ბოლო ჩანაწერები
ოკუპირებულ გალში ნაძვის ხე აანთეს
ევროპაში ფრინველის გრიპის გამო 100 ათასობით ფრინველი დახოცეს
როგორ მოვამზადოთ მეგრული საცივი საახალწლო სუფრისთვის
უშგული-ლასდილის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა - თოვის გამო კიდევ რა შეზღუდვები დაწესდა სვანეთის გზებზე
ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
117
ამბები სამეგრელოდან
1283
ამბები სვანეთიდან
76
არჩევნები
355
ახალი ამბები
4001
დღის ამბები
2109
დღის ფოტო
73
ეკონომიკა
103
ვიდეო ამბები
59
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
17
კულინარია
8
კულტურა
304
მთელი კვირა
1
მსოფლიო
123
პოლიტიკა
885
რეკლამა
696
საზოგადოება
142
სამართალი
155
სპორტი
211
სხვა ამბები
84
ფოტორეპორტაჟი
25
ყვითელი ამბები
7
წარმატების ისტორია
8

დღეს 11:00 საათზე ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პარტიები საკრებულოს პირველ სხდომას გამართავენ. საკრებულოს სხდომები სამეგრელო-ზემო სვანეთი მუნიციპალიტეტებში დღეს 11:00 საათზეა დაგეგმილი. საკრებულოს სხდომებს უხუცესი წევრი წარუძღვება, შეიქმნება დროებითი ხმის დამთვლელი კომისია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისების თავმჯდომარეების და ფრაქციის თავმჯდომარეების არჩევას უზრუნველყოფენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში გასული წლის არჩევნებთან შედარებით 2000-მდე ხმით მეტი აიღო
ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატმა დათო კოდუამ გაიმარჯვა, მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა. დათო კოდუამ საერთო ხმების 88,83 პროცენტი აიღო, რაც 29 745 ხმაა, მისმა კონკურენტმა „ლელო ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუამ 9,68% აიღო, რაც 3244 ხმაა, ხოლო მესამე კანდიდატმა რამაზ ჩაჩიბაიამ პარტია საქართველოდან 1,48 პროცენტი მიიღო, რაც 496 ხმაა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა ასევე დიდი უპირატესობით მოიგეს საკრებულოს მაჟორიტარული ოლქები, სულ ზუგდიდში 35 მაჟორიტარული ოლქია.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს 2 ათასამდე ხმით მეტი აიღო, თუ შარშან მმართველმა პარტიამ 27 780 ხმა აიღო, ხოლო ხელს 29 745 ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ზუგდიდის მერის არჩევნებში დათო კოდუამ 88,83 პროცენტით გაიმარჯვა, რაც 29 745 ხმაა
ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების მერობის“ კანდიდატმა დათო კოდუამ გაიმარჯვა, მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა. დათო კოდუამ საერთო ხმების 88,83 პროცენტი აიღო, რაც 29 745 ხმაა, მისმა კონკურენტმა „ლელო ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუამ 9,68% აიღო, რაც 3244 ხმაა, ხოლო მესამე კანდიდატმა რამაზ ჩაჩიბაიამ პარტია საქართველოდან 1,48 პროცენტი მიიღო, რაც 496 ხმაა.
ქართული ოცნების კანდიდატებმა ასევე დიდი უპირატესობით მოიგეს საკრებულოს მაჟორიტარული ოლქები, სულ ზუგდიდში 35 მაჟორიტარული ოლქია.
„ქართულმა ოცნებამ“ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით წელს 2 ათასამდე ხმით მეტი აიღო, თუ შარშან მმართველმა პარტიამ 27 780 ხმა აიღო, ხოლო ხელს 29 745 ადამიანმა დაუჭირა მხარი. გაზრდილ მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ეხმაურებიან. ახლად არჩეული მერი დათო კოდუა მედიასთან აცხადებს, რომ:
„მადლობა ჩემს ზუგდიდელებს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა – მე ჩემს გუნდთან ერთად ამ ნდობას საქმით გავამართლებ. „ქართული ოცნება“ უალტერნატივო პოლიტიკური გუნდია, რომელსაც მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. ჩვენი რეიტინგი ყოველწლიურად მზარდია და ამას ციფრები მოწმობენ თუ შარშან ზუგდიდში მხარი დაგვიჭირა 27780 ადამიანმა, წელს ეს მხარდაჭერა 29 745-მდე გაიზარდა. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანებს, მადლობა პარტიის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ჩვენს საარჩევნო შტაბს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის“ – აცხადებს ზუგდიდის არჩეული მერი დათო კოდუა.

არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” იმარჯვებს – მმართველმა პარტიამ ხმების 81%-ზე მეტი მიიღო
არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით (10:15 საათის მონაცემებით), მმართველმა პარტიამ 81,785% მიიღო.
3 061 უბნიდან დათვლილია 2 899 უბნის მონაცემები (უბნების 95%). არჩევნებზე, ჯამში, 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა.
ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.

შსს – აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ღონისძიებებს
მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს.
„ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პატრიარქმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო
დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილი II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი დათო კოდუა, საარჩევნო კამპანიას აჯამებს. მერობის კანდიდიატი ამომრჩეველს მიმართავს და მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს. კოდუას განცხადებით კამპანიის პერიოდში, ბოლო თვენახევრის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გაიმართა და 20 ათასამდე მოქალაქეს შეხვდა.
„ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დავასრულეთ, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში 140-მდე სხვადსახვა სახის შეხვედრა გავმართეთ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შევხვდით 20 ათასამდე მოქალქეს. თქვენთან გამართულ შეხვედრებზე დასახელებული საჭიორებების მოგვარება იქნება ჩვენი მუშაობის მთვარი პრიორიტეტი, მე მოვდივარ კონკრეტული გეგმით – უკეთესი ზუგდიდისთვის.
ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა.
ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს: ინფარსტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებეში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა – ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ზუგდიდის გავხდით ქალაქს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მასშტაბური ღონისძიებეითა და ტურისტული მიზიდულობის ახალი და განახლებული ცენტრებით.
ჩვენ გავზრდით ახალგაზრდების მონაწილეობას მუნიციპალურ პროცესებში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგვცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს – რაც ახალი განვითარების გარანტი იქნება.
ზუგდიდს განსაკუთრებული, ისტორიული როლი აქვს – ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით, ამ გზას ერთად გავივლით!
ჩვენ ვიქნებით გამჭირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. ამ გზაზე მთავარი ხართ თქვენ და თქვენი მხარდაჭერა მომცემს მანდატს ერთად დაუღალავად ვიშრომოთ ჩვენი ქალაქისთვის!
მჯერა არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის, გპირდებით, თქვენს ნდობას საქმით გავამართლებ.
მშვიდობა საქართველოს მეტი განვითარება ზუგდიდს!“ – ნათქვამია ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის დათო კოდუას მიმართვაში.

ბიძინა ივანიშვილის წერილი – ქართული ოცნების გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა
4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
წერილში, რომელიც ივანიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წლის აღსანიშნავად გაავრცელა, აღნიშნულია, რომ დღეს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი გუშინდელ დღედ აქციოს და მეტი განვითარების, კეთილდღეობის, ქვეყნის გამთლიანებისთვის იბრძოლოს.
„ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!
და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე -ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

დათო კოდუა: ჩვენი მიზანია, ის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის ჩირაღდანი, რაც ზვიად გამსახურდიამ დაანთო არასოდეს ჩაქრეს
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შეხვდა.
,,დღეს ჩემს უფროს მეგობრებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს შევხვდი. ჩემთვის მათთან შეხვედრა და საუბარი ყოველთვის ამაღელვებელია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლების იდეას ბოლომდე ემსახურნენ და დღესაც ღირსეულად ემსახურებიან. მადლობა თითოეულს, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში, როდესაც პირველი პრეზიდენტის მომხრეები იდევნებოდნენ, ეს ადამიანები ჩემს სახლში იკრიბებოდნენ და სამოქმედო გეგმას სახავდნენ” – განაცხადა დათო კოდუამ.
დათო კოდუამ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრზე ისაუბრა, რომელიც პირველი პრეზიდენტის უკვდავსაყოფად, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით აშენდა.
,,ზუგდიდში, საქართველოს ვიცე-პრემიერის ირაკლი ჩიქოვანის თაოსნობით ავაშენეთ ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, რომელიც ნამდვილად არის პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ზუგდიდის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში გვაქვს ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი, დარჩელსა და ჯიხაშკარში მოვაწყვეთ პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერები.
ჩვენი მიზანია, ის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის ჩირაღდანი, რაც ზვიად გამსახურდიამ დაანთო არასოდეს ჩაქრეს.
კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ამ ადამიანებს დიდ სიყვარულსა და პატივისცემას” – აღნიშნა დათო კოდუამ.

ანზორ გოგუა ჩხოროწყუს მერობის კანდიდატზე: ოდიშარ ლაგვილავა არის წამღლეტი, მატყუარა და თაღლითი
ცნობილი ჩხოროწყუელი ანზორ გოგუა სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუს აქვეყნებს და ჩხოროწყუს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ოდიშარ ლაგვილავას ეხმიანება:
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წამოაყენა ოდიშარ ლაგვილავამ.
საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი პიროვნების რეალურ თვისებებზე, ხასიათსა და „საგმირო“ საქმეებზე მოვუყვე ჩხოროწყუელ ამომრჩევლებს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ასევე, მერობის კანდიდატზე, ჯუმბერ იზორიაზე დადო რაღაც ვიდეომიმართვა და წერილები. ჯუმბერ იზორიას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება და არც ვაპირებ, მე არც ოცნების ფანი ვარ და არც ჯუმბერ იზორიასი, მაგრამ წუმპეში ყურებამდე ჩაფლული კაცი სხვაში ლაქას რომ ეძებს და საუბრობს, ძალიან დიდი უსამართლობაა. ამიტომაც მივმართავ ოდიშარ ლაგვილავას:
შენ რა სინდისით უნდა საუბრობდე და ამბობდე სხვაზე კორუმპირებულს, როცა შენ თვითონ ხარ წამღლეტი, მატყუარა და თაღლითი. ბარემ ისიც აუხსენი საზოგადოებას, როგორ მიითვისე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ჯეონათის“ წევრების მიერ შექმნილი ქონება და გაიხადე პირად საკუთრებად. შენ ძალიან კარგად იცი, რა წვლილი მიგვიძღვის მე და ჩემს მეუღლეს კოოპერატივის შექმნაში, ფიზიკური და გონებრივი შრომით,როგორც თხილის ქარხნის, ასევე, პურსაცხობისა და თონეს მოწყობაში. ისიც კარგად იცი, თუ ვისი სახსრებით გაკეთდა ეს ყველაფერი. ჩემი პირადი ფიზიკური შრომისა და ხელფასის სახით მისაღები თანხა, 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი დღემდე არ მაქვს მიღებული შენგან, უკვე 10 წელია, ხოლო კოოპერატივის წევრები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის კოოპერატივის შექმნაში, ყველა გაყარე და არც ერთი არ არის დასაქმებული.
ამრიგად, კოოპერატივი „ჯეონათი“ ფიქტიურია და არის შენი პირადი საკუთრება მაშინ, როცა, კოოპერატივის ქონება მისი წევრების საკუთრება უნდა ყოფილიყო და არა შენი. შენ რომ საუბრობ ჯუმბერ იზორიას კორუმპირებულობაზე, ზემოთაც ვთქვი, ის არც ნათესავია ჩემი და არც სიყრმის მეგობარი, შენ კი ახლობელი, მეზობელი და ამავე დროს ნათესავიც (ჩემი მეუღლე და შენ და-ძმის შვილიშვილები ხართ), მაგრამ შენ არც მეზობელი იცი, არც მეგობარი და არც ნათესავი. რაც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა ითქვას, რადგან ამომრჩევლები რომ არ მოატყუო.
საერთოდ ხმას როგორ იღებ ჯუმბერ იზორიაზე, კაცზე, რომელმაც შეიძინა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო, გაწმინდა, გაასუფთავა და იქ განათავსა შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღეისათვის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათია. გარდა ამისა, დღეს იქ უამრავი ხალხია დასაქმებული, რამდენ გაჭირვებულს დაეხმარა და ეხმარება დღესაც. მას საზოგადოებისათვის უამრავი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული. მარტო „კოჩანას“ ძეგლი რად ღირს, მაგრამ შენ ამის მნიშვნელობა არც გესმის…
იქნებ ერთი რამე მაინც დაასახელო, რა გაგიკეთებია, ან კიდევ, რა გამოცდილება გაქვს საჯარო სამსახურში მუშაობის, ან ხელმძღვანელობის? ან ვის დაეხმარე, რომელ გაჭირვებულს მოუმართე ხელი? პირიქით, ვინც გვერდში გედგა და შენთან მუშაობდა, ყველა გააქციე ინტრიგებით, ნამუშევარი წაართვი, მაქინაციებითა და თაღლითობით მოიხვეჭე, რაც გაბადია. ეს ყველა ნაფიჩხოვოელმა იცის, მაგრამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, ვინ აპირებს მერობას.
მე და ჩემმა ოჯახმა არ ვიკადრეთ სასამართლოსთვის მიგვემართა კოოპერატივის საქმიანობის შესახებ იმ მოტივით, რომ შვილებისთვის ვინმეს არ წამოეყვედრებინა, თქვენი მშობლები მომჩივანები არიანო. შენ კი, ყველაფერს კადრულობ ფულის მოხვეჭის მიზნით. წესით უნდა გახსოვდეს, ჩვენ შორის დადებული შეთანხმება, თუ როგორ უნდა წარმართულიყო კოოპერატივის საქმიანობა, რომელზეც ხელი გაქვს მოწერილი, თუ არ გახსოვს, საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებ!“ – წერს ანზორ გოგუა.


