stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ლევან კუტალია ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში დაბრუნდა

ლევან კუტალია ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში დაბრუნდა

8 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1618

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4311

დღის ამბები

2608

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

213

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბები

სენაკის მერი ვახტანგ გადელია: ,,ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს”

09.04.2026 / 9 აპრილი 2026
სენაკის მერი ვახტანგ გადელია: ,,ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს”

სენაკის მერი ვახტანგ გადელია: ,,ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს.”

,,მადლობა თავისუფლებისთვის“ - ასეთია 37-ე 9 აპრილის გზავნილი.

დილიდან, სენაკში, 9 აპრილის სკვერში, შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს ქვეყნისთვის შეწირულთა ხსოვნას.

„37 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან - დღიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალა. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიტოვეს ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება.

9 აპრილი სამაგალითო ერთობის დღეა, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა ქართველი ხალხის ერთიანობა ეროვნული თვითმყოფადობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს დღე და გავუფრთხილდეთ ეროვნულ იდენტობას, რომელიც მათ დაგვიტოვეს,” - აღნიშნა სენაკის მერმა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

საქართველოსთვის შეწირულთა ხსოვნასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ თარიღებს მიეძღვნა თემატური გამოფენები - ჟიული შარტავას მუზეუმსა და ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში.

Banner 1
წინა პოსტი

მარტვილის მერმა 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო

შემდეგი პოსტი

ჩხოროწყუში 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას

ირაკლი კობახიძე: მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

ირაკლი კობახიძე: მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს

დღის ამბები

ჭკადუაშში რუსთაველის ქუჩაზე გზა ეწყობ

ოკუპირებულ აფხაზეთს განგას რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს

განათლების მინისტრი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს შეხვდა

ჯაბა ხუბუა ,,ლელოს” | როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა

განათლების მინისტრი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო