ვახტანგ გადელია: ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე

სენაკის მერის ვახტანგ გადელიას უფლებამოსილება მეორე ვადით დღეიფან დაიწყო. გადელია ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ:
,,დღეიდან ოფიციალურად ვაგრძელებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით.
ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის, თითოეული ოჯახისა და მომავლის წინაშე.
ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ერთად არაერთი წარმატება მოვიპოვეთ, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები, ჩვენ გავუღეთ კარი ახალ შესაძლებლობებს – სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
ჩემს გუნდთან ერთად ბოლომდე მივიყვან ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩემს სენაკელებთან ერთად დავგეგმე. ერთიანი ძალისხმევითა და მიზანდასახულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას.
მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
წინ დიდი პროექტებია და მჯერა, რომ სასიკეთო საქმეებს ერთად, წარმატებით განვახორციელებთ!” – აცხადებს ვახტანგ გადელია
მსგავსი სიახლეები

სენაკის მერი ვახტანგ გადელია: ,,ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს”

გიორგი გუგუჩია – დავიწყოთ ყველა იმ დაპირების განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით




