stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიყვითელი ამბები

გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს

22.06.2024 / 22 ივნისი 2024
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს

ვინ არის ქართველი ალექსანდრე აკობია, რომელსაც თურქულ სერიალებში შეხვდებით – გაიცანით 38 წლის ზუგდიდელი ჟურნალისტი, რომელიც თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს.

“შემქმნელი”, “დამპყრობელი”, “ქვა, ქაღალდი, მაკრატელი”, ” ერთი სიყვარული”, “აზიზი მეჰმედ ჰუდაი”, – ეს თურქული რეიტინგული სერიალების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა უმრავლესობისთვის სრულად უცნობია, რომ ამ სერიალებში არც მეტი არც ნაკლები, ქარ­თველ მსახიობს ალექსანდრე აკობიას შეხ­ვდე­ბით.

38 წლის ალექსანდრე აკობია წარმოშობით ზუგდიდელია, პროფესიით ჟურნალისტი. წლების წინ, თურქეთში ემიგრანტად წავიდა, საიდანაც დაიწყო მისი როგორც თავად უწოდებს, სიურპრიზებითა და მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც ნამდვილად გავს სერიალს. თანამშრომლობს ერთ-ერთ ცნობილ ღია ქასთინგების სააგენტოსთან, რომლის მეშვეობით ალექსანდრეს, თურქ ვარსკვლავებთან ერთად, სერიალებში ხშირად იღებენ.

,,წლების წინ ერთ სააგენტოსთან მქონდა კონტრაქტი, რამოდენიმე სერიალში მივიღე მონაწილეობა და სულ ეს იყო. გავიდა წლები და სააგენტო ისევ დამიკავშირდა, მითხრეს რომ ჩემი ტიპაჟის მქონე დამხმარე მსახიობი სჭირდებოდათ და თუ დრო და სურვილი მექნებოდა, ჩემთან უნდოდათ თანამშრომლობა. მეც დავთანხმდი, რადგან ყოველთვის მომწონდა გადაღების პროცესი, კამერასთან ურთიერთობა…მართლა საინტერესო იყო თურქეთის ყველაზე ცნობილ მსახიობებთან ერთად თუნდაც რაღაც პატარა სცენებში მონაწილეობა,” – ამბობს STV-თან საუბარში ალექსანდრე აკობია.

ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა და სააგენტოში ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომლითაც ხშირად ინტერესდებიან და თანამშრომლობენ. გვიყვება, გადაღების საინტერესო პროცესზე, რომელსაც სირთულეები და ბევრი მოულოდნელობა ახასიათებს, რაც მისთვის ერთგვარი თავგადასავალია და ამასთანავე დიდი გამოცდილებაც.

,,გადაღების პროცესი იმითაა საინტერესო, რომ შიდა სამზარეულოს ეცნობი, შენც გადაღების პროცესში მონაწილეობა, რაღაც შენი პატარა წვლილი შეგაქვს ამ სერიალის შექმნაში. მიუხედავ იმისა რომ დამხმარე მსახიობი ხარ, შენზე ბევრია დამოკიდებულია…სირთულეები იმაში მდგომარეობს, რომ გადაღებები სტამბულის გარეუბანში, სპეციალურ პავილიონებში მიმდინარეობს, ზამთარში საშინელი ყინვებია, თუმცა ყველაზე ძნელი მაინც ზაფხულის გადაღებებია, რადგან ის ტანსაცმელი რომელიც უნდა მოვირგოთ, ძალიან სქელია და ცხელი, თუმცა ამ ყველაფერს მაინც თავისი ხიბლი აქვს და ამ სიძნელეებს აღარ ამჩნევ”.

ფილმებში მონაწილეობა და კამერასთან მუშაობა ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა ბედის საძიებლად ჯერ ზუგდიდიდან თბილისში, შემდეგ თბილისიდან თურქეთში შეიცვალა მარშუტი, სადაც მრავალფეროვნების მოყვარულმა ჟურნალისტმა, ბევრი მიმართულებით სცადა ბედი და მსახიობობის გარდა სხვადასხვა პროფესიაც შეითვისა, ბოლო ორი წელია, თარჯიმანია და წარმატებით მუშაობს “აჯიბადემის” კლინიკაში.

“წარმოშობით ვარ ზუგდიდიდან. დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე ვარ კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრანტი… წლები ვმუშაობდი თბილისში, პრესაში…შემდეგ მოხდა ისე რომ თავი დავანებე პროფესიას და თურქეთში გადავედი საცხოვრებლად. თავიდან არც ენა ვიცოდი და არც რამე სხვა ხელობა, რომ მემუშავა, ამიტომ მუშაობა დავიწყე ფაბრიკაში, ტექსტილზე. ნელნელა ვისწავლე თურქული ენა, ჯერი დადგა ახალი პროფესიის არჩევაზე და არჩევანი მასაჟისტობაზე გავაკეთე. ორი წელი ვისწავლე სტამბულის “ბაკირკოის მასაჟის სკოლაში”, წლები ვიმუშავე ანტალიაში, სასტუმროში. ბოლო ორი წელია რაც თარჯიმნად ვმუშაობ აჯიბადემის საავადმყოფოში, ასევე შაბათ-კვირას გადაღებებზე დავდივარ… მომავალში რა იქნება არ ვიცი, თუმცა მოხარული ვიქნები რამე როლს თუ შემომთავაზებენ, მაგრამ სხვა ქართველიც თუ იქნება თურქეთში პოპულარული მსახიობი, ძალიან გამიხარდება. ჯერ კიდევ არ გვიცნიბენ თურქები კარგად, არ იციან ჩვენი კულტურა, ისტორია… მიხარია რომ პირველი ქართველი ნანა სტამბოლიშვილია ვინც შეძლო და როლი მოიპოვა, თურქებს რაღაც დონით გააცნო საქართველო…”.

მომავალში ისევ საკუთარი თავის ძიებისთვის მრავალფეროვანი გეგმები აქვს, თუმცა რეალისტია და წინასწარ არ უყვარს საუბარი, თუმცა ერთი რამ გაგვიმხილა, სურს საქართველო უკეთ გააცნოს თურქულ საზოგადოებას და ამაში როგორც მსახიობმა მცირე წვლილი მაინც შეიტანოს.

STV-ს გუნდი ალექსანდრე აკობიას წარმატებებს უსურვებს და იმ იმედით ვემშვიდობებით, რომ ქართველი ახალბედა მსახიობი სიახლეებით ხშირად გაგვახარებს.

ცნობილ თურქ მსახიობთან ბერგიუზარ ქორელთან გადასაღებ მოედანზე

გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 2
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 3
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 4
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 5
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 6
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 7
გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს - image 8
Banner 1
წინა პოსტი

წვიმამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

შემდეგი პოსტი

საზოგადოება „ქართულის” გასვლითი შეხვედრა ზუგდიდში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში ერთად ისვენებენ

ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში ერთად ისვენებენ

ზუგდიდში გაწმენდით სამუშაოებში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც მონაწილეობს

ზუგდიდში გაწმენდით სამუშაოებში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც მონაწილეობს

ვახტანგ გადელია: ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე

ვახტანგ გადელია: ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა