნება ნაჩვენები.

კომისიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ფილმში გამოყენებული “დისკრიმინაციული ენაა”; ერთ-ერთი პერსონაჟი საკვამურის მწმენდავს ორჯერ მოიხსენიებს ტერმინით, რომელიც “თეთრკანიანი ევროპელების მიერ გამოყენებული დამამცირებელი სიტყვაა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები მომთაბარე ხალხის აღსანიშნავად”.

“რადგან მერი პოპინსს ისტორიული კონტექსტი აქვს, დისკრიმინაციული ენის გამოყენებისთვის არ ვკიცხავთ”, — ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში, — “თუმცა, U-კატეგორიისთვის ეს შეუფერებელი ენაა. ამდენად, დისკრიმინაციული ენის გამო, მისი რეკლასიფიკაცია გახდა საჭირო”.

კომისია ასევე აცხადებს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაყურებლებს, განსაკუთრებით მშობლებს, ყველაზე მეტად აღელვებთ, “ბავშვებმა დისკრიმინაციული ენა არ მოისმინონ ან არ ნახონ დისკრიმინაციული ქცევა, რომელიც შეიძლება გაუაზრებლად გაიმეორონ”.

28 თებერვალი 2024
სრულად
Tamada-ს პრესტიჟული გერმანული პროექტი Colors მსოფლიოს აცნობს

Tamada-ს პრესტიჟული გერმანული პროექტი Colors მსოფლიოს აცნობს

ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას, წარმატებული პროექტი Tamada პრესტიჟული გერმანული პლატფორმის ფოკუსში აღმოჩნდა. პროექტი ColorsxStudios მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული მუსიკოსების მსოფლიოსთვის გაცნობას. ამ მიზნით, ის საკუთარ იუთუბ არხზე, რომელსაც 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, შემსრულებლების ექსკლუზიურ ცოცხალ ჩანაწერებს ტვირთავს, პარალელურად კი, ვებგვერდისთვის ვრცელ ინტერვიუს წერს მათთან. სხვადასხვა დროს პროექტმა უმასპინძლა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ბილი აილიში და Doja Cat. ახლა კი ქართველი Tamada-ის ჯერიც დადგა.

ხალხური მელოდიებისა და ალტერნატიული მუსიკის ნაზავით ცნობილმა Tamada-მ Colors-ისთვის თავისი ახალი ალბომიდან ორი სიმღერა შეასრულა. პირველი ტრეკი, დაო, უკვე აიტვირთა პროექტის იუთუბ არხზე.

“ეს სარკასტული სასიყვარულო სიმღერაა”, — აღნიშნავს Tamada Colors-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  — “ისეთ სიყვარულზეა, ვიღაც დედმამიშვილად რომ უფრო გიყურებს, ვიდრე შეყვარებულად. სიმღერის სახელს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ის, ერთი მხრივ, ‘დას’ ნიშნავს, მეორე მხრივ კი, ალუზიაა დაოსისტურ ჰარმონიის ფილოსოფიაზე. ეს სიმღერა სიყვარულს იუმორით უფრო უდგება”.

28 თებერვალი 2024
სრულად
ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს გამოვა

ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს გამოვა

ჰარი პოტერის სერიალის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოეფინა ნათელი. კინოსტუდია Warner Bros.-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ზასლავის თქმით, სერიალის პრემიერას 2026 წლისთვის უნდა ველოდოთ. როგორც ცნობილია, პროექტი 7 სეზონად არის ჩაფიქრებული — თითოეული პოტერიადის ერთი წიგნის ეკრანიზაციას დაეთმობა.

ზასლავმა ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელთან, ჯოან როულინგთან, შესახვედრად.

27 თებერვალი 2024
სრულად
ვინ არის და რა გზა განვლო 27 წლის ილია თოფურიამ

ვინ არის და რა გზა განვლო 27 წლის ილია თოფურიამ

წარმოშობით აბაშელმა ილია თოფურიამ მეორე რაუნდის ბრუტალური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი.

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC).

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!

ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. ჯორჯინა კომპანია “Future and Energy” მუშაობს.

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.

19 თებერვალი 2024
სრულად

ყველა სიახლე ნაჩვენებია